Waiting (Porcupine Tree-ს სიმღერა)
„Waiting“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Porcupine Tree | ||||
ალბომიდან Signify | ||||
B-მხარე |
„The Sound of No-One Listening“ „Colourflow In Mind“ „Fuse the Sky“ „Rainy Taxi“ | |||
გამოსვლის თარიღი | მაისი 1996 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა |
19:06 (CD) 19:18 (12" გრამფირფიტა) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Delerium | |||
Porcupine Tree — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Waiting“ — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს სადებიუტო სინგლი, გამოცემული 1996 წლის მაისში. იგი გამოვიდა ორ ფორმატში - როგორც უბრალო CD და 12" გრამფირფიტა. ამ პერიოდში სინგლი წარმოადგენდა ალბომს Signify-ს პრომო კამპანიის ნაწილს. სიმღერა ორ ნაწილად იყოფა. მეორე ნაწილია მთლიანად ინსტრუმენტულია.
„Waiting“ ჯგუფის პირველ სინგლად ხანგრძლივობის გამო ითვლება, ვინაიდან Voyage 34 და Voyage 34: Remixes წარმოადგენენ დაახლოებით 30 და 40 წუთის ხანგრძლივობის ჩანაწერებს, რომლებიც უფრო მეტად EP ფორმატში ექცევიან.
სიმღერა მოხვდა ბრიტანეთის ინდი-ჩარტში და წარმატება იქონია ევროპაში.
„Waiting (Phase Two)“ შევიდა პოლ სპურიეს ფილმში ანდერგრაუნდი, თუმცა ტიტრებში შეცდომით არის მითითებული „Waiting (Phase One)“.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]CD ვერსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Waiting (Phase One) - 4:27
- Waiting (Phase Two) - 6:19
- The Sound of No-One Listening - 8:20
12" გრამფირფიტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მხარე A
- Waiting (Phase One) 4:27
- Waiting (Phase Two) 6:25
- მხარე B
- Colourflow In Mind 3:52
- Fuse the Sky 4:34
პრომო CD
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Waiting (Phase One) - 4:27
- Waiting (Phase Two) - 6:19
- Rainy Taxi - 6:45
C+S-ის მიერ 3 სიმღერიანი დისკის რამდენიმე ასეული ასლი დაიბეჭდა, როდესაც კომპანია აპირებდა Signify-ს გამოშვებას. მესამე სიმღერა აღებული მინი EP-დან Staircase Infinities.[1]
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„Waiting (Phase One)“ და „Waiting (Phase Two)“ გამოვიდა ალბომზე Signify. „The Sound Of No-One Listening“, „Colourflow In Mind“ and „Fuse The Sky“ მოგვიანებით შეტანილი იქნა კრებულში Stars Die (აქედან პირველი რემიქსის სახით გამოიცა).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Internet Archive Wayback Machine. Web.archive.org (2000-09-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-09-15. ციტირების თარიღი: 2012-03-13.
|