Recordings — ბრიტანულიპროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს კრებული, გამოცემული 2001 წლის მაისში. მასში შეტანილია b-მხარეები ალბომების Stupid Dream და Lightbulb Sun ხმისჩამწერი სესიებიდან. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის სიმღერა, "I Fail" და "Novak" ალბომში არ არის შეტანილი. პირველი აქედან იყო შეტანილი 1997 წლის Demo-ში, რომელიც წარმოადგენს ალბომის სიმღერების იშვიათი დემოების კოლექციას. მეორე მოხვდა სინგლში Shesmovedon. თავდაპირველად Recordings შეზღუდული რაოდენობით გამოიცა, მხოლოდ 20.000 ასლის სახით.[1]
ყველა სიმღერის ავტორი - სტივენ უილსონი, გარდა სიმღერებისა "Buying New Soul", "Untitled" და "Ambulance Chasing", რომლის ავტორებად ჯგუფის ოთხივე წევრია მითითებული.