შინაარსზე გადასვლა

ბეიტსის მოტელი (პირველი სეზონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეიტსის მოტელი
სეზონი 1

ოფიციალური პოსტერი
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ეპიზოდი 10
ეთერი
ორიგინალური არხი A&E
ეთერში 18 მარტი, 2013 (2013-03-18) – 20 მაისი, 2013 (2013-05-20)
სეზონების ქრონოლოგია
შემდეგი →
მეორე სეზონი
ბეიტსის მოტელის ეპიზოდების სია

„ბეიტსის მოტელის“ პირველი სეზონი ეთერში გადიოდა 2013 წლის 18 მარტიდან 2013 წლის 20 მაისამდე ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე A&E-ზე. სეზონში სულ ათი სერიაა. სერიალი აღწერილია, როგორც 1960 წელს გადაღებული ფილმის „ფსიქოს“ თანამედროვე პრიკველი. სიუჟეტში ნორმან ბეიტსისა და დედამისის, ნორმა ბეიტსის ცხოვრებაა ასახული, რომელიც ჰიჩკოკის ფილმში ნაჩვენებ მოვლენებამდე ხდება.[1] მოქმედება ვითარდება თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში.

სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.[2] საპრემიერო ეპიზოდით სერიალმა მოხსნა A&E-ის რეიტინგული რეკორდი 3.04 მილიონი მაყურებელით.[3] პირველი სეზონის სამი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, ბეიტსის მოტელი მეორე სეზონისთვის განახლდა.[4] ვერა ფარმიგამ განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა ნორმა ლუის ბეიტსის როლის შესრულებისთვის, მან 2013 წელს მოიპოვა სატურნის ჯილდო როგორც საუკეთესო სატელევიზიო მსახიობმა, ხოლო წარდგენილი იყო ნომინაციებზე: პრაიმტაიმ ემის პრემია დრამატული სერიალის წამყვანი მსახიობისთვის (2013), კრიტიკოსთა რჩეული დრამატული სერიალის მსახიობების დაჯილდოება (2013) და კრიტიკოსთა ასოციაციის პრემია საუკეთესო დრამის შემსრულებლისთვის.[5] პირველი სეზონი გამოვიდა 2014 წლის 17 სექტემბერს Blu-ray-სა და DVD-ზე.[6]

მსახიობები და პერსონაჟები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვერა ფარმიგა, ფრედი ჰაიმორი და მაქს ტირიოტი (მარცხნიდან მარჯვნივ) ასრულებენ შესაბამისად, ნორმა ლუის ბეიტსის, ნორმან ბეიტსის და დილან მასეტის მთავარ როლებს.
ოლივია კუკი, ნიკოლა პელცი და ნესტორ კარბონელი (მარცხნიდან მარჯვნინ) ასრულებენ შესაბამისად, ემა დეკოდის, ბრედლი მარტინის და შერიფ ალექს რომეროს როლებს.

სპეციალური მოწვევით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 12 იანვარს განაცხადეს, რომ A&E აწარმოებდა სერიალს სახელწოდებით „ბეიტსის მოტელი“.[7] 2012 წლის 27 აგვისტოს პირველი მსახიობი, ვინც მთავარი როლის, ნორმა ლუის ბეიტსის შესრულებისთვის წარდგა, იყო ვერა ფერმიგა.[8] 2012 წლის 14 სექტემბერს ნორმან ბეიტსის როლის შესასრულებლად ფრედი ჰაიმორი დაინიშნა.[9] იმავე დღეს მაქს ტირიოტი აირჩიეს ნორმანის ნახევარძმის, დილან მასეტის როლისთვის.[10] მოგვიანებით, 2012 წლის 19 სექტემბერს, ნიკოლა პელცი დაინიშნა ბრედლი მარტინის როლის შესასრულებლად.[11] და ბოლოს, 2012 წლის 20 სექტემბერს ოლივია კუკი სერიალის მთავარ პერსონაჟთა სიას შეუერთდა როგორც ემა დეკოდი.[12]

ბეიტსის მოტელის ორიგინალი ნაგებობის ასლი ააშენეს 272-ე ქუჩაზე ალდერგროვში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც მიმდინარეობდა სერიალის გადაღებები.[13][14] პირველი სეზონის ძირითადი გადაღება დაიწყო 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.[15][16] სეზონი 2013 წლის 24 იანვარს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ წარმოება გაგრძელდა 2013 წლის თებერვლამდე.[17]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიაშშ მაყურებელი
(მილიონი)
11„First You Dream, Then You Die“ტაკერ გეიტსიამბავი: კარლტონ კუზი, კერი ერინი და ენტონი ციპრიანო
ტელედადგმა: კერი ერინი და ენტონი ციპრიანო
18 მარტი, 2013 (2013-03-18)3.04[18]
მეუღლის, სემ ბეიტსის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, ნორმა ლუის ბეიტსი და მისი 17 წლის ვაჟი, ნორმანი, საცხოვრებლად არიზონადან ქალაქ თეთრი ფიჭვის ყურეში, ორეგონში გადადიან, სადაც შეიძენენ მოტელს. ცხოვრების თავიდან დაწყების მიზნით ნორმა მოტელის ბიზნესს სათავეში უდგება. სკოლის პირველ დღეს ნორმანი უმეგობრდება პოპულარულ გოგოს, ბრედლი მარტინს, რომელიც მეგობრებთან ერთად მას ღამით წვეულებაზე წაიყვანს. ნორმანი ასევე შეხვდება თავის ინგლისური ენის მასწავლებელს. როცა ის და ბრედლი წვეულებაზე არიან, მოტელის ყოფილი მფლობელი, კით სამერსი სახლში იჭრება და ნორმაზე სექსუალურად ძალადობს. ნორმანი ამ დროს სახლში ბრუნდება და კითს გათიშავს, რის შემდეგაც მას ნორმა კლავს. დედა-შვილი სხეულს მიმდებარე ტბაში აგდებს. იმავე ღამეს, ნორმა და ნორმანი ხვდებიან შერიფ ალექს რომეროს და მის მოადგილეს, ზაკ შელბის, რომლებმაც უცნობი მიზეზების გამო მოტელის დათვალიერება გადაწყვიტეს. მეოთხე ოთახში ნორმანი პოულობს ჩანახატებით სავსე წიგნაკს, რომელშიც ნაჩვენებია ჯაჭვებით დაბმული ქალი. იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ ასახული მოვლენები თეთრი ფიჭვის ყურეში ხდება. ნორმა მოტელს სახელს გადაარქმევს „ბეიტსის მოტელად“.
22„Nice Town You Picked, Norma...“ტაკერ გეიტსიკერი ერინი25 მარტი, 2013 (2013-03-25)2.84[19]
სიტუაცია იძაბება ნორმას გაუცხოებული და პრობლემური ვაჟის, დილან მასეტის თეთრი ფიჭვის ყურეში ჩამოსვლით. ბრედლის მამა ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვება და ექსტრემალურ დამწვრობებს მიიღებს, რასაც ნორმანი და ბრედლი შეესწრებიან. ამასობაში, ნორმანი და მისი კისტური ფიბროზით დაავადებული კლასელი, ემა დეკოდი, იძიებენ წიგნაკის საიდუმლოს. შელბი ნორმას უხსნის, რომ ქალაქის სიმდიდრე უკანონო გზით არის მოპოვებული და მისი საკონსულო და თვით პოლიციაც კონსპირაციაშია გარეული. ნორმა ქალაქის ცენტრში დაინახავს თავდაყირა დაკიდებულ და ცეცხლმოკიდებულ სხეულს, რასაც ქალაქის მოსახლეობაც ესწრება, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სამართალს ხშირად სასამართლოს გარეშე ასრულებენ. ემა და ნორმანი წააწყდებიან მარიხუანას უზარმაზარ მდელოს, რომელიც გადამალულია ახლომდებარე ტყეში. მათ აედევნებათ ორი შეიარაღებული მამაკაცი, რომლებსაც თავს ძლივს აღწევენ.
33„What's Wrong With Norman“პოლ ა. ედვარდსიჯეფ ვადლოუ1 აპრილი, 2013 (2013-04-01)2.82[20]
ნორმანი სკოლაში გონებას დაკარგავს, რის გამოც საავადმყოფოში წაიყვანენ. ნორმას ეკითხებიან, ეს ადრეც თუ მომხდარა, რაზეც პასუხობს, რომ არა. დილანი ახალ სამსახურს იწყებს, თუმცა არ ამხელს იმ ფაქტს, რომ მარიხუანას მდელოს დარაჯობს მის ახალ პარტნიორთან, ეთანთან ერთად. ნორმა ნორმანს საავადმყოფოდან გამოიყვანს, რა დროსაც ეუბნება, რომ კით სამერსის ქამარი შენახული ჰქონდა, რაც პოლიციის ჩხრეკის შემდეგ გაქრა. დილანი ნორმანს ურჩევს, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს მეგობრებთან ერთად და ნორმას კონტროლის საშუალება არ მისცეს. ამასობაში, შელბი ნორმას უმხელს, რომ ქამარი მან აიღო და რომერომ ამის შესახებ არაფერი იცის, ეს კი ნორმას დასაცავად გააკეთა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს კოცნიან. ნორმანს ეჩვენება დედამისი, რომელიც მას ქამრის უკან დაბრუნებას ავალებს. ნორმანი შელბის სახლში იჭრება, მაგრამ ქამრის ნაცვლად აღმოაჩენს ერთ-ერთ ქალს წიგნაკიდან, რომელიც სარდაფშია დამწყვდეული.
44„Trust Me“იოჰან რენკიკერი ერინი8 აპრილი, 2013 (2013-04-08)2.30[21]
შელბი სახლში ბრუნდება იმ დროს, როცა ნორმანი ისევ იქ არის. დილანი, რომელიც ნორმანს უკან გამოყვა, შელბის შეაყოვნებს, რათა ნორმანმა თავის დაღწევა მოახერხოს. ნორმა ნორმანს ეუბნება, რომ ზოგჯერ ისეთ რამეებს ხედავს, რაც რეალური არ არის. ვინაიდან ემას მისი ჯანმრთელობა სერიოზული ურთიერთობის საშუალებას არ აძლევს, ნორმანი კიდევ უფრო უახლოვდება ბრედლის, რომელიც მამის გარდაცვალებას გლოვობს. ამასობაში, რომერო ყურეში პოულობს გახრწნილ ხელს, რომელზეც კით სამერსის მაჯის საათია. იმავე საღამოს, ნორმანი ბრედლის ხვდება და ისინი ერთად დაწვებიან. როცა ნორმა ამის შესახებ შეიტყობს, ძალიან ბრაზდება. დილანი ნორმას უპირისპირდება, ეუბნება, რომ იცის რაც ჩაიდინა და ეს მისგან ნორმანის წაყვანის უფლებას აძლევს. სწორედ ამ დროს მოდის პოლიცია და ნორმას კით სამერსის მკვლელობისთვის აკავებს.
55„Ocean View“დევიდ სტრეიტონიჯეფ ვადლოუ15 აპრილი, 2013 (2013-04-15)2.66[22]
ნორმანი გირაოს იხდის და მომდევნო დღეს ნორმას ათავისუფლებენ. დილანი ნორმანს მასთან ერთად ცხოვრებას სთავაზობს. შელბი ნორმას ბრალდების სამხილს ანადგურებს მისი სიყვარულის დასამტკიცებლად. ამასობაში, დილანი ეთანისგან, მისი პარტნიორისგან 5 000 დოლარს ისესხებს სახლის საყიდლად, რის შემდეგაც ვიღაც ნარკომანი ეთანს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის და დილანი მას საავადმყოფოში წაიყვანს. მოგვიანებით, ის ნარკომანს მანქანით თავზე გადაუვლის. ვახშმობისას ნორმანი ემას გაუმხელს, რომ წიგნაკში დახატული გოგო რეალურია, რომელსაც ისინი მოგვიანებით კით სამერსის მიტოვებულ ნავზე იპოვნიან. ნორმანი და ემა გოგოს, რომლის სახელია ჯიაო, მოტელში წაიყვანენ და ნორმას აჩვენებენ. ის შელბის, როგორც მის გამტაცებელს და მოძალადეს ამოიცნობს, რაც ნორმასთვის შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია.
66„The Truth“ტაკერ გეიტსიკარლტონ კუზი და კერი ერინი22 აპრილი, 2013 (2013-04-22)2.93[23]
ნორმანი და დილანი კით სამერსის ქამარს იპოვნიან და ნორმას დასაცავად ყურეში ჩააგდებენ. დილანის უფროსი, გილი დილანს ატყობინებს, რომ ეთანი დაიღუპა. დილანი მას ეუბნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელზე შური იძია, რისი გაგონებაც გილს საკმაოდ სიამოვნებს. ამის შემდეგ დილანი თავის ახალ პარტნიორს, რემოს გაიცნობს. შელბი გაიგებს, რომ ჯიაო მოტელშია, ამიტომ ის გაქცევას შეეცდება. ამის შემდეგ შელბი იარაღის მუქარით ბეიტსების ოჯახს შეკრებს და ნორმას სცემს, რის გამოც განრისხებული ნორმანი მას თავს დაესხმება. ძმისა და დედის გადასარჩენად დილანი შელბის კლავს. ამასობაში, ნორმა დილანს სემ ბეიტსის სიკვდილის შესახებ სიმართლეს უმხელს: როცა სემი ნორმას სცემდა, მრისხანების ზღვარზე მისულმა ნორმანმა ის მოკლა, თუმცა ამის შესახებ არაფერი ახსოვდა, რის გამოც მამამისის სიკვდილი უბედური შემთხვევა ჰგონია. ნორმა დილანს ეუბნება, რომ ნორმანს დაცვა სჭირდება.
77„The Man in Number 9“ს. ჯ. კლარკსონიკერი ერინი29 აპრილი, 2013 (2013-04-29)2.99[24]
რომერო მკვლელობის ადგილას მივა და ოჯახის დასაცავად მომხდარ ამბავს შეცვლის, თითქოს შელბი მან დაიჭირა და მოკლა. ამასობაში, დილანი ხვდება ჯეიკ აბერნატს, რომელსაც კით სამერსის სიკვდილამდე მოტელში მეცხრე ოთახი ჰქონდა დაჯავშნილი ერთი კვირით ყოველ მეორე თვეს. ნორმა ემას მოტელში მუშაობას აწყებინებს. ნორმანი მაწანწალა ძაღლს დაიმეგობრებს, რომელსაც სახელად ჯუნოს არქმევს. ის ბრედლისთან მიდის, რათა სიყვარულში გამოუტყდეს, თუმცა ბრედლი ეუბნება, რომ მას არ უყვარს. ჯუნოს მანქანა კლავს, რასაც ნორმანი შეესწრება და გულგატეხილს ტოვებს.
88„A Boy and His Dog“ედ ბიანკიბილ ბალასი6 მაისი, 2013 (2013-05-06)2.71[25]
ემას მამა, უილი ნორმანს ტაქსიდერმიას ასწავლის, როცა მას ნორმანმა თავისი მკვდარი ძაღლი მიუყვანა. სკოლის დირექტორის მოთხოვნით, ნორმა ნორმანს ფსიქოლოგთან მიიყვანს, რომელიც ამბობს, რომ ნორმა მის შვილს მეტისმეტად აკონტროლებს. ამასობაში, ჯეიკი ნორმას ეუბნება, რომ ყველაფერი იცის ზაკ შელბისა და კით სამერსის ადამიანით ვაჭრობის ბიზნესზე, რის გამოც ნორმა მას მოტელიდან აგდებს. დილანს მოტელში რამდენიმე ადამიანი მოჰყავს. ნორმა მადლობის გადახდის ნიშნად დილანის სავახშმოდ წაყვანას აპირებს, თუმცა შეძრწუნებულია, როცა შელბის გახრწნილ ცხედარს მის საწოლზე აღმოაჩენს.
99„Underwater“ტაკერ გეიტსიკარლტონ კუზი და კერი ერინი13 მაისი, 2013 (2013-05-13)2.48[26]
ნორმა მუქარის მიღების შემდეგ მოტელის გაყიდვას გადაწყვეტს. ის რომეროს ჯეიკის დაჭერას სთხოვს, თუმცა შერიფი მამაკაცზე ხელმოსაჭიდ ინფორმაციას ვერ პოულობს. ნორმას დასამშვიდებლად რომერო სახლს ყოველ ნახევარ საათში ამოწმებს. დილანი ბრედლის მამამისის სამუშაო ოთახში შეაპარებს, სადაც ის სასიყვარულო წერილებს იპოვის, რომელსაც მამამისი სწერდა უცნობ ადამიანს, ინიციალით „B“. ამასობაში, ემა დილანის მიერ მოყვანილ ერთ-ერთ ბიჭს, განერს უახლოვდება. უძრავი ქონების აგენტი ნორმას ეუბნება, რომ მოტელი ვერ გაიყიდება, რის გამოც განრისხებული ნორმა მას ხელჩანთით სცემს. ამის შემდეგ, მანქანაში დაბრუნებულ ნორმას ჯეიკი დახვდება და იარაღით ემუქრება, რომ 150 000 დოლარი, რომელიც შელბიმ მისგან ისესხა, ნორმას უნდა გადაეხადა, თორემ მას და მის შვილებს დახოცავდა. ნორმა ეთანხმება, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
1010„Midnight“ტაკერ გეიტსიკარლტონ კუზი და კერი ერინი20 მაისი, 2013 (2013-05-20)2.70[27]
რომერო ნორმას ჯეიკთან გამკლავებაში პირდება. ნორმა ნორმანს საიდუმლოს უმხელს, რომ მისი ძმა მასზე 13 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა. ნორმანი და ემა სასკოლო ცეკვაზე ერთად წასვლას გადაწყვეტენ. ცეკვის დროს ნორმანი განუწყვეტლივ უცქერს ბრედლის, რის გამოც გულნატკენი ემა სახლში მიდის, ხოლო ბრედლის შეყვარებული ნორმანს დაარტყამს. მის უოტსონი ნორმანს ჭრილობის დამუშავებას და სახლში მიყვანას სთავაზობს. ამასობაში, ნორმას თვალწინ რომერო ჯეიკს კლავს. მის უოტსონის სახლში, ნორმანი თავის მასწავლებელს ტანსაცმლის გამოცვლის დროს უყურებს. ნორმანს ეჩვენება ნორმა, რომელიც არწმუნებს, რომ მის უოტსონი მის შეცდენას ცდილობს. ის სახლში გაიქცევა და ნორმას ეუბნება, რომ წესით და რიგით მის უოტსონს უნდა მოეყვანა, თუმცა ამის შემდეგ მხოლოდ სახლში გამოქცევა ახსოვს. ეპიზოდის ბოლოს ნაჩვენებია მის უოტსონის ცხედარი, რომელსაც ყელი გამოჭრილი აქვს და უკეთია ყელსაბამი ინიციალით „B“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ბრედლის მამის საიდუმლო საყვარელი შესაძლოა ყოფილიყო.


მიღებული შეფასებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსთა გამოხმაურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველმა სეზონმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო. ვებ-გვერდ Metacritic-ზე 34 კრიტიკოსის მიერ სეზონი შეფასებულია 100-დან 66 ქულით, რაც მიუთითებს „ზოგადად დადებით მიმოხილვაზე“.[28] Rotten Tomatoes-ზე სეზონს მიღებული აქვს 84% „certified fresh“ შეფასება, საშუალო რეიტინგით 7.11/10 (43 მიმოხილვაზე დაყრდნობით). საიტის კრიტიკოსთა შეფასებაში წერია: „ბეიტსის მოტელი იყენებს როგორც გონებრივი მანიპულირებისა და იდუმალების შიშის ტაქტიკებს, ასევე პერსონაჟთა ენერგიულ მოქმედებას და უხერხულ, მაგრამ გასაოცარ ურთიერთობებს.“[2] სეზონის პირველი სამი ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, რომლებმაც დადებითი შეფასებები მიიღო, 2013 წლის 8 აპრილს სერიალს მეორე სეზონი დაემატა.[4]

საპრემიერო ღამეს სერიალმა მოხსნა A&E-ის რეიტინგული რეკორდი 3,04 მილიონი მაყურებელით, რომელთა შორის 18-49 წლის მაყურებელთა რაოდენობა 1,6 მილიონს შეადგენდა.[3] სეზონის საფინალო ეპიზოდს ჰყავდა 2.70 მილიონი მაყურებელი.[27] საერთო ჯამში, პირველი სეზონის საშუალო ნახვები 2,70 მილიონს შეადგენდა.[29]

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეიტსის მოტელის პირველი სეზონი 24 ნომინაციაზე წარდგა და მოიპოვა ერთი გამარჯვება.

წელი ჯილდო კატეგორია ნომინანტ(ებ)ი შედეგი სქოლიო
2013 კრიტიკოსთა არჩევანის მესამე დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ვერა ფარმიგა ნომინირებული [30]
კრიტიკოსთა ასოციაციის 29-ე დაჯილდოება ინდივიდუალური მიღწევა დრამატულ სერიალში ნომინირებული [31]
ემის პრემიის 65-ე დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი ნომინირებული [32]
ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების ონლაინ ასოციაციის მე-17 დაჯილდოება დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ნომინირებული [33]
სერიალის საუკეთესო კინემატოგრაფია ჯონ ბერტლი, ტომას იაცკო ნომინირებული
წარმოების საუკეთესო დიზაინი პიტერ ბოდნარუსი, მარკ ფრიბორნი, მარგო რედი, როუზ მარი მაკშერი ნომინირებული
Imagen-ის 28-ე დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ნესტორ კარბონელი ნომინირებული [34]
Artios-ის 29-ე დაჯილდოება საუკეთესო ქასთინგი ეიპრილ უებსტერი, სარა ისააკსონი, ჯენიფერ პეიჯი, კორინა კლარკი ნომინირებული [35]
ვიზაჟისტებისა და თმის სტილისტების გილდიის დაჯილდოება საუკეთესო ვარცხნილობა დონა ბისი ნომინირებული [36]
ქალთა იმიჯის მე-15 დაჯილდოება საუკეთესო დრამატული სერიალი „ბეიტსის მოტელი“ ნომინირებული [37]
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ვერა ფარმიგა ნომინირებული
Dorian-ის მე-5 დაჯილდოება წლის შემსრულებელი ქალი ნომინირებული [38]
ოქროს დერბის პრემია დრამატული სერიალის საუკეთესო წამყვანი მსახიობი ქალი ნომინირებული [39]
წლის მსახიობი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული
ხალხის არჩევანის მე-40 დაჯილდოება რჩეული სატელევიზიო ანტიგმირი ნომინირებული [40]
მე-18 სატელიტის ჯილდო დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ნომინირებული [41]
დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი ვერა ფარმიგა ნომინირებული
ACTRA-ს დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი ვინსენტ გეილი ნომინირებული [42]
IGN-ის დაჯილდოება საუკეთესო ტელესერიალი „ბეიტსის მოტელი“ ნომინირებული [43]
საუკეთესო საშინელებათა ჟანრის სერიალი ნომინირებული
საუკეთესო მსახიობი ვერა ფარმიგა ნომინირებული
სატურნის მე-40 დაჯილდოება საუკეთესო მსახიობი ქალი მოგებული [44]
საუკეთესო მსახიობი ფრედი ჰაიმორი ნომინირებული
საუკეთესო სატელევიზიო პრეზენტაცია „ბეიტსის მოტელი“ ნომინირებული
სიაში მოხმობილია ტელევიზიაში გასვლის თარიღები, ყოველწლიური ცერემონიები კი, როგორც წესი მომდევნო წელს იმართება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. McNamara, Mary. (March 18, 2013) Review: 'Bates Motel' a twisty, moody modern prequel to 'Psycho'.
  2. 2.0 2.1 Bates Motel: Season 1 (2013). ციტირების თარიღი: October 10, 2013.
  3. 3.0 3.1 Webb Mitovich, Matt. (February 22, 2013) Ratings – Bates Motel Series Premiere on A&E. ციტირების თარიღი: March 22, 2013.
  4. 4.0 4.1 Hibberd, James. (April 8, 2013) 'Bates Motel' renewed for second season. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2014. ციტირების თარიღი: ივნისი 16, 2020.
  5. Itzkoff, David. (July 18, 2013) Emmy Nominees: Vera Farmiga of 'Bates Motel'.
  6. Lambert, David. (June 27, 2013) Bates Motel – Season 1 of the Modern 'Psycho' Re-Imagining on DVD and Blu-ray. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2014. ციტირების თარიღი: January 11, 2014.
  7. Goldberg, Lesley. (February 7, 2012) A&E Orders Carlton Cuse's 'Psycho' Prequel 'Bates Motel' Straight to Series. The Hollywood Reporter.
  8. Norman Bates' mother cast in A&E's 'Psycho' series (August 27, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 20, 2014. ციტირების თარიღი: ივნისი 16, 2020.
  9. Keck, William. (September 14, 2012) Keck's Exclusives: Bates Motel Casts Its Norman.
  10. Goldberg, Lesley. (September 14, 2012) A&E's 'Bates Motel' Adds Max Thieriot as Norman's Brother. The Hollywood Reporter.
  11. Goldberg, Lesley. (September 19, 2012) 'Bates Motel' Adds 'Last Airbender' Actress as Love Interest for Norman (Exclusive). The Hollywood Reporter.
  12. Jeffery, Morgan. (September 20, 2012) 'Psycho' TV prequel 'Bates Motel' adds 'Blackout' star Olivia Cooke.
  13. Turnquist, Kristi. (March 26, 2013) 'Bates Motel': What's going on in that bucolic Oregon coastal town.
  14. BATES MOTEL Set in Aldergrove is Spitting Image of Alfred Hitchcock's Set in Psycho – Updated (November 15, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 27, 2012. ციტირების თარიღი: ივნისი 16, 2020.
  15. Kay, Felix. (October 1, 2012) A&E's Psycho prequel Bates Motel, has started production in Vancouver. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 16, 2020.
  16. BATES MOTEL Sets Up Woodchuck Festival in Fort Langley for 1 x 02 – Updated (October 13, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 15, 2021. ციტირების თარიღი: ივნისი 16, 2020.
  17. PROMO: BATES MOTEL "A Boy's Best Friend is His Mother" Poster (February 2, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 21, 2016. ციტირების თარიღი: ივნისი 16, 2020.
  18. Bibel, Sara. (March 19, 2013) Monday Cable Ratings: NBA Basketball Wins Night, 'WWE Raw', 'Bates Motel', 'Dallas', 'Being Human' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 13, 2015. ციტირების თარიღი: March 19, 2013.
  19. Bibel, Sara. (March 26, 2013) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Wins Night + 'Teen Mom II', 'Bates Motel', 'Storage Wars', 'The Real Housewives of Beverly Hills' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2013. ციტირების თარიღი: March 26, 2013.
  20. Bibel, Sara. (April 2, 2013) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Teen Mom 2', 'Bates Motel', 'Dallas', 'Being Human', 'Love and Hip Hop' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 7, 2015. ციტირების თარიღი: April 2, 2013.
  21. Kondolojy, Amanda. (April 9, 2013) Monday Cable Ratings: 'Monday Night RAW' Wins Night + 'Teen Mom 2', 'MTV Movie Sneak Peek', 'Bates Motel' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2013. ციტირების თარიღი: April 13, 2013.
  22. Bibel, Sara. (April 16, 2013) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Defiance', 'Bates Motel', 'Dallas', 'Teen Mom 2' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2013. ციტირების თარიღი: April 16, 2013.
  23. Kondolojy, Amanda. (April 23, 2013) Monday Cable Ratings: 'Love and Hip Hop: Atlanta' Wins Night + WWE Raw, 'Teen Mom II', NBA Playoffs & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 29, 2013. ციტირების თარიღი: April 23, 2013.
  24. Bibel, Sara. (April 30, 2013) Monday Cable Ratings: NBA Playoffs Win Night, 'WWE Raw', 'Teen Mom 2', 'Bates Motel', 'Defiance', 'Warehouse 13'& More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 17, 2013. ციტირების თარიღი: April 30, 2013.
  25. Kondolojy, Amanda. (May 7, 2013) Monday Cable Ratings: NBA Basketball Dominates + 'Love & Hip Hop: Atlanta', 'Teen Mom II', 'TI & Tiny', 'Monday Night RAW' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 17, 2013. ციტირების თარიღი: May 7, 2013.
  26. Kondolojy, Amanda. (May 14, 2013) Monday Cable Ratings: NBA Basketball Wins Night + 'Love & Hip Hop Atlanta', 'Monday Night RAW', 'Teen Mom II', 'Bates Motel' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2013. ციტირების თარიღი: May 14, 2013.
  27. 27.0 27.1 Bibel, Sara. (May 21, 2013) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' & 'Love & Hip Hop Atlanta' Win Night; 'Bates Motel', 'Defiance', 'Warehouse 13' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 7, 2013. ციტირების თარიღი: May 21, 2013.
  28. Bates Motel – Season 1 Reviews. ციტირების თარიღი: October 10, 2013.
  29. Patten, Dominic. (May 21, 2013) A&E's 'Bates Motel' Rises In Finale. ციტირების თარიღი: March 10, 2015.
  30. 2013 Critics' Choice Television Awards: Big Bang Theory, Game of Thrones, New Girl and More Earn Nominations. ციტირების თარიღი: March 22, 2013.
  31. Goldberg, Lesley. (June 10, 2013) FX's 'The Americans' Leads 2013 TCA Awards Nominations. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: June 10, 2013.
  32. Neumyer, Scott. (March 3, 2014) Vera Farmiga Talks Bates Motel, Family & What She'd Be Doing If She Weren't Acting. ციტირების თარიღი: February 4, 2015.
  33. Online Film & Television Association – Television Branch: 2012-13. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2014. ციტირების თარიღი: April 22, 2015.
  34. Nominees for the 28th Annual Imagen Awards Announced (June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 26, 2014.
  35. Artios Awards: Casting Society Reveals 2013 Nominees (August 19, 2013).
  36. Chan, Stephanie. (January 14, 2014) Makeup Artists and Hairstylists Guild Awards Nominations Announced. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: March 19, 2015.
  37. Neal, Wayne. (October 14, 2013) Orpah Winfrey, Kerry Washington Among Women's Image Awards Nominees. The Hollywood Reporter.
  38. Nededog, Jeretho. (January 14, 2014) Dorian Awards: Gay and Lesbian Critics Announce TV and Film Nominations. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 13, 2015. ციტირების თარიღი: February 4, 2015.
  39. Gold Derby Awards (2013). ციტირების თარიღი: May 5, 2016.
  40. Bentley, Jean. (November 5, 2013) People's Choice Awards 2014 nominees: 'Glee,' 'Castle,' 'Pretty Little Liars' and more. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 9, 2014. ციტირების თარიღი: ივნისი 16, 2020.
  41. Pond, Steve. (December 2, 2013) '12 Years a Slave' Tops Satellite Award Nominations. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2014. ციტირების თარიღი: February 4, 2015.
  42. UBCP/ACTRA Awards, Vancouver (2014). ციტირების თარიღი: January 7, 2017.
  43. TV – IGN's Best of 2013. ციტირების თარიღი: March 1, 2014.
  44. McCabe, Joseph. (June 28, 2014) Gravity, The Walking Dead, and Breaking Bad Win Big at the Fortieth Annual Saturn Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 5, 2015. ციტირების თარიღი: ივნისი 16, 2020.