კარლო I სავოიელი
კარლო I სავოიელი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 სექტემბერი, 1482 |
მმართ. დასასრული: | 13 მარტი, 1490 |
წინამორბედი: | ფილიბერტო I |
მემკვიდრე: | კარლო II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 მარტი, 1468 |
გარდ. თარიღი: | 13 მარტი, 1490, (21 წლის) |
მეუღლე: | ბიანკა მონფერატელი |
შვილები: |
იოლანდა, სავოიის ჰერცოგინია კარლო II, სავოიის ჰერცოგი |
დინასტია: | სავოიელები |
მამა: | ამადეო IX, სავოიის ჰერცოგი |
დედა: | იოლანდ დე ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კარლო I სავოიელი (იტალ. Carlo I di Savoia), მეტსახელად მებრძოლი (იტალ. il Guerriero; დ. 28 მარტი, 1468, კარინიანო, იტალია — გ. 13 მარტი, 1490, პინეროლო, იტალია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგი 1482-1490 წლებში. ჰერცოგ ამადეო IX-ისა და იოლანდ დე ვალუას უმცროსი ვაჟი. ჰერცოგ კარლო II-ის მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლო სავოიელი დაიბადა 1468 წლის 28 მარტს პიემონტურ ქალაქ კარინიანოში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ამადეო IX-ისა და მისი მეუღლის, იოლანდ დე ვალუას ვაჟი. დედის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის შვილიშვილი იყო, ხოლო მამის მხრიდან — კვიპროსის მეფე იანუსისა და დედოფალ შარლოტ დე ბურბონისა.
მამამისი 1472 წელს გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი კარლოს უფროსმა ძმამ, ფილიბერტო I-მა დაიკავა. ამ ამბიდან ათ წელიწადში ფილიბერტო უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც 1482 წლიდან ჰერცოგი კარლო I გახდა, რომელმაც 1485 წლის 1 აპრილს ცოლად შეირთო ბიანკა მონფერატელი (1472-1519), მონფერატის მარკიზ გულიელმო VIII-ისა და ელიზაბეტა სფორცას ქალიშვილი.
მას შემდეგ, რაც 1487 წელს კვიპროსის დედოფალი შარლოტა უშვილოდ აღესრულა და კვიპროსის სამეფო ვენეციას მიუერთდა, კარლო I გახდა კვიპროსის, იერუსალიმისა და კილიკიის სომეხთა ტიტულარული მეფე, როგორც მეფე იანუსის პირდაპირი შთამომავალი დედის ხაზით. ეს ოფიციალური წოდებები დღემდე აქვთ შენარჩუნებული სავოიელთა საგვარეულოს, ცხადია, მხოლოდ ტიტულარულად.
კარლო I გარდაიცვალა 1490 წლის 13 მარტს პინეროლოში, 21 წლის ასაკში, ტახტი კი მისმა ჩვილმა ვაჟმა, კარლო II-მ დაიკავა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლოს თავის ცოლ ბიანკასთან სულ ორი შვილი ჰყავდა:
- იოლანდა ლუიზა (1487-1499), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ჰერცოგ ფილიბერტო II-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- კარლო II (1489-1496), სავოიის ჰერცოგი 1490-96 წლებში. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- François-Charles Uginet, CARLO I, duca di Savoia, in Dizionario biografico degli italiani, vol. 20, Roma, Istituto dell'Enciclopedia Italiana,
|