შინაარსზე გადასვლა

The Delerium Years 1991–1993

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Delerium Years 1991–1993
ბოქს-სეტი
გამოცემის თარიღი 24 იანვარი 2017
ჩაიწერა 1991–1993
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, პროგრესული როკი
ლეიბლი Kscope
პროდიუსერი სტივენ უილსონი
Porcupine Tree — ქრონოლოგია
Octane Twisted
(2012)
The Delerium Years 1991–1993
(2017)
The Sound of No One Listening
(2020)

The Delerium Years 1991–1993 — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს ბოქს-სეტი, გამოცემული 2017 წლის 24 იანვარს. მასში შეტანილია მასალა ჯგუფის პირველი ორი სტუდიური ალბომიდან On the Sunday of Life... და Up the Downstair, EP Staircase Infinities, საარქივო ჩანაწერების ალბომი Yellow Hedgerow Dreamscape და ორი EP, რომელიც შეადგენს კომპილაციას Voyage 34: The Complete Trip[1]

ბოქს-სეტში შეტანილი ყველა ჩანაწერი წარმოდგენილია 180 გრამიან გრამფირფიტებზე. Yellow Hedgerow Dreamscape და On the Sunday of Life... შეიცავენ იგივე რემასტერებს, რაც შეტანილია შესაბამისი ალბომების უკანასკნელ CD გამოცემებში - ყველა ჩანაწერი აღდგენილია ორიგინალური ანალოგური ფირებიდან. სხვა ჩანაწერები სპეციალურად მომზადდა რემასტერების სახით ამ ბოქს-სეტისთვის. Voyage 34-ში შეტანილია „Phase IV“-ის სრული ვერსია, მანამდე გამოცემული მხოლოდ 12" დუიმიან სინგლზე.

გამოცემას ახლავს წიგნი, რომელშიც შეტანილია შესაბამისი პერიოდის დოკუმენტური მასალა - სხვადასხვა ჩანაწერი და ფოტოსურათი, ბიოგრაფიული ანოტაციები და ვრცელი ინტერვიუ ჯგუფის ლიდერ სტივენ უილსონთან. წიგნის დიზაინი შეიმუშავეს ლასე ჰოილემ და კარლ გლოვერმა.