გიპუსკოა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიპუსკოის მდებარეობა ესპანეთში

გიპუსკოა (ესპ. Guipúzcoa) — პროვინცია ჩრდილოეთ ესპანეთში, ბასკეთში. მას ესაზღვრება ბისკაიისა და ალავას პროვინციები, ავტონომიური გაერთიანება ნავარა, საფრანგეთის პროვინცია ლაბურდანი და ბისკაიის ყურე.

გიპუსკოის ფართობი შეადგენს 1,980 კმ2-ს, რის გამოც იგი ყველაზე პატარა პროვინციაა ესპანეთში. პროვინციაში არის 88 მუნიციპალიტეტი. მოსახლეობა შეადგენს 700,392 კაცს (2008 წლის მონაცემებით), რომლის მეოთხედი ცხოვრობს მის დედაქალაქ სან-სებასტიანში.