შინაარსზე გადასვლა

ალბასეტეს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბასეტეს მდებარეობა ესპანეთში

ალბასეტე (ესპ. Albacete) — პროვინცია ცენტრალურ ესპანეთში, კასტილია-ლა-მანჩის სამხრეთ ნაწილში. მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: გრანადა, მურსია, ალიკანტე, ვალენსია, კუენკა, სიუდად-რეალი და ხაენი.

ალბასეტეს მოსახლეობა შეადგენს 387 658 ადამიანს (2006 წლის მონაცემებით). მისი დედაქალაქია ალბასეტე. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია (10 000-ზე მეტი მცხოვრებით): ელინი, ალმანსა, ვილიარობლედო, ლა-როდა, კაუდეტე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]