Caleb

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Caleb
სეზონი 2, ეპიზოდი 3
ეთერში გას. თარიღი 17 მარტი, 2014
სცენარის ავტორ(ებ)ი ალექსანდრა კანინგემი
რეჟისორი ლოჯ კერიგანი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„Shadow of a Doubt“
შემდეგი →
„Check-Out“

Caleb„ბეიტსის მოტელის“ მეორე სეზონის მესამე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2014 წლის 17 მარტს გავიდა.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილანი ნორმასა და მისი ძმის, კელების დაახლოებას ცდილობს. ნორმა შემოვლითი გზის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამოკავშირეს შეხვდება. ემა ბრედლის სამახსოვროდ გამართულ საღამოზე ახალ ურთიერთობას დაიწყებს. ნორმანი ქალაქელი გოგონას გავლენის ქვეშ მოექცევა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელები, მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნორმას ძმაა, მოტელში მიდის და მას ეძებს. დილანი კელებს სახლში შესვლას შესთავაზებს. როცა ნორმა ბრუნდება, კელების ნახვით განრისხდება და მას აგდებს. მოგვიანებით, კელები დილანს ეუბნება, რომ ბავშვობაში იგი ნორმას მათი მოძალადე მამისგან იცავდა.

ნორმა გაიგებს, რომ მიუზიკლში როლი ვერ მიიღო, მაგრამ ნორმანი გუნდში სამღერად აირჩიეს. ნორმა მას ამის შესახებ ეტყვის, თუმცა ნორმანი მიუზიკლით დაინტერესებული არაა. იგი საბოლოოდ გადაწყვეტს, დეკორაციების მოსაწყობად დაიწყოს მუშაობა. ნორმა დაუმეგობრდება კრისტინს, მიუზიკლის ყოფილ ორგანიზატორს, რომელმაც პროექტი მაშინ მიატოვა, როცა ჟიურის სხვა წევრებმა ნორმას არჩევაზე უარი განაცხადეს. ის ნორმას წვეულებაზე მიიწვევს, სადაც იგი გაიცნობს კრისტინის ძმას, ჯორჯს. წვეულებიდან წამოსვლისას, ნორმა შეხვდება ნიკ ფორდს, რომელიც შემოვლითი გზის მშენებლობის მოწინააღმდეგეა. ის ნორმას თავის საკონტაქტო ბარათს აძლევს და ურჩევს, რომ მდივანს შეხვედრა დაანიშნინოს.

ემა სანაპიროზე ბრედლის ხსოვნის საპატივსაცემო ცერემონიას გამართავს, რასაც ნორმანი დაესწრება. ცერემონიას ასევე ესწრება კოდი, გოგონა, რომელსაც ნორმანი სუპერმარკეტში და მიუზიკლის სამზადისისას შეხვდა. ღამით კოდის მეგობარი მასთან კოცნისას ნორმანს ფეხზე შეეხება, რაც ნორმანს თავს უხერხულად აგრძნობინებს და გააღიზიანებს. მოგვიანებით, ნორმანი კოდის ეუბნება, რომ მისი შეყვარებული შესაძლოა გეი იყოს, რაზეც კოდი პასუხობს, რომ იგი მისი შეყვარებული არაა. ამის შემდეგ კოდი ნორმანს ეკითხება, თავად თუ არის გეი, რაც ნორმანს გააკვირვებს და ამბობს, რომ არაა.

როცა ნორმა სახლში მიდის, ის და დილანი, რომელიც კელებს იცავს, კამათს დაიწყებენ. კამათი ჩხუბში გადაიზრდება, რა დროსაც სახლში ნორმანი ბრუნდება და დილანს სცემს. ნორმა მის შესაჩერებლად ამხელს, რომ კელები დილანის მამაა.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოწვევით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასევე მონაწილეობენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამ ეპიზოდს 1.85 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]
  • 2014 წლის მარტში ჰაიმორმა და ტირიოტმა ინტერვიუს დროს განაცხადეს, რომ ნორმანისა და დილანის ჩხუბის სცენის გადაღებისას ორივე მათგანმა მცირე დაზიანება მიიღო.[2]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკის სახელწოდება ავტორი
Can't Hold Us Macklemore & Ryan Lewis feat. Ray Dalton
I Blame Myself Sky Ferreira
Darker Side Of You The Cryptics
I Only Want You Eagles of Death Metal

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სარა ბიბელი. (March 18, 2014) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Fast N Loud', 'Teen Wolf', 'Bates Motel', 'Switched at Birth' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2014. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2014.
  2. Keck, William. (March 3, 2014) On the Set: Creepy Secrets Behind Bates Motel's Second Season.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Caleb&oldid=4560528“-დან