ამადეო IX სავოიელი
ამადეო IX სავოიელი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 იანვარი, 1465 |
მმართ. დასასრული: | 30 მარტი, 1472 |
წინამორბედი: | ლუდოვიკო |
მემკვიდრე: | ფილიბერტო I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 თებერვალი, 1435 |
გარდ. თარიღი: | 30 მარტი, 1472, (37 წლის) |
მეუღლე: | იოლანდ დე ვალუა |
შვილები: |
ფილიბერტო I, სავოიის ჰერცოგი კარლო I, სავოიის ჰერცოგი |
დინასტია: | სავოიელები |
მამა: | ლუდოვიკო, სავოიის ჰერცოგი |
დედა: | ანა კვიპროსელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ამადეო IX სავოიელი (იტალ. Amadeo IX di Savoia), მეტსახელად ბედნიერი (იტალ. il Beato; დ. 1 თებერვალი, 1435, ტონონ-ლე-ბენი, საფრანგეთი — გ. 30 მარტი, 1472, ვერჩელი, ვიტალია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგი 1465-1472 წლებში. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის სიძე და მეფე ლუი XI-ის ცოლისძმა. სავოიის ორი ჰერცოგის: ფილიბერტო I-ისა და კარლო I-ის მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამადეო სავოიელი დაიბადა 1435 წლის 1 თებერვალს. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ლუდოვიკოსა და მისი მეუღლის, პრინცესა ანა კვიპროსელის უფროსი ვაჟი. დედის მხრიდან იგი იყო კვიპროსის მეფე იანუსისა და დედოფალ შარლოტ დე ბურბონის შვილიშვილი. მისი მრავალი დედმამიშვილიდან აღსანიშნავნი არიან საფრანგეთის დედოფალი შარლოტა (ლუი XI-ის ცოლი) და მილანის ჰერცოგინია ბონა (გალეაცო მარია სფორცას ცოლი). საფრანგეთთან არსებული ალიანსის კიდევ უფრო განსამტკიცებლად 1452 წელს ამადეომ ცოლად შეირთო მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის ასული იოლანდ დე ვალუა, ლუი XI-ის უმცროსი და.
ამ პერიოდისათვის საფრანგეთი და საღვთო რომის იმპერია ერთმანეთს აქტიურად ებრძოდა ალპებზე მნიშვნელოვანი გადასასვლელებს დაპატრონებული სავოიისათვის, მისი ჰერცოგების პრო-ფრანგული პოლიტიკა კი გერმანელებს აღიზიანებდა. მხარდაჭერისა და გასასვლელების დათმობის სანაცვლოდ ლუი XI-მ თავის ცოლისძმა ამადეო IX-ს, რომელმაც 1465 წელს დაიკავა საჰერცოგოს ტახტი, იმპერატორისაგან თავის დასაცავად დიდი ჯარები გაუგზავნა, რომელიც ახალმა ჰერცოგმა ტურინსა და სხვა მნიშნველოვან ციხე-ქალაქებში განალაგა.
ცნობილია, რომ ამადეო IX მანუსკრიპტების დიდი კოლექციონერი იყო და ასევე დიდად უფრთხილდებოდა პაპის, ამადეო VIII-ის დანატოვარ ბიბლიოთეკას. მიუხედავად განათლებულობისა, მას საერთოდ არ აინტერესებდა დაბალი ფენების მდგომარეობა, რის გამოც მისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში სავოიაში საგრძნობლად იმატა კრიმინალმა, შიმშილმა და უსახლკარობამ.
1471 წელს იგი საფრანგეთში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად, დაბრუნებიდან მალევე, 1472 წლის 30 მარტს, იგი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა დაიკავა.
1677 წლის 3 მარტს რომის პაპმა ინოკენტი IX-მ ამადეო კათოლიკური ეკლესიის წმინდანად გამოაცხადინა და მისი ბეატიფიკაცია მოახდინა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამადეოს თავის ცოლ იოლანდასთან სულ ათი შვილი ჰყავდა:
- ლუიჯი (1453);
- ანა (1455-1480), ცოლად გაჰყვა ალმატურის პრინც ფედერიკო ნეაპოლელს;
- კარლო (1456-1471), პიემონტის პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- მარია (1460-1511), ცოლად გაჰყვა ჰახბერგ-სოიზენბერგის მთავარ ფილიპეს;
- ლუიზა (1461-1503), ცოლად გაჰყვა შალონის პრინც უგოს, დაქვრივების შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა;
- ფილიბერტო I (1465-1482), სავოიის ჰერცოგი 1472-1482 წლებში. ცოლად შეირთო ბიანკა მარია სფორცა, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;
- ბერნარდო (1467);
- კარლო I (1468-1490), სავოიის ჰერცოგი 1482-1490 წლებში. ცოლად შეირთო ბიანკა მონფერატელი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
- ჯაკომო (1470-1485), ჟენევუას გრაფი, გარდაიცვა აუცოლშვილოდ;
- კლაუდიო (1472);
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Heribert Müller: Amadeus VIII., Hzg. v. Savoyen. In: Walter Kasper (Hrsg.): Lexikon für Theologie und Kirche. 3. Auflage. Band 1. Herder, Freiburg im Breisgau 1993.
- Rhein-Zeitung (Tageszeitung) vom 30. März 2007, Seite 30.
|