შინაარსზე გადასვლა

აკადემიკოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი

აკადემიკოსი (ლათ. academicus) — აკადემიური წოდება საქართველოსა და საზღვარგარეთის რიგ ქვეყნებში. აკადემიკოსი არის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. აკადემიკოსებს ირჩევენ შესაბამისი აკადემიების საერთო კრებაზე, როგორც წესი წევრ-კორესპონდენტთა სიიდან (საპატიო და უცხოელი აკადემიკოსების გამოკლებით). ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ მხოლოდ საკუთრივ აკადემიკოსებს. აკადემიკოსი მუდმივი წოდებაა.

მეცნიერებათა აკადემია, მეცნიერებაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში შეტანილი შთამბეჭდავი და დამსახურებული ღვაწლისათვის ამა თუ იმ კონკრეტულ მოღვაწეს ანიჭებს საპატიო აკადემიკოსის წოდებას. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგ სხვა ქვეყანაში, აკადემიკოსს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში და რომელიც საბოლოოდ პენსიაზე გავიდა ენიჭება წოდება „emeritus“ (დამსახურებული).[1]

აკადემიკოსების წოდება მრავალ ქვექანაში არსებობს, მ.შ. საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ბულგარეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მოლდოვაში, უნგრეთში, რუმინეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, სერბეთში, სლოვენიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ტაჯიკეთსა და ჩინეთში.

რევოლუციამდელ რუსეთში აკადემიკოსის წოდება ენიჭებოდათ, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების გარდა, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პროფესორებს, მხატვრებს. საპატიო აკადემიკოსისა - პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სიტყვაკაზმული მწერლობის განყოფილების წევრებად არჩეულ მწერლებს.

აკადემიკოსებს უწოდებდნენ პლატონის აკადემიის ფილოსოფოსებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]