კუენკის პროვინცია

კუენკა (ესპ. Cuenca) — პროვინცია ცენტრალურ ესპანეთში, ავტონომიური რესპუბლიკის, კასტილია-ლა-მანჩას აღმოსავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: ვალენსია, ალბასეტე, სიუდად-რეალი, ტოლედო, მადრიდი, გვადალახარა და ტერუელი.
პროვინციაში ცხოვრობს 211 375 ადამიანი (2007 წლის აღწერით). მისი დედაქალაქია კუენკა, სადაც მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი ცხოვრობს (დაახლ. 52 980). კუენკის პროვინციაში არის 238 მუნიციპალიტეტი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Diputación Provincial de Cuenca დაარქივებული 2021-05-26 საიტზე Wayback Machine.
| |||||||
| |||||||