შინაარსზე გადასვლა

გია ფერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია ფერაძე

კადრი ფილმიდან „არასერიოზული კაცი“ (1980)
დაბადების სახელი გიორგი ფერაძე
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1948
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 1995 (47 წლის)
საქმიანობა მსახიობი

გიორგი (გია) ფერაძე (დ. 19 აპრილი, 1948, თბილისი — გ. 20 დეკემბერი, 1995) — ქართველი მსახიობი.

1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, კინოსტუდია „ლენფილმში“ (1972–1974), ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.

1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ ერთი ვერსიით შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საკუთარი მეუღლე ირინა მიქატაძე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი. მკვლელობის ბრალდებით ფერაძე სასჯელს იხდიდა ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან (1993) ორიოდე წელში გარდაიცვალა.

გია ფერაძეს და ი. მიქატაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც მკვლელობის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]