მაქს ტირიოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაქს ტირიოტი
Max Thieriot (cropped).jpg
ტირიოტი ბეიტსის მოტელის პეილიფესტზე, 2013 წელი
დაბადების სახელი მაქსიმილიონ დრეიკ ტირიოტი
დაბადების თარიღი 14 ოქტომბერი, 1988 (1988-10-14) (32 წლის)
ლოს ალტოს ჰილსი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 2004–დღემდე
მეუღლე(ები) ლექსი მერფი (იქ. 2013)[1]
შვილ(ებ)ი 2
ნათესავები
  • მაიკლ ჰენრი დე იანგი (დიდი ბაბუა)
  • მაიკლ სტუტსი (ცოლისძმა)

მაქსიმილიონ დრეიკ ტირიოტი (ინგლ. Maximillion Drake Thieriot; დ. 14 ოქტომბერი, 1988) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 2004 წლის სათავგადასავლო ფილმში „დაიჭირე ბავშვი“ (Catch That Kid). ამის შემდეგ ტირიოტმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „მელოტი ძიძა“ (The Pacifier) (2005 წ.), „ნენსი დრიუ“ (Nancy Drew) (2007 წ.), „ტელეპორტი“ (Jumper) (2008 წ.), „წაიღე ჩემი სული“ (My Soul to Take) (2010 წ.), „ქლოია“ (Chloe) (2010 წ.), „კავშირის გაწყვეტა“ (Disconnect) (2012 წ.), „სახლი ქუჩის ბოლოს“ (House at the End of the Street) (2012 წ.) და „ტალღის ქიმზე“ (Point Break) (2015 წ.).

2013-2017 წლებში ის დილან მასეტის როლს ასრულებდა A&E-ის დრამა-თრილერის ჟანრის სერიალში ბეიტსის მოტელი(Bates Motel). მან განასახიერა ჯონ კოფი „ჯეკ“ ჰეისი History Channel-ის მინისერიალში „ტეხასის ამბოხება“ (Texas Rising) (2015 წ.). 2017 წელს ტირიოტმა დაიწყო კლეი სპენსერის როლის შესრულება CBS-ის დრამაში „ზღვის ლომები“ (Seal Team).

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირიოტი დაიბადა ლოს ალტოს ჰილსში, კალიფორნიაში. მისი მშობლები არიან ბრიჯიტ ენი და ჯორჯ კამერონ ტირიოტი. მას ჰყავს უფროსი და, ფრენსის „ფრენკი“ კამერონი, და უმცროსი ძმა, ეიდანი.[2] ტირიოტი გაიზარდა ქალაქ ოქსიდენტალში, სონომას ოლქში, კალიფორნიაში. მან განათლება მიიღო სონომას ოლქის დღის სკოლაში, სანტა-როზაში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ელ მოლინოს საშუალო სკოლაში, ფორესტვილში და დაამთავრა 2006 წელს.[2] ტირიოტის წინაპრები ოდესღაც ფლობდნენ „სან-ფრანცისკოს ქრონიკებს“. მისმა დიდმა ბაბუამ, მაიკლ ჰენრი დე იანგმა (ნიდერლანდელი ებრაელების შთამომავალი, რომელიც კათოლიციზმზე მოექცა), თავის ძმასთან, ჩარლზ დე იანგთან ერთად დააარსა საგაზეთო გამომცემლობა,[3][4] ხოლო მისი ნათესავები, ჩარლზ და რიჩარდ ტირიოტები გაზეთის რედაქტორები და გამომცემლები იყვნენ.[5][6] ტირიოტის ბებია და ბაბუა (მამის მხრიდან), ფრენსის ჰარისონი და ფერდინანდ მელი ტირიოტი ემსხვერპლნენ „ანდრეა დორიას“ ჩაძირვას 1956 წელს.[7]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპროვიზაციის კლასებზე დასწრების შემდეგ ტირიოტის მენეჯერი დონ გიბლი გახდა. ის იყო Gap-ის მოდელი და მონაწილეობა მიიღო ორ მოკლემენტრაჟიან ფილმში, რის შემდეგაც ტირიოტი კრისტენ სტიუარტთან და კორბინ ბლიუსთან ერთად გადაიღეს 2004 წლის სათავგადასავლო ფილმში „დაიჭირე ბავშვი“ (Catch That Kid). ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო 2005 წლის კომედიურ ფილმში „მელოტი ძიძა“ (The Pacifier), სადაც შეასრულა ოჯახის ერთ-ერთი წევრის როლი, რომელიც ზღვის ლომების ქვედანაყოფის დაცვის ქვეშაა. ამ როლისთვის ის წარდგა საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის 27-ე დაჯილდოების ნომინაციაზე. ტირიოტმა მონაწილეობა მიიღო 2007 წლის დრამაში „ასტრონავტი ფარმერი“ (The Astronaut Farmer) და იმავე წლის ეკრანიზაციაში „ნენსი დრიუ“ (Nancy Drew).

2008 წელს მან შეასრულა ჰეიდენ კრისტენსენის პერსონაჟის ახალგაზრდა ვერსია 2008 წლის ფილმში „ტელეპორტი“ (Jumper), რომელშიც ასევე მონაწილეობდა კრისტენ სტიუარტი.[8] იმავე წელს მან შეასრულა როლი ფილმში „ამერიკელი გოგონა“ (Kit Kittredge: An American Girl),[9] რისთვისაც ტირიოტმა და მასთან ერთად მონაწილე მსახიობებმა მოიპოვეს 2009 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობების ტიტული.[10] 2009 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ეროტიკულ თრილერში „ქლოია“ (Chloe),[11] რომელმაც დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია და გახდა რეჟისორ ატომ ეგოიანის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[12] მომდევნო წელს, მან შეასრულა მთავარი როლი ვეს კრავენის საშინელებათა ფილმში „წაიღე ჩემი სული“ (My Soul to Take), რომელშიც ჩაანაცვლა დენის ჰოპერის შვილი, ჰენრი ლი ჰოპერი.[13]

2011 წელს ტირიოტმა დერმოთ მალრუნთან და ბრიტანი რობერტსონთან ერთად მონაწილეობა მიიღო კომედიურ ფილმში „ოჯახის ხე“ (The Family Tree)[14] და ჯულეტ ლიუისთან ერთად შეასრულა მთავარი როლი დრამაში „Foreverland“.[15] ამის შემდეგ მან და ჯენიფერ ლოურენსმა შეასრულეს როლები მარკ ტონდერაის ფსიქოლოგიურ თრილერში „სახლი ქუჩის ბოლოს“ (House at the End of the Street) (2012 წ.)[16] იმავე წელს, მან მონაწილეობა მიიღო დრამაში „კავშირის გაწყვეტა“ (Disconnect).[17] კვლავ 2012 წელს, ტირიოტი მთავარი როლისთვის აირჩიეს როლანდ ემერიხის დრამის, „Dark Horse“-ის პილოტისთვის, თუმცა პროექტმა სერიალის სახე ვერ მიიღო.[18] 2013 წლიდან 2017 წლამდე ის ასრულებდა დილან მასეტის, ნორმან ბეიტსის ნახევარძმის როლს კრიტიკოსთა მიერ აღიარებულ დრამატულ სერიალში „ბეიტსის მოტელი“ (Bates Motel), რომელშიც ასევე მონაწილეობენ ვერა ფარმიგა და ფრედი ჰაიმორი.[19] მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა სერიალის მეხუთე სეზონის ეპიზოდში „Hidden“.[20]

2015 წელს ტირიოტმა History Channel-ის მინისერიალში „ტეხასის ამბოხება“ (Texas Rising) ჯონ „ჯეკ“ ჰეისის, ტეხასელი რეინჯერების კაპიტნის როლი შეასრულა.[21] მან მონაწილეობა მიიღო თრილერის ეკრანიზაციაში „ტალღის ქიმზე“ (Point Break). 2017 წლიდან ტირიოტი ასრულებს კლეი სპენსერის როლს CBS-ის დრამაში „ზღვის ლომები“ (Seal Team), რომელშიც ასევე მონაწილეობენ დევიდ ბორეანაზი და ჯესიკა პარე.[22]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ტირიოტი და ალექსის „ლექსი“ მერფი დაინიშნენ, რომლებიც ერთმანეთს 7 წელი ხვდებოდნენ. ტირიოტმა მას ხელი კარიბებში მოგზაურობისას სთხოვა, სადაც ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ.[23] 2013 წლის 1-ელ ივნისს წყვილმა ტაჰოს ტბაზე იქორწინა.[1][24] 2015 წლის დეკემბერში მათ შეეძინათ ბიჭი, ბო ტირიოტი.[25][26] 2018 წლის 21 იანვარს წყვილს მეორე შვილი, მაქსიმუსი შეეძინათ. მისი დის, ფრენკის ქორწინებით ტირიოტი ბეისბოლის გუნდ „ფილადელფიის ფილისის“ ყოფილი მოთამაშის, მაიკლ სტუტსის მაზლი გახდა.[27]

მსახიობობასთან ერთად, ტირიოტი ასევე მეღვინეცაა.[28] ის და მისი ბავშვობის მეგობრები, ქრისტოფერ სტრიტერი და მაილს ლოურენს-ბრიგსი ფლობენ ვენახებს ოქსიდენტალში და აწარმოებენ ღვინოს თავიანთი მარკის ქვეშ „Senses Wines“.[29] ბეიტსის მოტელის მესამე სეზონის ერთ-ერთ ეპიზოდში, საოჯახო ვახშმის დროს მთავარი პერსონაჟები სწორედ ამ ღვინოს სვამენ.[30]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართული სახელწოდება მშობლიური სახელწოდება როლი შენიშვნა
2004 „დაიჭირე ბავშვი“ Catch that Kid გასი
2005 „მელოტი ძიძა“ The Pacifier სეთ პლამერი
2007 „ასტრონავტი ფარმერი“ The Astronaut Farmer შეპარდ ფარმერი
„ნენსი დრიუ“ Nancy Drew ნედ ნიკერსონი
2008 „ტელეპორტი“ Jumper ახალგზარდა დევიდ რაისი
„ამერიკელი გოგონა“ Kit Kittredge: An American Girl უილ შეპერდი
2010 „წაიღე ჩემი სული“ My Soul to Take ადამ ჰელერმანი
„არ აღელდე“ Stay Cool შასტას შეყვარებული
„ქლოია“ Chloe მაიკლ სტიუარტი
2011 „ოჯახის ხე“ The Family Tree ერიკ ბერნეტი
Foreverland უილიამ რანკინი
2012 „ყვითელი“ Yellow ახალგაზრდა ნოველი
„კავშირის გაწყვეტა“ Disconnect კაილი
„სახლი ქუჩის ბოლოს“ House at the End of the Street რაიან იაკობსონი
2015 „ტალღის ქიმზე“ Point Break ჯეფი

სერიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართული სახელწოდება მშობლიური სახელწოდება როლი შენიშვნა
2012 Dark Horse კარტერ ჰენდერსონი განუხორციელებელი პილოტი
2013–2017 „ბეიტსის მოტელი Bates Motel დილან მასეტი 48 ეპიზოდი
2015 „ტეხასის ამბოხება“ Texas Rising ჯონ ჰეისი 5 ეპიზოდი
2017–დღემდე „ზღვის ლომები“ SEAL Team კლეი სპენსერი 44 ეპიზოდი

რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება შენიშვნა
2017 „ბეიტსის მოტელი“ Bates Motel ეპიზოდი: „Hidden“
2020 „ზღვის ლომები“ SEAL Team ეპიზოდი: "Drawdown"

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო ფილმი შედეგი სქოლიო
2005 The Stinkers Bad Movie-ის პრემია ბავშვის ყველაზე ცუდი შესრულებისთვის მელოტი ძიძა ნომინირებული
2006 2006 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის დაჯილდოება ნომინირებული [31]
2009 2009 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის დაჯილდოება ამერიკელი გოგონა მოგებული [32]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Max Thieriot of Bates Motel Marries; Kristen Stewart Attends (June 3, 2013).
  2. 2.0 2.1 Payne, Paul. (February 23, 2007) NEl Molino graduate seeing stars. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2013.
  3. Adams, Charles F. (2005). Murder By The Bay: Historic Homicide In And About The City Of San Francisco. San Francisco: Quill Driver Books, გვ. 59. ISBN 1-884995-46-2. 
  4. Brechin, Gray (1999). Imperial San Francisco: Urban Power, Earthly Ruin. University of California Press, გვ. 172. ISBN 0-520-22902-9. 
  5. Nevius, C.W.. (January 5, 2004) Just another 15-year-old, except for the acting stuff. ციტირების თარიღი: February 4, 2008.
  6. History of The Chronicle (July 28, 2000). ციტირების თარიღი: February 4, 2008.
  7. Nion Thieriot, Conservationist (January 1, 1999). ციტირების თარიღი: December 7, 2017.
  8. Max Thieriot On Board Jumper (August 29, 2006).
  9. Andreeva, Nellie. (May 29, 2007) 4 more board 'Kit Kittredge' for HBO Films.
  10. Douglas, Edward. (June 30, 2008) Kit Kittredge Tackles the Great Depression.
  11. Kit, Borys. (March 2, 2009) Max Thieriot joins Atom Egoyan's 'Chloe'.
  12. Pevere, Geoff. (December 7, 2010) The Digital Revolution: Part 1.
  13. Hilton, Beth. (April 18, 2008) 'Jumper' star attached to Craven horror.
  14. Goldstein, Gregg. (February 26, 2008) Class size grows for 'Lessons'.
  15. Franklin, Garth. (January 27, 2011) Lewis, Dekker, Thieriot Visit "Foreverland". ციტირების თარიღი: September 19, 2015
  16. Kit, Borys. (June 3, 2010) Two join 'House at the End of the Street'.
  17. Fleming Jr., Mike. (September 23, 2011) Max Thieriot Joins 'Disconnect'.
  18. Andreeva, Nellie. (February 9, 2012) Max Thieriot, Autumn Reeser And Kevin Alejandro Cast In Pilots.
  19. Goldberg, Lesley. (September 14, 2012) A&E's 'Bates Motel' Adds Max Thieriot as Norman's Brother.
  20. Potts, Kimberly. (March 14, 2017) 'Bates Motel' Postmortem: Star Max Thieriot on Directing Those Pivotal Norman Moments.
  21. Goldberg, Lesley. (March 12, 2014) Bill Paxton, Brendan Fraser Among History's All-Star 'Texas Rising' Cast.
  22. Petski, Denise. (March 3, 2017) Max Thieriot Cast In CBS' Navy SEAL Drama Pilot.
  23. Johnson, Zach. (March 11, 2012) Actor Max Thieriot Engaged to Lexi Murphy!.
  24. Thieriot, Max. (June 3, 2013) Best weekend of my life. Married the most beautiful and amazing woman in the entire world..
  25. Thieriot, Max. (December 27, 2015) Christmas came early this year! @lexithieriot and I are so excited to announce the birth of our son Beaux..
  26. Sisivat, Monica. (December 27, 2015) Bates Motel Star Max Thieriot Is a Dad — See the First Photo of His Baby Boy!.
  27. Spickard, Sally. (January 4, 2015) Frankie Thieriot Ties the Knot Bahama Style.
  28. Boone, Virginie. (May 2015) Movie Star Max Thieriot Reveals his Wine Project Secrets.
  29. Senses Wines – Official Website. ციტირების თარიღი: December 27, 2015.
  30. Isle, Ray. (September 17, 2015) Halloween at Bates Motel.
  31. 27th Annual Young Artist Awards – Nominations / Special Awards (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — July 4, 2010. ციტირების თარიღი: July 2, 2011.
  32. 30th Annual Young Artist Awards – Nominations / Special Awards (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 15, 2016. ციტირების თარიღი: July 2, 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: