შინაარსზე გადასვლა

Underwater

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Underwater
სეზონი 1, ეპიზოდი 9
ეთერში გას. თარიღი 13 მაისი, 2013
სცენარის ავტორ(ებ)ი კარლტონ კუზი და კერი ერინი
რეჟისორი ტაკერ გეიტსი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„A Boy and His Dog“
შემდეგი →
„Midnight“

Underwater„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონის მეცხრე ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2013 წლის 13 მაისს გავიდა.

აბერნატი უფრო მკაცრ ზომებს მიმართავს, თუმცა ნორმამ არ იცის, მისგან რას ითხოვს. მის ბლერ უოტსონი ნორმანს წარმოსახვის უნარის გამოყენებისთვის ამხნევებს; ბრედლი და დილანი დაახლოვდებიან, ხოლო ემა მარიხუანას მიიღებს.

ნორმანს ესიზმრება, რომ ბრედლის აბაზანაში ახრჩობს. მუქარის წერილის მიღების შემდეგ ნორმა გადაწყვეტს, რომ მოტელი გაყიდოს და სახლი ჰავაიში იყიდოს, სადაც ნორმანთან ერთად გადავა. ბლერ უოტსონს უნდა, რომ ნორმანმა მისი მოთხრობა გამოაქვეყნოს, თუმცა ამისთვის ნორმას ნებართვა სჭირდება.

ერთ-ერთი ტრიმერი სახელად განერი ემას მარიხუანის ნამცხვარს აძლევს; ემა ცდუნებას ვერ გაუძლებს და შეჭამს. დილანი ბრედლის მამამისის კაბინეტში შეაპარებს, სადაც იგი გაიგებს, რომ მამამისი ვიღაც ქალს ინიციალით „B“ სასიყვარულო წერილებს სწერდა.

ბლერ უოტსონი გადაწყვეტს, რომ ნორმანის მოთხრობა ნორმას ნებართვის გარეშე გამოაქვეყნოს. ნორმას გაყიდვების მენეჯერი ეუბნება, რომ მისი საკუთრება ვერ გაიყიდება. უკან დაბრუნებულ ნორმას ჯეიკი მანქაში იარაღით დახვდება. ის ამბობს, რომ შელბის მისი 150 000 დოლარი მართებდა, რომელიც ნორმამ მომდევნო დღეს ნავსადგურზე უნდა მიუტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას და მის შვილებს მოკლავს. ნორმა თანხმდება.

ასევე მონაწილეობენ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ამ ეპიზოდს 2,84 მლნ-მა ადამიანმა უყურა.[1]
მუსიკის სახელწოდება ავტორი
Slide მეტ ელისი
The Cisco Kid War
Pressure Drop Toots & The Maytals

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ამანდა კონდოლოი. (14 მაისი, 2013 წ.) Monday Cable Ratings: NBA Basketball Wins Night + 'Love & Hip Hop Atlanta', 'Monday Night RAW', 'Teen Mom II', 'Bates Motel' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-13. ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2013 წ..
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Underwater&oldid=4080400“-დან