შარლოტ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარლოტ დე ბურბონი
Charlotte de Bourbon
Janus of Cyprus CharlotteVendome.jpg
კვიპროსის, კილიკიის სომხეთისა და იერუსალიმის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 25 აგვისტო, 1411
მმართ. დასასრული: 15 იანვარი, 1422
წინამორბედი: ანგლესია ვისკონტი
მემკვიდრე: ამადეა პალეოლოგინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1388
დაბ. ადგილი: ბურბონე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 15 იანვარი, 1422, (34 წლის)
გარდ. ადგილი: ნიქოზია, კვიპროსი
მეუღლე: იანი, კვიპროსის მეფე
შვილები: ჟაკი
ჟან II, კვიპროსის მეფე
ანა, სავოიის ჰერცოგინია
მარი
დინასტია: ბურბონები
მამა: ჟან I, ლა მარშის გრაფი
დედა: კატრინ ვენდომელი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლოტ დე ბურბონი (ფრანგ. Charlotte de Bourbon, ბერძ. Καρλόττα των Βουρβόνων; დ. 1388 — გ. 15 იანვარი, 1422) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ლა მარშის გრაფ ჟან I-ისა და კატრინ ვენდომელის ქალიშვილი. კვიპროსის, სომხეთისა და იერუსალიმის დედოფალი 1411-22 წლებში როგორც იან I-ის მეუღლე. მათი საერთო მრავალი შვილიდან აღსაღნიშნავია კვიპროსის მეფე იან II და სავოიის ჰერცოგინია ანა კვიპროსელი, რომლის ქალიშვილი, შარლოტა სავოიელი შემდგომში საფრანგეთის დედოფალი გახდა. თავისი მმართველობის პერიოდში, ნიქოზიის სამეფო კარზე უამრავი ფრანგული წეს-ჩვეულება დაამკვიდრა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტი დაიბადა 1388 წელს საფრანგეთში. იგი იყო ლა მარშის გრაფ ჟან I-ისა და მისი ცოლის, კატრინ ვენდომელის მეშვიდე შვილი. მას სამი უფროსი ძმა და სამი უფოსი და ჰყავდა, რომლების იყვნენ: ლა მარშის გრაფი ჟაკ II, ვენდომის გრაფი ლუი I, კრესის ლორდი ჟანი, მონტპენსიერის ჰერცოგინია ანა, ბრენკურის ბარონესა მარი და იზაბელი. მას ასევე ჰყავდა უკანონო ნახევარ-ძმა, რომელიც მამამისს საყვარლისგან ჰყავდა.

მამის მხრიდან შარლოტის ბებია-ბაბუა იყვნენ ლა მარშის გრაფი ჟაკ I და ჟანა დე შატილონი, ხოლო დედის ხაზით ვენდომის გრაფი ჟან VI და ჟანა დე პუატიე.

კვიპროსის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1411 წლის 25 აგვისტოს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიას წმინდა სოფიას კათედრალში შარლოტი დაქორწინდა კვიპროსის, სომხეთისა და იერუსალიმის მეფე იან I-ზე, რომელიც იყო მეფე ჟაკ I-ისა და ჰელვის ბრაუნშვაიგელის ვაჟი. იანისა და შარლოტის მარიონეტული ქორწინება 1409 წლის 2 აგვისტოს შედგა საფრანგეთის ქალაქ მელუნში. საქორწინო კონტრაქტი 1409 წლის 10 აგვისტოს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, შარლოტი ჯერ პარიზიდან ვენეციაში უნდა ჩასულიყო, იქიდან კი გემით გაემგზავრებოდა კვიპროსში.

იანისათვის ეს მეორე ქორწინება იყო. თავდაპირველად იგი დაქორწინებული იყო მილანის ჰერცოგის ასულ ანგლესია ვისკონტზე, რომელიც ისე გარდაიცვალა, რომ მას შვილები ვერ გაუჩინა, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ იანმა შარლოტი შერითო ცოლად.

ცნობილია, რომ დედოფალმა შარლოტამ ნიქოზიის სამეფო კარზე ჩაიტანა და დაამკვიდრა უამრავი ფრანგული წეს-ჩვეულება. ასევე მის სახელს მიეწერება კვიპროსის სამეფოში ფრანგების გავლენების ზრდა და იქ ფრანგული კულტურის გავრცელება.

მართალია იანს მისთვის არ უღალატია, თუმცა ქორწინებამდე საყვარლებთან უკვე ჰყავდა უკანონო შვილები.

შარლოტი გარდაიცვალა 1422 წლის 15 იანვარს. იგი შავი ჭირის ეპიდემიას ემსხვერპლა. იგი დაკრძალულია ნიქოზიის წმინდა დომინიკის სახელობის კათედრალში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტსა და იანს ერთად ექვსი შვილი ჰყავდათ:

  1. ჟაკი (1416), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. იან II (1414-1458), კვიპროსის, სომხეთისა და იერუსალიმის მეფე, ცოლად შეირთო ამადეა პალეოლოგინა, რომელთანაც შეეძინა კვიპროსის დედოფალი შარლოტა, ხოლო თავის საყვარელთან, მარიეტა ბერძენთან ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი, რომელიც შემდგომში კვიპროსის მეფე გახდა;
  3. უსახელო ტყუპისცალი (1415), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. უსახელო ტყუპისცალი (1415), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. ანა (1418-1462), ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ ლუდოვიკოს, რომელთანაც შეეძინა ცხრამეტი ჩვილი;
  6. მარი (?-1437), დანიშნული იყო ბეჟოს ლორდ ფილიპ დე ბურბონზე, თუმცა ქორწინებამდე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Andrée Giselle Simard, The Manuscript Torino J.II.9: A Late Medieval Perspective on Musical Life and Culture at the Court of the Lusignan Kings at Nicosia, pp.35-36, December 2005, retrieved on 15 June 2009.
  • Charles Cawley, Medieval Lands, Kings of Cyprus.