კერი ერინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერი ერინი
დაბადების სახელი კერი ენ ერინი
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1960 (1960-10-08) (63 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი
აქტიური 1984–დღემდე
შვილ(ებ)ი 3

კერი ენ ერინი (ინგლ. Kerry Anne Ehrin; დ. 8 ოქტომბერი, 1960)[1]ამერიკელი სცენარისტი, შოურანერი და პროდიუსერი. 1990 წელს წარდგა პრაიმტაიმის ემის ჯილდოს ნომინაციაზე საუკეთესო კომედიური სერიალის კატეგორიაში ABC-ის კომედიური დრამისთვის „The Wonder Years“. 2011 წელს წარდგა ნომინაციაზე — პრაიმტაიმის ემის ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალისთვის NBC-ის დრამატული სერიალისთვის „პარასკევი ღამის შუქები“ (ინგლ. Friday Night Lights). ერინმა კარლტონ კუზთან და ენტონი ციპრიანოსთან ერთად შექმნა კრიტიკოსების მიერ აღიარებული ტელესერიალი „ბეიტსის მოტელი“ (2013-2017). მან შეიმუშავა Apple TV+-ის სერიალი „დილის შოუ“ (ინგლ. The Morning Show) და პირველი ორი სეზონის განმავლობაში მისი შოურანერი იყო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერინი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში[2] და გაიზარდა ვუდლენდ-ჰილსში თავის დასთან, მარისთან ერთად.[1] განათლება აგურას საშუალო სკოლაში მიიღო, რომელიც 1978 წელს დაამთავრა. ერინმა ლიტერატურა კალიფორნიის უნივერსიტეტში ისწავლა და დაწერა დისერტაცია ლუის კეროლის ნაშრომზე.[3]

ერინი ცხოვრობს ჰიდენ-ჰილსში, კალიფორნიაში[4] თავის ქალიშვილთან, შეინთან და ორ ვაჟთან, ალექსთან და ნიკთან ერთად.[1] ბავშვების მამა 1996 წლის ფილმ Mr. Wrong-ის ერთ-ერთი სცენარის ავტორი, კრეგ მანსონია.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასაწყისი (1989–2005)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს კერინმა სცენარის ავტორისა და პროდიუსერის კარიერა დაიწყო ABC-ის ტელესერიალებით: „მთვარის ნათება“ (ინგლ. Moonlighting) და The Wonder Years. ამ უკანასკნელისთვის ის წარდგა 1990 წლის პრაიმტაიმის ემის ჯილდოს ნომინაციაზე საუკეთესო კომედიური სერიალისთვის. ამის შემდეგ იგი იყო Fox-ის დრამატული სერიალის Boston Public (2003-2004) და ABC-ის Boston Legal-ის სცენარის ავტორი და პროდიუსერი (2004-2005).

ერინმა მონაწილეობა მიიღო 1996 წლის კომედიური ფილმის Mr. Wrong და 1999 წლის მოქმედებითი სათავგადასავლო ფილმის „ინსპექტორი გაჯეტი“ (ინგლ. Inspector Gadget) სცენარის წერაში.

პარასკევი ღამის შუქები (2006–2011)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერინი 2007 წელს წარდგა ამერიკის მწერალთა გილდიის ტელედაჯილდოების ნომინაციაზე საუკეთესო ახალი სერიალის კატეგორიაში ტელესერიალ „პარასკევი ღამის შუქების“ (ინგლ. Friday Night Lights) პირველი სეზონისთვის. ამის შემდეგ სამ მომდევნო წელს (2008; 2009; 2010) მიიღო ამერიკის მწერალთა გილდიის ტელედაჯილდოების ნომინაცია საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში. იგი ასევე წარდგა პრაიმტაიმის ემის ჯილდოს ნომინაციაზე საუკეთესო დრამატული სერიალისთვის 2011 წელს.

მშობლები (2011–2012)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011-2012 წლებში ერინი NBC-ს დრამატული სერიალის „მშობლები“ (ინგლ. Parenthood) სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.

ბეიტსის მოტელი (2013–2017)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერინმა კარლტონ კუზთან და ენტონი ციპრიოანოსთან ერთად შეიმუშავა 1960 წლის „ფსიქოს“ თანამედროვე პრიკველი, ბეიტსის მოტელი“, ტელეკომპანია A&E-სთვის. სერიალი 2013 წლის მარტში დაიწყო და დასრულდა 2017 წლის აპრილში. ერინი „ბეიტსის მოტელის“ შოურანერი, მთავარი სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი იყო. 2014 წელს იგი წარდგა ქალთა იმიჯის ჯილდოს ნომინაციაზე ქალის მიერ წარმოებული საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში.[5]

დილის შოუ (2019)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის ნოემბერში Apple-მა შეუკვეთა კომედიურ-დრამატული სერიალის „დილის შოუ“ (ინგლ. The Morning Show) ორი სეზონი. ერინმა Apple-თან ასევე დადო მრავალწლიანი ხელშეკრულება საკუთარი სერიალის წარმოებისთვის.[6]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართული სახელწოდება მშობლიური სახელწოდება როლი შენიშვნა
სცენარის ავტორი პროდიუსერი შოურანერი
1984 „დიდება“ Fame დიახ ეპიზოდი: „Appearances“
1985 „ჯეტსონები“ The Jetsons დიახ ეპიზოდი: „Little Bundle of Trouble“
1985 Growing Pains დიახ ეპიზოდი: „Dirt Bike“
1987 „Newhart“ დიახ ეპიზოდი: „It's My Party and I'll Die If I Want To“
1985–1989 „მთვარის ნათება“ Moonlighting დიახ 13 ეპიზოდი
1989–1990 The Wonder Years დიახ დიახ ეპიზოდი: „She, My Friend and I“
1996 Mr. Wrong დიახ
1999 „ინსპექტორი გაჯეტი“ Inspector Gadget დიახ
1999 „ცივი ფეხები“ Cold Feet დიახ დიახ დიახ 4 ეპიზოდი
2000 „ახალგაზრდა ამერიკელები“ Young Americans დიახ ეპიზოდი: „Kiss and Tell“
2003–2004 Boston Public დიახ დიახ 6 ეპიზოდი
2004–2005 Boston Legal დიახ დიახ ეპიზოდი: „Still Crazy After All These Years“
2006–2011 „პარასკევი ღამის შუქები“ Friday Night Lights დიახ დიახ 12 ეპიზოდი
2007 Bionic Woman დიახ ეპიზოდი: "Trust Issues"
2010–2012 „მშობლები“ Parenthood დიახ დიახ 7 ეპიზოდი
2013–2017 „ბეიტსის მოტელი“ Bates Motel დიახ დიახ დიახ 23 ეპიზოდი
2018 Rise' დიახ დიახ ეპიზოდი: „What Flowers May Bloom“
2019 „დილის შოუ“ The Morning Show დიახ დიახ დიახ

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო ნამუშევარი შედეგი სქოლიო
1990 პრაიმტაიმის ემის პრემია საუკეთესო კომედიური სერიალისთვის The Wonder Years ნომინირებული
2007 ამერიკის მწერალთა გილდიის ტელედაჯილდოება საუკეთესო ახალი სერიალისთვის „პარასკევი ღამის შუქები“ ნომინირებული
2008 ამერიკის მწერალთა გილდიის ტელედაჯილდოება საუკეთესო დრამატული სერიალისთვის ნომინირებული [7][8]
2009 ნომინირებული [9]
2010 ნომინირებული [10]
2011 ნომინირებული
პრაიმტაიმის ემის ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალისთვის ნომინირებული
ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების ონლაინ ასოციაციის ჯილდო დრამატული სერიალის საუკეთესო სცენარისთვის ნომინირებული
2012 Humanita-ს ჯილდო „მშობლები“ ნომინირებული
2014 ქალთა იმიჯის ჯილდო ქალის მიერ წარმოებული საუკეთესო დრამატული სერიალისთვის „ბეიტსის მოტელი“ ნომინირებული [11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ჯონათან კუპერბერგი. (March 2, 2015) Ehrin Embraces Her Own 'Show Club'.
  2. Person Details for Kerry A Ehrin, "California Birth Index, 1905–1995".
  3. ჯეფ აიმბუხი. (March 31, 2015) Women in Focus 2015.
  4. ბელა ბალსამო-გილისი. (May 16, 2014) Behind the Scenes with Kerry Ehrin. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 5, 2017. ციტირების თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
  5. რებეკა დოილი. (October 29, 2014) Joan Rivers, Julia Roberts, Shonda Rhimes Among WIN Award Nominees.
  6. ნელი ანდრეევა. (2018-04-04) Kerry Ehrin Inks Overall Deal With Apple, Replaces Jay Carson As Showrunner Of Reese Witherspoon-Jennifer Aniston Series en. ციტირების თარიღი: 2019-03-06
  7. 2008 Writers Guild Awards Television & Radio Nominees Announced (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 21, 2008. ციტირების თარიღი: December 13, 2007.
  8. ბაირონ პერი. (December 12, 2007) WGA announce TV, radio nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 15, 2012. ციტირების თარიღი: December 13, 2007.
  9. 2009 Writers Guild Awards Television, Radio, News, Promotional Writing, and Graphic Animation Nominees Announced (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 12, 2008. ციტირების თარიღი: December 12, 2008.
  10. შერი გოლდმანი. 2010 Writers Guild Awards Television, Radio, News, Promotional Writing, and Graphic Animation Nominees Announced (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2010. ციტირების თარიღი: April 30, 2010.
  11. The WIN Awards – Women's Image Awards 2015 Nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 21, 2016. ციტირების თარიღი: December 9, 2015.