ედ შირანი
ედ შირანი | |
---|---|
![]() შირანი 2013 წელს. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ედვარდ კრისტოფერ შირანი |
დაბ. თარიღი | 17 თებერვალი, 1991 |
დაბ. ადგილი | ფრემლინგემი, საფოლკი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 2004–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები | |
ჯილდოები | ბრტიანეთის იმპერიის ორდენი და Grammy Award for Best Pop Solo Performance |
საიტი | edsheeran.com |
ედ შირანი ვიკისაწყობში |
ედვარდ „ედ“ კრისტოფერ შირანი (დ. 17 თებერვალი, 1991) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი. დაიბადა ჰალიფაქსში (დასავლეთი იორკშირი) და გაიზარდა ფრემლინგემში (სუფოლკი). გილფორდში 2009 წელს სწავლობდა თანამედროვე მუსიკის აკადემიაში.[4][5] 2011 წლის დასაწყისში გამოუშვა EP No. 5 Collaborations Project. ლეიბლ Asylum Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 2011 წლის 9 სექტემბერს გამოუშვა სადებიუტო ალბომი + (იკითხება plus), რომელიც ბრიტანეთში შვიდგზის პლატინის მფლობელი გახდა. მასში შეტანილია წარმატებული „The A Team“, რომელმაც ავტორს აივორ ნოველოს ჯილდო მოუპოვა – როგორც მუსიკალურად და ტექსტობრივად საუკეთესო სიმღერამ.[6] 2012 წელს შირანმა გაიმარჯვა Brit Awards-ზე, როგორც წლის საუკეთესო მამაკაცმა სოლო შემსრულებელმა და „წლის აღმოჩენამ“.[7]
შირანის პოპულარობა გაიზარდა 2012 წელს. მან მიიღო მონაწილეობა ტეილორ სვიფტის მეოთხე სტუდიურ ალბომ Red-ის ჩაწერაში.[8] „The A Team“ 2013 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო წლის სიმღერის კატეგორიაში და ცერემონიისას შესრულდა ელტონ ჯონის თანამონაწილეობით.[9][10] 2013 წელს ედი აშშ-ში გამოდიოდა სვიფტის The Red Tour-ის მხარდამჭერი შემსრულებლის სახით.[11] მისი მეორე სტუდიური ალბომი x (იკითხება multiply) გამოვიდა 2014 წლის 23 ივნისს.[12] ბრიტანეთსა და აშშ-ში დისკი ჩარტში #1 პოზიციას იკავებდა. მან მიიღო Brit-ის ჯილდო წლის ალბომისთვის, ხოლო თავად შირანმა – აივორ ნოველოს კიდევ ერთი ჯილდო, ამჯერად წლის სიმღერების ავტორის სახით[13]. x-იდან გამოცემულმა სინგლმა „Thinking Out Loud“ 2016 წლის გრემის დაჯილდოებაზე ედს მოუპოვა ორი ჯილდო, წლის სიმღერის და საუკეთესო პოპ სოლო შესრულების კატეგორიაში.
მუსიკოსის მესამე ალბომი, ÷ (იკითხება divide) გამოვიდა 2017 წლის მარტში. იგი გამოსვლისთანავე მოხვდა ბრიტანეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების ჩარტების პირველ პოზიციებზე. ალბომიდან იანვარში გამოიცა ორი სინგლი, „Shape of You“ და „Castle on the Hill“. ორივე რეკორდულად გაიყიდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის – ბრიტანეთში, ავსტრალიაში და გერმანიაში, მოხვდა რა გამოსვლისთანავე ჩარტების პირველ ორ სტრიქონზე. ედი აგრეთვე იქცა პირველ შემსრულებლად, რომლის ორი სიმღერა აშშ-ში სადებიუტო კვირაში ათეულში იმყოფებოდა. 2017 წლის მარტისთვის ÷-დან გამოცემული ათივე სინგლი სხვადასხვა დროს ბრიტანეთის ჩარტის ათეულში იყო მოხვედრილი — მანამდე ოდნავ ნაკლები რაოდენობით ეს რეკორდი დამყარებული ჰქონდა შოტლანდელ დიჯეი კელვინ ჰარისს. ÷-ის მეოთხე სინგლი „Perfect“ ბრიტანეთში და ავსტრალიაში #1 ადგილს იკავებდა, ხოლო „Perfect Duet“, აკუსტიკური ვერსია ბიონსე ნოულსის თანამონაწილეობით, აშშ-ში #1 იყო. შირანი აგრეთვე მოხვდა Debrett's-ის ბრიტანეთის 2017 წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[14]
ედს აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალებში „ნაბიჭვარი ჯალათი“ და „შინ და სამოგზაუროდ“, ისევე, როგორც „სატახტოთა თამაშის“ მეშვიდე სეზონში.
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- სტუდიური ალბომები
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ედ შირანი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ედ შირანი საიტზე Allmusic
- ედ შირანი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ “Drake's 'More Life' Playlist Is Redefining Borders of Blackness in Pop“, Rolling Stone, 20 March 2017.
- ↑ Maura Johnston. (6 March 2017) Review: Ed Sheeran's 'Divide'. Rolling Stone. ციტატა: „..Ed Sheeran who is exclusively recognized as "pop."“
- ↑ British folk pop star Ed Sheeran plays the Xcel. Star Tribune.
- ↑ Featured Alumni: Ed Sheeran - Musician/Songwriter (6 October 2015). წაკითხვის თარიღი: 8 November 2016.
- ↑ “Ed Sheeran reveals embarrassing moment Elton John emailed him dodgy VIDEOS while he was at US customs“, Daily Mirror, 21 May 2015. წაკითხვის თარიღი: 8 November 2016.
- ↑ “Ed Sheeran on The A Team's Ivor Novello success“, MusicRadar, 23 May 2012. წაკითხვის თარიღი: 24 November 2015.
- ↑ “Brit Awards 2012: List of Winners“, BBC News, 21 February 2012. წაკითხვის თარიღი: 24 November 2015.
- ↑ “New Video: Taylor Swift featuring Ed Sheeran, 'Everything Has Changed'“, MTV News, 6 June 2013. წაკითხვის თარიღი: 24 November 2015.
- ↑ “2013 Grammy Nominations: The Full List“, MTV News, 6 December 2012. წაკითხვის თარიღი: 24 November 2015.
- ↑ “Check Out The Full List Of 2013 Grammy Performers (And Mark Your Calendar!)“, Teen Vogue, 24 January 2013. წაკითხვის თარიღი: 24 November 2015.
- ↑ “Ed Sheeran Calls Taylor Swift Opening Gig 'Mind-blowing'“, MTV News, 31 October 2012. წაკითხვის თარიღი: 24 November 2015.
- ↑ “Ed Sheeran confirms new album title and release date“, NME News, 6 April 2014. წაკითხვის თარიღი: 24 November 2015.
- ↑ Denham, Jess. “Ivor Novello Awards 2015 winners list: Ed Sheeran, Clean Bandit and Hozier triumph“, The Independent, 21 May 2015. წაკითხვის თარიღი: 15 November 2015.
- ↑ “Debrett's 500 List: Music“, The Telegraph, 21 January 2017. წაკითხვის თარიღი: 21 January 2017.
- ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრები
- სტატიები რთული შევლით URL-ის მოდულში
- ედ შირანი
- დაბადებული 17 თებერვალი
- დაბადებული 1991
- XXI საუკუნის ინგლისელი მომღერლები
- Asylum Records-ის შემსრულებლები
- Atlantic Records-ის შემსრულებლები
- Elektra Records-ის შემსრულებლები
- ინგლისელი ფოლკ-გიტარისტები
- ინგლისელი ფოლკ-მომღერლები
- ინგლისელი მამაკაცი მომღერლები
- ინგლისელი ირლანდიელები
- გრემის ჯილდოს მფლობელები
- აივორ ნოველოს ჯილდოს მფლობელები
- ცოცხალი ადამიანები