ტარაგონის პროვინცია
ტარაგონა — პროვინცია აღმოსავლეთ ესპანეთში, ავტონომიური გაერთიანების, კატალონიის სამხრეთ ნაწილში. მას ესაზღვრება შემდეგი პროვინციები: კასტელონი, ტურუელი, სარაგოსა, ლერიდა და ბარსელონა. ასევე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.
პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 631,156 კაცს (2002 წლის მონაცემებით), რომლის დაახლ. ერთი მეხუთედი ცხოვრობს მის დედაქალაქ ტარაგონაში. პროვინციაში არის 183 მუნიციპალიტეტი.
|
|