The Nostalgia Factory, ქვესათაურით "...and other tips for amateur golfers" [1]— სტივენ უილსონის რიგით მეორე კასეტა, გამოცემული სახუმარო პროექტის ფარგლებში, მეგობარ მალკოლმ სტოქსთან ერთად. იგი გამოვიდა Porcupine Tree-ს სახელით, 1991 წელს, ლეიბლზე Delerium (Porcupine Tree-ს საიტზე მითითებულია 1990 წელი), შეზღუდული, 300 ასლიანი რაოდენობით. ისევე, როგორც წინამორბედი, Love, Death & Mussolini, მასში შეტანილი მასალა მოხვდა Porcupine Tree-ს პირველ სრულყოფილ სტუდიურ ალბომ On the Sunday of Life...-სა და კრებულში Yellow Hedgerow Dreamscape. რამდენიმე სიმღერას შეეცვალა სათაური, მათი ფრაგმენტები კი მოხვდა უფრო გვიანდელ ალბომებსა და საკონცერტო გამოსვლებში.