ეკის ეკლესია
ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | სენაკის მუნიციპალიტეტი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული |
თარიღდება | XIII საუკუნე |
დეტალები
|
ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი — X-XI საუკუნის ეკლესია საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში.
სოფელ ეკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მთაზე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლი, რომლის შუაში აღმართულია ეკლესია (IX-X სს) შიგნით ფრესკების ფრაგმენტებით. ეკლესია დარბაზულია. აქვს ნახევარწრიული აბსიდა და კამაროვანი გადახურვა. ტაძარი ორგანყოფილებიანია: დასავლეთი ნაწილი უფრო დაბალია, ვიდრე აღმოსავლეთი, აბსიდიანი. პირველი მეორისგან ორსვეტზე დაყრდნობილი კედლითაა გამოყოფილი. ტაძრის დასავლეთის ნაწილს გრძივ ღერძზე ორ-ორი ფართო, ხოლო დასავლეთის კედლის ღერძზე გაჭრილი ერთი სარკმელი აქვს. სარკმელთა პირები ორნამენტირებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, რომლის პირი ასევე ორნამენტირებულია. ტაძრის ეს ნაწილი ადრეული ნაგებობაა (X-XI სს.). უფრო გვიანდელია მასზე მიშენებული მისი აღმოსავლეთი ნაწილი აბსიდითურთ. მას გრძივ კედლებსა და აბსიდის ღერძზე გაჭრილი თითო ვიწრო სარკმელი აქვს. საკურთხეველში დგას კირქვის ტრაპეზი, რომელზეც ჯვარია გამოსახული. ტაძარი მოხატული ყოფილა, რომლისგანაც მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადამია ი. ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრება, ძეგლის მეგობარი, 1980, N55, გვ.52-62, 1981, N57, გვ.7-19. 1981, N5, გვ.7-19
- ტუღუში ა. ეკის ნათლისმცემლის მონასტრის წარწერები, ძეგლის მეგობარი, 1988, N81, გვ.57-60
- დუნდუა გ., წირღვავა ვ., ეკის განძი, «ძეგლის მეგობარი, 1971, № 27-28;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7929
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-23.