Porcupine Tree-ს დისკოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Porcupine Tree-ს დისკოგრაფია
სტუდიური ალბომები 10
საკონცერტო ალბომები 5
სინგლები 9

აქ წარმოდგენილია ინგლისურ ჯგუფ Porcupine Tree-ს ოფიციალური დისკოგრაფია. მას გამოცემული აქვს 10 ძირითადი სტუდიური ალბომი, ისევე, როგორც მრავალი EP, შეზღუდული ტირაჟით გამოსული დისკები და სხვა მასალა.

იმ დროისთვის, როდესაც სტივენ უილსონი Delerium-თან კონტრაქტს აფორმებდა, იგი უკვე ფლობდა 1980-იან წლებში ჩაწერილი მასალის დიდ ნაწილს, რომელიც გამოცემული ჰქონდა სამ დემო-კასეტაზე - Tarquin's Seaweed Farm, Love, Death & Mussolini და The Nostalgia Factory. კასეტების ასლები მან გაუგზავნა ყველას, ვინც მისი აზრით, დაინტერესდებოდა ამ ჩანაწერებით და სთხოვდა მათ გავრცელებას. Delerium თავდაპირველად ამ მასალის სადებიუტო ალბომის სახით გამოცემას აპირებდა, მაგრამ უილსონმა სთხოვა, აერჩიათ სიმღერები, რომლებსაც თავად საუკეთესო ჩანაწერებად თვლიდა. ისინი, მასტერინგის შემდეგ, შეტანილი იქნა Porcupine Tree-ს პირველ ოფიციალურ ალბომში On the Sunday of Life... (1991); ყველა დარჩენილი სიმღერა მოხვდა მოგვიანებით გამოცემულ კრებულში Yellow Hedgerow Dreamscape (1994).

რიჩარდ ბარბიერი და კოლინ ედვინი სტივენ უილსონს შეხვდნენ რამდენიმე სიმღერაზე სამუშაოდ. დაგროვებული იყო მრავალი სიმღერა, რომელიც ორმაგ ალბომსაც სეადგენდა, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი მოხვდა სინგლში „Voyage 34“ (1992), ალბომის გამოცემამდე, რასაც მოჰყვა „Voyage 34: Remixes“ (1993). მასალის დანარჩენი ნაწილი შეტანილი იქნა EP-ზე Staircase Infinities (1994). შემდეგი სტუდიური ალბომისთვის Up the Downstair (1993), რომელსაც Melody Maker-მა „ფსიქოდელიური შედევრი“ უწოდა, მოხვდა 10 სიმღერა. 1993 წლის ბოლოს კონცერტებზე ჯგუფს შეუერთდა კრის მეიტლენდი. მოგვიანებით მან ჯგუფის მესამე ალბომისთვის The Sky Moves Sideways (1995) ჩაწერა დასარტყმელი საკრავებისა და პერკუსიის პარტიები. ამ ალბომის შემდეგ კოლექტივს „1990-იანი წლების პინკ ფლოიდი“ უწოდეს. სრული ჯგუფის სახით Porcupine Tree არ ჩაწერილა 1996 წლის Signify-მდე. მასში შეტანილი იყო უფრო მოკლე კომპოზიციები, ვიდრე წინა ალბომებზე.

შემდეგი ალბომის გამოცემა სამი წლით გადაიდო, ვინაიდან ჯგუფი ეძებდა ლეიბლს, Delerium-თან კონტრაქტის ამოწურვის გამო. ამასობაში, 1998 წელს გამოვიდა Metanoia, Signify-ს სესიების დროს ჩაწერილი იმპროვიზაციების კრებული, რომელთა ნაწილი მოგვიანებით სიმღერებად ჩამოყალიბდა. Snapper/K-Scope-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 1999 წელს გამოვიდა ალბომი Stupid Dream. სტილისტურად იგი განსხვავებოდა ყველა ნაწილი ნამუშევრისგან, შეიცავდა უფრო მეტი რაოდენობის სიმღერებს. შემდეგი ალბომი, Lightbulb Sun (2000) წინა დისკის ტრადიციებს აგრძელებდა. იგი ჩაიწერა ჯგუფ XTC-ის წევრ დეივ გრეგორის მონაწილეობით, რომლებმაც სიმებიანი ორკესტრის არანჟირებაზე იმუშავა. EP სიმღერების და წინა ორი ალბომის დუბლების კრებული გამოვიდა დისკის Recordings (2001) სახით.

In Absentia (2002) იქცა ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუსევრად, რომელიც მრავალი მოყვარულის საყვარელ დისკად იქცა. იგი ევროპულ ქვეყნებში ჩარტებში მოხვდა და გამოცემიდან ერთი წლის მანძილზე 100.000-ზე მეტი ასლის ოდენობით იქნა გაყიდული.[1] Deadwing (2005) ბილბორდ 200-ში #132 პოზიციაზე მოხვდა.[2] (რაც იყო მათი ბილბორდის ჩარტში პირველი გამოჩენა). Sound & Vision-მა, აშშ-ს ყველაზე ფართოდ გავრცელებულმა ჟურნალმა, რომელიც ეძღვნება ელექტრონული ტექნიკისა და გართობის საშუალებების თემას, ალბომი 2005 წელს #2 პოზიციაზე დაასახელა.

შემდეგი ალბომი, Fear of a Blank Planet (2007), ბილბორდის ჩარტში პირველად #59 ადგილზე მოხვდა.[3] ჟურნალმა Classic Rock მას იმავე წელს საკუთარ დაჯილდოებაზე „წლის ალბომის“ სტატუსი მიანიჭა.[4] იგი აგრეთვე ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე საუკეთესო მოცულობითი ჟღერადობის ალბომის კატეგორიაში. [5] მასზე მუშაობისას ჯგუფი თანამშრომლობდა Rush-ის გიტარისტ ალექს ლაიფსონთან და კინგ კრიმსონის რობერტ ფრიპთან.

2007 წლის სექტემბერში გამოვიდა EP Nil Recurring, ოთხი სიმღერით, რომელიც არ შევიდა ალბომში Fear of a Blank Planet. იგი გამოვიდა ჯგუფის საკუთარ ლეიბლზე Transmission, მაგრამ ჯგუფის კუთვნილ ინტერნეტ-მაღაზია Burning Shed-ში მისი 5000 ასლი მალე გაიყიდა და Porcupine Tree-მ უფრო მეტი დაბეჭდა. 2008 წლის 18 თებერვალს Peaceville Records-ზე გამოვიდა მისი ხელახალი გამოცემაც. [6]

მაღაზიაში Park Avenue CDs (ორლანდო, ფლორიდა) 2007 წლის 4 ოქტომბერს ჯგუფმა გამართა კონცერტი და მისი ჩანაწერი CD-ზე მოგვიანებით გამოვიდა სათაურით We Lost The Skyline.[7] ეს სათაური წარმოადგენს სიმღერის "The Sky Moves Sideways (Phase One)" ტექსტის ციტირებას. 2008 წლის 21 მარტს იგი გრამფირფიტაც გამოიცა.[8] ის არის ჯგუფის პირველი აკუსტიკური საკონცერტო ჩანაწერი, რომელიც ჯგუფმა ოფიციალურად გამოუშვა.

ტურნეს Fear of a Blank Planet მსვლელობისას ჩაწერილი Ilosaarirock გამოვიდა 2009 წლის მარტში. იგი ჩაიწერა ფესტივალზე Ilosaarirock, 2007 წლის 14 ივლისს. თუმცა იგი მხოლოდ Blank Planet-ის ბილეთების კლუბის წევრებმა მიიღეს.

2009 წლის 15 სექტემბერს გამოვიდა ჯგუფის მეათე სტუდიური ალბომი The Incident და იქცა Porcupine Tree-ს მსოფლიო ჩარტებში ყველაზე წარმატებულ ალბომად.

ტურნეს Fear of a Blank Planet კიდევ ერთი საკონცერტო ალბომი, Atlanta, გამოვიდა 2010 წლის ივნისს. მისი შემოსავალი ირიცხებოდა მიკ კერნის დასახმარებლად, რომელიც კიბოს ებრძოდა.[9]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დეტალები ჩარტი
ბრიტ
[10]
ფინ
[11]
საფ
[12]
გერ[13] იტა ნიდ
[14]
ნორ
[15]
შვედ
[16]
შვეიც
[17]
აშშ
[18]
ავსტ
[19]
პოლ
[20]
1991 On the Sunday of Life...
  • გამოიცა: ივლისი 1992
  • ლეიბლი: Delerium
  • ფორმატი: CD, 2 გრამფირფიტა
1993 Up the Downstair
  • გამოიცა: მაისი 1993
  • ლეიბლი: Delerium
  • ფორმატი: CD/LP, 2CD, 2 გრამფირფიტა
1995 The Sky Moves Sideways
  • გამოიცა: თებერვალი 1995
  • ლეიბლი: Delerium
  • ფორმატი: CD/გრამფირფიტა, 2CD, 3 გრამფირფიტა+7"
1996 Signify
  • გამოიცა: სექტემბერი 1996
  • ლეიბლი: Delerium
  • ფორმატი: CD/2 გრამფირფიტა, 2CD, 2 გრამფირფიტა, 2CD
1999 Stupid Dream
  • გამოიცა: მარტი 1999
  • ლეიბლი: KScope/Snapper
  • ფორმატი: CD, CD+DVDA, 2 გრამფირფიტა
2000 Lightbulb Sun
  • გამოიცა: მაისი 2000
  • ლეიბლი: KScope/Snapper
  • ფორმატი: CD, 2CD, CD+DVDA
161 [21]
2002 In Absentia
  • გამოიცა: სექტემბერი 2002
  • ლეიბლი:Lava/Atlantic
  • ფორმატი: CD, 2CD, DVDA
143 64 47
2005 Deadwing
  • გამოიცა: მარტი 2005
  • ლეიბლი: Lava/Atlantic
  • ფორმატი: CD, 2 გრამფირფიტა, CD+DVDV, DVDA, 2CD
113 100 52 56 26 132 9
2007 Fear of a Blank Planet[22]
  • გამოიცა: აპრილი 2007
  • ლეიბლი: Roadrunner/Atlantic
  • ფორმატი: CD, CD+DVDV, 2 გრამფირფიტა, DVDA
31 16 70 20 34 13 34 38 41 59 11
2009 The Incident[23]
  • გამოიცა: სექტემბერი 2009
  • ლეიბლი: Roadrunner/WHD
  • ფორმატი: 2CD, 2CD+DVDV, გრამფირფიტა, DVDA
23 11 35 17 35 5 19 23 20 25 35 5
"—" აღნიშნავს გამოცემას, რომელიც ჩარტში არ მოხვედრილა.

საკონცერტო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დეტალები ჩარტი
ბრიტ
[24]
შვეიც
[17]
ნიდ
[14]
გერ
[13]
1997 Coma Divine – Recorded Live in Rome
  • გამოიცა: ოქტომბერი 1997
  • ლეიბლი: Delerium, Headspin, Snapper, Kscope
  • ფორმატები: CD, 2 CD, 3 გრამფირფიტა და 7" სინგლი, 2 CD
2004 Warszawa
  • გამოიცა: თებერვალი 2004
  • ლეიბლი: Transmission, Snapper, Kscope
  • ფორმატები: CD
2006 Rockpalast
  • გამოიცა: ივლისი 2006
  • ლეიბლი: Burning Shed
  • ფორმატები: ჩამონატვირთი
2008 We Lost the Skyline
  • გამოიცა: თებერვალი 2008
  • ლეიბლი: Transmission, Tonefloat
  • ფორმატები: CD, გრამფირფიტა
2010 Atlanta
  • გამოიცა: ივნისი 2010
  • ლეიბლი: Burning Shed
  • ფორმატები: ჩამონატვირთი
2012 Octane Twisted
  • გამოიცა: ნოემბერი 2012
  • ლეიბლი: Kscope
  • ფორმატები: 2 CD + DVD
70 86 68 77
"—" აღნიშნავს გამოცემას, რომელიც ჩარტში არ მოხვედრილა.

კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი თარიღი ლეიბლი ფორმატი
Voyage 34: The Complete Trip აპრილი 2000
ოქტომბერი 2004
მაისი 2005
Delerium
Snapper
Headspin
Kscope
CD
გრამფირფიტა
Recordings მაისი 2001 KScope/Snapper CD
Stars Die: The Delerium Years 1991–1997 მარტი 2002
სექტემბერი 2005
Delerium/KScope
Snapper
CD
The Delerium Years 1991–1993 24 იანვარი 2017 Kscope გრამფირფიტა

EP-ები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური გამოცემის თარიღი ლეიბლი ფორმატი დეტალები
Moonloop ოქტომბერი 1994 Delerium CD/12" გრამფირფიტა აგრეთვე გამოიცა ლეიბლზე C+S Records (CS20242), აშშ-ში, როგორც Stars Die, სიმღერის "Always Never" დამატებით (ალბომიდან Up the Downstair).
Staircase Infinities დეკემბერი 1994
ოქტომბერი 1995
Lazy Eye
Blueprint
10"
CD
2005 წელს გამოიცა ალბომის Up the Downstair დამატებითი დისკის სახით.
Futile ივლისი 2003
ივლისი 2006
Lava
Burning Shed
CD
ჩამონატვირთი
Burning Shed-ის პირველი კომპოზიცია სინამდვილეში დაგეგმილი იყო, როგორც In Absentia-ს შესავალი და მანამდე გამოუცემელი იყო.
Nil Recurring სექტემბერი 2007
თებერვალი 2008
Transmission
Peaceville
CD
CD
EP ახლავს ალბომის Fear of a Blank Planet DVD-A და გრამფირფიტის გამოცემებს.

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური გამოცემის თარიღი ლეიბლი ფორმატი ჩარტები [25][26] დეტალები
Voyage 34 ნოემბერი 1992 Delerium CD/გრამფირფიტა 12
Voyage 34: Remixes ნოემბერი 1993 Delerium 12 გრამფირფიტა
Waiting მაისი 1996 Delerium 12 CD/გრამფირფიტა
Piano Lessons აპრილი 1999 KScope/Snapper CD/ 7 გრამფირფიტა ბრიტანეთი #164
Stranger by the Minute ოქტომბერი 1999 KScope/Snapper CD/7 გრამფირფიტა ბრიტანეთი #138 CD-ში, სიმღერის Piano Lessons მუსიკალური ვიდეოს გარდა, შეტანილია Macromedia ფორმატის პრეზენტაცია, რომელსაც ახლავს ჯგუფის ფოტოსურათები, ტექსტები, დისკოგრაფია და სხვა ინფორმაცია.
Pure Narcotic ნოემბერი 1999 KScope/Snapper CD/7 გრამფირფიტა ბრიტანეთი #175
Four Chords That Made a Million აპრილი 2000 KScope/Snapper CD/7 გრამფირფიტა ბრიტანეთი #95 შეზღუდული რაოდენობით გამოცემული CD 2000 ასლის ოდენობით გავრცელდა. მასში შეტანილია სასათაურო სიმღერა და Even Less-ის დემო.
Shesmovedon ივლისი 2000 KScope/Snapper CD/7 გრამფირფიტა ბრიტანეთი #93 შეზღუდული რაოდენობით გამოცემული CD 2000 ასლის ოდენობით გავრცელდა. მასში შეტანილია სასათაურო სიმღერა და Russia On Ice-ის დემო.
Lazarus მარტი 2005 Lava/Atlantic CD გერ #91 გამოვიდა მხოლოდ გერმანიასა და პოლონეთში.

ვიდეო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური გამოცემის თარიღი ლეიბლი დეტალები
Arriving Somewhere... სექტემბერი 2006 Snapper ტურნეს Deadwing სრული შოუ, გადაღებული ჩიკაგოში, 2005 წლის ოქტომბერში, ლასე ჰოილის მიერ. ხმის ჟღერადობა წარმოდგენილია სტერეო და 5.1 ჟღერადობით. აგრეთვე შეტანილია "Futile" და "Radioactive Toy" Rockpalast-იდან, Lazarus-ის პრომო ვიდეო, სიმღერები Start of Something Beautiful, Halo და Mother and Child Divided პროექციები, გევინ ჰარისონის Cymbal Song და ფოტო გალერეა.
Anesthetize აპრილი 2010 Kscope აპრილში გამოვიდა სპეციალური გამოცემა, ხოლო ჩვეულებრივი - მაისში. ვიდეო გადაღებული ტილბურგში (ნიდერლანდი), ორი საღამოს განმავლობაში, 2008 წლის ოქტომბერში, ტურნეს Fear of a Blank Planet დასასრულს. 130 წუთიან ფილმში შეტანილია ალბომის Fear of a Blank Planet სრული შესრულება და 11 დამატებითი კომპოციზია. რეჟისორია ლასე ჰოილი. ხმის ჟღერადობა წარმოდგენილია სტერეო და 5.1 ჟღერადობით.

სპეციალურს გამოცემას აქვს ქსოვილისგან დამზადებული მაგარი ყდა, 120 გვერდიანი წიგნით, რომელშიც შეტანილია უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე გადაღებული ჯგუფის ფოტოსურათები. წიგნს ახლავს DVD და ფილმის ვერსია Blu-Ray დისკის ფორმატში, ისევე, როგორც 2 CD კონცერტის ჩანაწერით და ერთი სიმღერით, რომელიც არ არის შეტანილი ვიდეოში. წიგნი და CD-ები არ არის შეტანილი ჩვეულებრივ გამოცემაში.

შეზღუდული გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაური გამოცემის თარიღი ლეიბლი ფორმატი დეტალები
Tarquin's Seaweed Farm 1989
1991
No Man's Land
Delerium
კასეტა სიმღერების ნაწილი გამოვიდა ალბომზე On the Sunday of Life... და შეზღუდულ CD-ზე Yellow Hedgerow Dreamscape. მიუხედავად ამისა, CD-სთის სიმღერები 3 და 4/5 მითითებული იქნა, როგორც "Third Eye Surfer" და "On the Sunday of Life...". "Mute"-ის ვერსია, წარმოდგენილი ამ ვერსიაში ადრეული მიქსია.
Love, Death & Mussolini 1990 No Man's Land კასეტა 40 წუთიანი ფირი, რომელიც მხოლოდ 10 ასლის ოდენობით იქნა გავრცელებული. 7 სიმღერა, შეტანილი მასში, მოხვდა The Nostalgia Factory-ში. გარდა ამისა, არის "Out" (მოგვიანებით შეტანილი Yellow Hedgerow Dreamscape-ში) და "It Will Rain for a Million Years", რომელიც სხვაგან არ არის ხელმისაწვდომი (განსხვავებული კომპოზიცია იგივე სათაურით არის On the Sunday of Life...-ში)
The Nostalgia Factory 1991 Delerium კასეტა სიმღერების ნაწილი გამოვიდა ალბომზე On the Sunday of Life... და შეზღუდულ CD-ზე Yellow Hedgerow Dreamscape. "Colours Dance Angels Kiss" და "Hokey Cokey" მოგვიანებით წარმოდგენილი იქნა შეცვლილი სათაურებით, "Track 11" და "Execution of the Will of the Marquis de Sade".

"The Nostalgia Factory" განსხვავდება On the Sunday of Life...-ში შეტანილი ვერსიისგან, ხოლო "Queen Quotes Crowley" და "This Long Silence" ერთი წუთით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე CD-ზე გამოცემული ვარიანტები. "Sinatra Rape Scene"-ის ვერსია შევიდა Up the Downstair-ში, როგორც "Monuments Burn into Moments".

Spiral Circus აპრილი 1994
თებერვალი 1997
Delerium
Chromatic
კასეტა
LP
ჩანაწერები აღებულია ჯგუფის პირველი საკონცერტო გამოსვლებიდან. ყველა სიმღერა ჩაწერილია ხმის პულტიდან, კასეტაზე ან DAT ფორმატში.
Yellow Hedgerow Dreamscape 1994
თებერვალი 2000
Magic Gnome
Gates of Dawn
CD
2 გრამფირფიტა
"The Cross", შეტანილი ორიგინალურ CD-ზე, გრამფირფიტის ვერსიაში ჩანაცვლებულია 1987 წლის "Out"-ით. "Radioactive Toy" ვერსია ამ გამოცემაში იგივეა, რაც აუდიოკასეტაზე, განსხვავებით On the Sunday of Life...-ში შეტანილი ხელახალი და ვრცელი ვერსიისგან. "Mute" კასეტაზე ახალი მიქსის სახით არის წარმოდგენილი. "An Empty Box" კასეტაზე არ გამოცემულა, მაგრამ იმავე პერიოდის ჩანაწერია. გრამფირფიტის ვერსიაში შესწორებულია რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და რამდენიმე სიმღერის ჩაწერის თარიღად მითითებულია 1984 წელი.
Insignificance მარტი 1997 Delerium კასეტა 2003 წელს რემასტერის სახით გამოვიდა, როგორც Signify-ს დამატება.
Metanoia დეკემბერი 1998
დეკემბერი 2001
თებერვალი 2006
Chromatic
Delerium
Snapper
Kscope
2 10" გრამფირფიტა
CD
CD
Snapper-ის დიჯიპაკ გამოცემა-ში შეტანილია იგივე მასალა, რაც Delerium-ის ვარიანტში, მაგრამ უკვე რემასტერის სახით. Kscope-ის მიერ მოგვიანებით გამოცემული ვარიანტი წარმოადგენს სპეციალურ შეფუთვას.
Coma Divine II იანვარი 1999 Delerium CD ჩაწერილია Coma Divine რომში, 1997 წლის 26 და 27 მარტს. ვრცელდებოდა მხოლოდ Transmission-ის ხელმომწერთათვის, 1997 წელს.
Stars Die - Rare and Unreleased თებერვალი 1999 Rock Serwis კასეტა გამოვიდა მხოლოდ პოლონეთში.
Tonefloating : The Use of Ashes vs Steven Wilson თებერვალი 2000 Tonefloat 7" დაურიგდა Use of Ashes-ის/სტივენ უილსონის აკუსტიკურ კონცერტზე დამსწრე მსმენელებს, 2000 წლის 27 თებერვალს. არსებობს დაახლოებით 200 ასლი.
Transmission IV დეკემბერი 2001
მარტი 2006
ოქტომბერი 2006
Delerium
Delerium
Delerium
CD
12"
CD
2006 წლის გამოცემა ფან-კლუბის მიერ თავდაპირველად გამოცემულის სრული ასლია. ორიგინალური ვერსია გამოვიდა 2001 წელს, მხოლოდ 500 ასლის სახით. ხელახალი გამოცემის რემასტერი სტივენ უილსონს ეკუთვნის.
XM ივლისი 2003 Transmission CD პირველი გამოცემა ჯგუფის ლეიბლ Transmission-ზე.
Porcupine Tree Sampler 2005 მარტი 2005 Transmission CD
XMII ივნისი 2005 Transmission CD
We Lost the Skyline თებერვალი 2008
March 2008
Transmission
Tonefloat
CD
გრამფირფიტა
Porcupine Tree Sampler 2008 ოქტომბერი 2008 Transmission CD
Ilosaarirock მარტი 2009 Transmission CD ჩაწერილია ფესტივალზე Ilosaarirock (ფინეთი), 2007 წლის 14 ივლისს. შეტანილია ჯგუფის სრული გამოსვლა, აღებული ფინეთის რადიოს არქივიდან. დაურიგდა მხოლოდ კლუბის Residents of a Blank Planet წევრებს. სხვა სახით არ ვრცელდება

პრომო-დისკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Radio Active EP (1992)
  • Waiting (1996)
  • The Porcupine Tree Delerium EP (2001) - Delerium Records (EP 0016)
  • Porcupine Tree Sampler (2002) - Lava Records (STCD 300954-2)
  • Porcupine Tree Sampler 2002.1 (2002)
  • Porcupine Tree Sampler 2002.2 (2002)
  • Porcupine Tree Sampler 2002.3 (2002)
  • Blackest Eyes (2003)
  • Strip the Soul (2003)
  • The Sound of Muzak (2003)
  • Lava Records Pre-Cleared Songs for Film Vol. 1 (2003)
  • Shallow (2005)
  • Fear of a Blank Planet (2007)
  • Way Out of Here (2007) - Roadrunner Records (RR PROMO 1024)
  • Time Flies (2009) Roadrunner Records
  • Bonnie the Cat [27] (2010) Roadrunner Records

მუსიკალური ვიდეოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Innerviews-Pt
  2. Deadwing > Charts > Billboard.com - Artist Chart History - Porcupine Tree. Billboard.com (2005-05-14). ციტირების თარიღი: 2005-05-14.
  3. Billboard.com - Artist Chart History - Porcupine Tree. Billboard.com. ციტირების თარიღი: 2007-05-12.
  4. Classic Rock - Oh, what a night! (2007-11-06). ციტირების თარიღი: 2007-11-06.
  5. GRAMMY.com - 50th Annual GRAMMY Nominations List (2007-12-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-04. ციტირების თარიღი: 2007-12-06.
  6. The Seaweed Farm: Nil Recurring on Peaceville Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-19. ციტირების თარიღი: 2007-11-25.
  7. The Seaweed Farm: Nil Recurring and We Lost The Skyline released today!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-27. ციტირების თარიღი: 2008-02-18.
  8. The Seaweed Farm: We Lost The Skyline vinyl edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-22. ციტირების თარიღი: 2008-03-21.
  9. Porcupine Tree – Atlanta. ციტირების თარიღი: 2010-06-17.
  10. UK Charting History[მკვდარი ბმული], Searxh for: "Porcupine Tree"
  11. finnishcharts.com - Finnish charts portal. finnishcharts.com. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  12. lescharts.com - Les charts français. lescharts.com. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  13. 13.0 13.1 Die ganze Musik im Internet: Charts, Neuerscheinungen, Tickets, Genres, Genresuche, Genrelexikon, Künstler-Suche, Musik-Suche, Track-Suche, Ticket-Suche – musicline.de. musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 24 August 2013.
  14. 14.0 14.1 dutchcharts.nl - Dutch charts portal. dutchcharts.nl. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  15. norwegiancharts.com - Norwegian charts portal. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  16. swedishcharts.com - Swedish Charts portal. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  17. 17.0 17.1 Die Offizielle Schweizer Hitparade und Music Community. hitparade.ch. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  18. Porcupine Tree Album & Song Chart History. www.billboard.com. ციტირების თარიღი: 2009-09-07.
  19. Australian Charts portal. australian-charts.com. ციტირების თარიღი: 2009-09-11.
  20. Polish Charts portal. OLIS. ციტირების თარიღი: 2009-09-22.
  21. Zobbel.de
  22. Porcupine Tree - Fear Of A Blank Planet - Music Charts. acharts.us. ციტირების თარიღი: 2009-10-25.
  23. Porcupine Tree - The Incident - Music Charts. acharts.us. ციტირების თარიღი: 2009-10-25.
  24. http://www.zobbel.de/cluk/121201cluk.txt
  25. Chart Log UK: Rodney P. - The Pussycat Dolls. Zobbel.de. ციტირების თარიღი: 2012-01-11.
  26. Die ganze Musik im Internet: Charts, News, Neuerscheinungen, Tickets, Genres, Genresuche, Genrelexikon, Künstler-Suche, Musik-Suche, Track-Suche, Ticket-Suche. musicline.de (2005-03-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-30. ციტირების თარიღი: 2012-01-11.
  27. Steffen Hung. Porcupine Tree - Bonnie The Cat. charts.org.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2012-01-11.