ბეატიფიკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოანე პავლე II-მ უფრო მეტი ადამიანის ბეატიფიკაცია მოახდინა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა ერთად უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში, ხოლო მისი ბეატიფიკაცია გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ შედგა, 2011 წელს.

ბეატიფიკაცია, ნეტარად შერაცხვა (ლათ. beatificatio) — აქტი, რომლითაც პაპი ნებას რთავს, რომ „ღმრთის მსახური“ საჯაროდ იქნეს პატივდებული ნეტარის წოდებით. ნეტარად შერაცხვა ოფიციალურად სრულდება კანონიკური პროცესის შემდეგ, რომელიც პიროვნების სათნოებათა გმირულობასა და მის მიერ მოხდენილ სასწაულთა უტყუარობას ადასტურებს. ყველა შემთხვევაში, საუბარია კულტზე, რომელიც შემოფარგლულია განსაზღვრული ტერიტორიით ან სამოწესეო საკრებულოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]