ბურგოსის პროვინცია


ბურგოსი (ესპ. Burgos) — პროვინცია ჩრდილოეთ ესპანეთში, კასტილია და ლეონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: პალენსია, კანტაბრია, ბისკაია, ალავა, სეგოვია და ვალიადოლიდი. მისი დედაქალაქია ბურგოსი.
პროვინცია გადაჭიმულია 14,300 კმ²-ზე. მოსახლეობა შეადგენს 352,273 კაცს (2002 წლის მონაცემები), რომლის ნახევარი ცხოვრობს დედაქალაქში. ბურგოსთან ერთად დიდი ქალაქებია მირანდა დე ებრო და არანდა დე დუერო. პროვინციაში არის 371 მუნიციპალიტეტი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Website of the Autonomous Community of Castile and León
- Website of the Province of Burgos delegation
| |||||||
| |||||||