ლასე ჰოილი
ლასე ჰოილი (Lasse Hoile, დ. 1973, ორჰუსი, დანია) — შერეული მედიის ფორმატში მოღვაწე ხელოვანი, ფოტოგრაფი, გრაფიკული დიზაინერი, მწერალი, რეჟისორი და ოპერატორი. მისი სტილი გამოირჩევა ძველებური ესთეტიკის თანამედროვესთან შერევით. ჰოილი უფრო მეტად ცნობილია სტივენ უილსონის, Porcupine Tree-ს და Blackfield-ის პროექტებში მონაწილეობით. იგი აგრეთვე აშშ პროგრესული-მეტალ ჯგუფ Dream Theater-ის პროექციების ავტორია. 1990-იან წლებში იგი იყო დანიური ჯგუფ Panzerchrist-ის ვოკალისტი. დღესდღეობით კვლავ მუშაობს მუსიკალურ ვიდეოებზე, პოსტერებსა და ჯგუფების ფოტოგრაფად.
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Outpost Fort Europa (1999/Serious)
- Six Seconds Kill (1996/Serious)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- ლასე ჰოილი Myspace-ზე დაარქივებული 2010-07-14 საიტზე Wayback Machine.
|