Lazarus (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Lazarus“
სინგლიPorcupine Tree
ალბომიდან Deadwing
გამოსვლის თარიღი მარტი, 2005
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:18 (CD)
3:55 (რადიოს ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Lava / Atlantic Records
ავტორ(ებ)ი სტივენ უილსონი, რიჩარდ ბარბიერი, კოლინ ედვინი, გევინ ჰარისონი
Porcupine Tree — სინგლების ქრონოლოგია
„Shallow“
(2005)
Lazarus
(2005)
„Fear of a Blank Planet“
(2007)

Lazarus“ (ქართ. ლაზარე) — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს სინგლი, გამოცემული 2005 წლის მარტში. სიმღერა შეტანილია ალბომში Deadwing. მისი ოფიციალური მუსიკალური ვიდეო გადაღებულია რეჟისორ ლასე ჰოილის მიერ. გერმანიაში სინგლი ჩარტში #91 პოზიციამდე ავიდა[1].

სოლო კარიერის წლებში ჯგუფის ლიდერი სტივენ უილსონი სიმღერას საკუთარ კონცერტებზე ასრულებდა. ხელახლა ჩაწერილი ვერსია შევიდა მის კომპილაციაში Transience.

სინგლში შეტანილი „So Called Friend“ და „Half-Light“ ჯგუფის კონცერტებზე სრულდებოდა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lazarus (რადიოს ვერსია) - 3:55 (უილსონი)
  2. So Called Friend - 4:48 (Porcupine Tree)
  3. Half-Light - 6:20 (უილსონი)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Porcupine Tree - Lazarus - Music Charts. αCharts.us. ციტირების თარიღი: 2007-01-21.