Trust Me
Trust Me | |
სეზონი 1, ეპიზოდი 4 | |
ეთერში გას. თარიღი | 8 აპრილი, 2013 |
სცენარის ავტორ(ებ)ი | კერი ერინი |
რეჟისორი | იოჰან რენკი |
ეპიზოდების გზამკვლევი | |
← წინა „What's Wrong With Norman“ |
შემდეგი → „Ocean View“ |
Trust Me — „ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონის მეოთხე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2013 წლის 8 აპრილს გავიდა.
მოკლე შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორმა მთელ რიგ უსიამოვნო მოვლენებს უმკლავდება, რა დროსაც მისი ეჭვები ქალაქის კონკრეტული მაცხოვრებლების მიმართ იზრდება.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როცა ნორმანი სარდაფში ჯიაოს იპოვის, გაიგონებს, რომ შელბი სახლში დაბრუნდა. ნორმანისთვის გაქცევის საშუალების მისაცემად დილანი, რომელიც ნორმანს უკან გაჰყვა, ზარს რეკავს და შელბის ყურადღებას გადაიტანს. მოგვიანებით დილანი ნორმანს სახლში შეჭრის შესახებ ეკითხება, თუმცა ნორმანი ამას უარყოფს. მომდევნო დღეს ის ემასთან მიდის. ემას მამა ამბობს, რომ ის ავადაა და უკან გაბრუნებულ ნორმანს ეუბნება, რომ ემას ის მოსწონს და ამის გამო წესიერად მოიქცეს; ნორმანი ამბობს, რომ ის წესიერად იქცევა. მოგვიანებით, ნორმანი ბრედლის შეხვდება, რომელიც მამის დაკარგვის გამო დამწუხრებულია, და მეგობრულად გაესაუბრება.
ნორმა შელბისთან ურთიერთობას აგრძელებს. ისინი ერთად დაწოლის შემდეგ მოტელის ოთახიდან გამოდიან, სადაც დილანი დახვდებათ. შელბი იგებს, რომ დილანი ნორმას შვილია. ნორმანი ნორმას ეუბნება, რომ შელბის სახლში ქამრის წამოსაღებად იყო მისული, როგორც თავად დაავალა. ნორმა პასუხობს, რომ ზოგჯერ ის ისეთ რამეებს ხედავს, რაც რეალური არ არის. როცა ნორმანი ამბობს, რომ მან დატყვევებული გოგონა აღმოაჩინა, ნორმა არ უჯერებს, თუმცა შელბის სახლში ყოფნისას სარდაფში ჩაიპარება, რათა საკუთარი თვალით ნახოს. სარდაფში არანაირი კვალი არაა. შელბის უნდა, რომ ნორმანი სათევზაოდ წაიყვანოს, თუმცა ნორმანი დედამისს ეუბნება, რომ წასვლა არ უნდა; ნორმა გაბრაზდება და მას წასვლას აიძულებს. შელბი ნორმანს ეუბნება, რომ ერთმანეთის ნდობის მოპოვება უნდა, რადგან მასზე და დედამისზე ზრუნვა სურს. მათი სათევზაო მოგზაურობა მალევე დასრულდება, რადგან შელბის კით სამერსის ხელის პოვნისას გამოიძახებენ.
ნორმას განყოფილებაში შეკითხვებს დაუსვამენ და მომხდართან ყველანაირ კავშირს უარყოფს. ის ღელავს, რომ მოტელის ძველ ხალიჩას იპოვნიან, რომელიც კით სამერსის ხელზე არსებულ ქსოვილს დაემთხვევა. ღამით ნორმანი დილანს მთელ ამბავს მოუყვება და ის დახმარებას დაჰპირდება. შედეგად ძმები ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან. დილანი ნორმანს დაარწმუნებს, რომ ბრედლის სახლში წავიდეს. ბრედლი ნორმანს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მძიმე დროს მის გვერდით იყო, რის შემდეგაც ისინი ერთად დაწვებიან. როცა ნორმა დილანისგან იგებს, რომ ნორმანი გოგოსთან ერთადაა, ძალიან განაწყენდება, რის შემდეგაც დილანი მას დაუპირისპირდება, ეუბნება, რომ იცის, რაც ჩაიდინა და ეს მისგან ნორმანის წაყვანის უფლებას აძლევს. ნორმა დილანს ფიზიკურად დაესხმება თავს. ამ დროს პოლიცია მოდის და ნორმას კით სამერსის მკვლელობისთვის აკავებს.
მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვერა ფარმიგა — ნორმა ბეიტსი
- ფრედი ჰაიმორი — ნორმან ბეიტსი
- მაქს ტირიოტი — დილან მასეტი
- ნიკოლა პელცი — ბრედლი მარტინი
მოწვევით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიანა ბანგი — ჯიაო
- ნესტორ კარბონელი — ალექს რომერო
- იენ ჰარტი — უილ დეკოდი
- მაიკ ფოგელი — ზაკ შელბი
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამ ეპიზოდს 2.30 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკის სახელწოდება | ავტორი |
---|---|
The A Team | ედ შირანი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ამანდა კონდოლოი. (9 აპრილი, 2013 წ.) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Wins Night + 'Teen Mom 2', 'MTV Movie Sneak Peek', 'Bates Motel' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-13. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2013 წ..
|