შინაარსზე გადასვლა

ბურგოსის პროვინცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბურგოსის მდებარეობა ესპანეთში
ბურგოსის მუნიციპალიტეტები

ბურგოსი (ესპ. Burgos) — პროვინცია ჩრდილოეთ ესპანეთში, კასტილია და ლეონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: პალენსია, კანტაბრია, ბისკაია, ალავა, სეგოვია და ვალიადოლიდი. მისი დედაქალაქია ბურგოსი.

პროვინცია გადაჭიმულია 14,300 კმ²-ზე. მოსახლეობა შეადგენს 352,273 კაცს (2002 წლის მონაცემები), რომლის ნახევარი ცხოვრობს დედაქალაქში. ბურგოსთან ერთად დიდი ქალაქებია მირანდა დე ებრო და არანდა დე დუერო. პროვინციაში არის 371 მუნიციპალიტეტი. იხ. ბურგოსის მუნიციპალიტეტების სია.

პროვინციის ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეებია ებრო და დუერო.