Flickering Flame: The Solo Years Volume 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Flickering Flame: The Solo Years Vol. 1)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Flickering Flame: The Solo Years Volume 1

კომპილაციური ალბომი - როჯერ უოტერსი
გამოცემის თარიღი 2 აპრილი, 2002
ჩაიწერა 1983 - 2001
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 70:23
ლეიბლი Columbia Records
პროდიუსერი როჯერ უოტერსი, ნიკ გრიფითსი, პატრიკ ლეონარდი, იენ რიჩი, ჯეიმზ გათრი
როჯერ უოტერსი - ქრონოლოგია
In the Flesh – Live
(2000)
Flickering Flame: The Solo Years Volume 1
(2002)
Ça Ira
(2005)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]

Flickering Flame: The Solo Years Volume 1ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის პირველი ოფიციალური კომპილაციური, რომელშიც შეტანილია როგორც სინგლებში შესული სიმღერები, ასევე სხვა კომპოზიციები მისი ალბომებიდან და სიმღერების დემო-ვერსიები.

ეს ალბომი გამოვიდა კომპილაციის Echoes: The Best of Pink Floyd გამოცემიდან ნახევარი წლის შემდეგ. ისევე როგორც პინკ ფლოიდის კომპილაცია, იგი არის პროდიუსერ ჯეიმზ გათრის ნაშრომი და ორივეს საერთო ის აქვს, რომ ყველა სიმღერა გაერთიანებულია ერთმანეთში გარდამავალი სეგმენტებით ან გარკვეული ხმოვანი ეფექტებით.

Flickering Flame: The Solo Years Volume 1-ის შემადგენილი ნაწილი არის როჯერის სოლო მასალა, დაწერილი სხვადასხვა წლებში. „Knockin' On Heaven's Door“, ბობ დილანის ცნობილი სიმღერის ქავერ-ვერსია, ჩაიწერა 1998 წლის ფილმისთვის „აკრძალული სიყვარული“. „Too Much Rope“-ში შეშის ჩეხვის დროს ისმის ოდნავ განსხვავებული ხმოვანი ეფექტები.

„Flickering Flame“ სრულიად ახალი სიმღერაა. მითითებულია, რომ ეს არის დემო-ვერსია. იგი სრულდებოდა 2002 წლის კონცერტებზე. „Radio Waves“ სიმღერას „Towers of Faith“ რადიოხმებით ენაცვლება. ეს ხმები ძალიან ჰგავს ვიდეოში Radio KAOS EP გამოყენებულებს. სიმღერის „Lost Boys Calling“ დემო-ვერსია საბოლოო ვერსიასთან შედარებით ასევე განსხვავებულია.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა ქვეყანაში გამოვიდა ალბომის ვერსია დაცული დისკის სახით. ამ შემთხვევაში მსმენელს მისი ასლის შექმნის საშუალება არ ჰქონდა. გარდა ამისა, ბუკლეტზე მითითებული იყო, რომ PC/MAC-ის ტიპის კომპიუტერებზე მისი მოსმენა შეუძლებელი იყო. ყდები ორი სახის იყო - შავი და წითელი ფერის.

2011 წლის 30 მაისს აშშ-ში გამოვიდა ბიუჯეტური კომპილაცია The Collection, რომელშიც შეტანილია ალბომები The Pros And Cons Of Hitch HikingRadio K.A.O.S., Amused To Death, In the Flesh – Live (აგრეთვე DVD) და Ça Ira. Flickering Flame: The Solo Years Volume 1, რომელიც მანამდე აშშ-ში არ გამოცემულა, თანდართული არ იყო, მაგრამ ცალკე სახით 12 თვის განმავლობაში იყიდებოდა.

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპილაციის გარეკანზე გამოტანილია ალბომების The Pros And Cons Of Hitch HikingRadio K.A.O.S., Amused To Death გარეკანების და ტურნეს In the Flesh პოსტერის ფრაგმენტები. ბუკლეტში შეტანილია კადრები როჯერის სხვადასხვა წლების კონცერტებიდან და სიმღერების ტექსტები.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Knockin' on Heaven's Door – 4:06 (ფილმიდან „აკრძალული სიყვარული“ 1998)
  2. Too Much Rope – 5:12 (ალბომიდან Amused to Death 1992)
  3. The Tide Is Turning – 5:24 (ალბომიდან Radio K.A.O.S. 1987)
  4. Perfect Sense, part I & II [საკონცერტო] – 7:22 (ალბომიდან In the Flesh – Live 2000)
  5. Three Wishes – 6:49 (ალბომიდან Amused to Death 1992)
  6. 5:06 AM (Every Strangers' Eyes) – 4:47 (ალბომიდან The Pros and Cons of Hitch Hiking 1984)
  7. Who Needs Information – 5:55 (ალბომიდან Radio K.A.O.S 1987)
  8. Each Small Candle [საკონცერტო] – 8:34 (ალბომიდან In The Flesh 2000)
  9. Flickering Flame [ახალი დემო] – 6:45 (2001)
  10. Towers of Faith – 6:52 (ალბომიდან When The Wind Blows 1986)
  11. Radio Waves – 4:31 (ალბომიდან Radio K.A.O.S 1987)
  12. Lost Boys Calling [ორიგინალური დემო] – 4:06 (დასრულებული ვერსია შეტანილია ფილმში „ლეგენდა პიანისტზე“ 1999)

ყველა სიმღერის ავტორია როჯერ უოტერსი, გარდა სიმღერებისა: 1 (ბობ დილანი) და 12 (ენიო მორიკონე და როჯერ უოტერსი)

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Knockin' On Heaven's Door

Too Much Rope და Three Wishes

The Tide Is Turning, Who Needs Information და Radio Waves

  • როჯერ უოტერსი - ტექსტები, მუსიკა, ვოკალი, ბასი
  • ენდი ფერუეზერ ლოუ და ჯეი სტეიპლი - ელ.გიტარა
  • მელ კოლინზი - საქსოფონები
  • იენ რიჩი - Fairlight, დასარტყმელი საკრავები, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები
  • გრემ ბროუდი - დასარტყმელი საკრავები და პერკუსია
  • სიუზენ რეტიგენი - მთავარი ვოკალი
  • იენ რიჩი, ჯონ ფირკელი, პიტერ თომასი - ჩასაბერი ინსტრუმენტები
  • იენ რიჩი - არანჟირება
  • როჯერ უოტერსი და იენ რიჩი - პროდიუსერი

Perfect Sense, Part I & II და Each Small Candle

  • როჯერ უოტერსი - ტექსტები, მუსიკა, ვოკალი, ბასი და გიტარები
  • დოილ ბრემოლ II - გიტარა
  • გრემ ბროუდი - დასარტყმელი საკრავები
  • ჯონ კერინი - კლავიშებიანი საკრავები
  • ენდი ფერუეზერ ლოუ - გიტარა, ბასი, ვოკალი
  • ქეიტი კისუნი, სიუზანა მელვინი, პი პი არნოლდი - ვოკალი
  • ენდი უოლესი - ჰემონდის ორგანი
  • სნოუი უაიტი - გიტარა
  • ჯეიმზ გათრი - პროდიუსერი და ხმის მიქსის ავტორი

Flickering Flame

Towers of Faith

  • როჯერ უოტერსი - ტექსტები, მუსიკა, ვოკალი
  • მეტ ირვინი - კლავიშებიანი საკრავები
  • ჯეი სტეიპლი - ელ.გიტარა
  • ჯონ ლინვუდი - ლინის პროგრამირება
  • ფრედი KRC - დასარტყმელი საკრავები
  • მელ კოლინზი - საქსოფონი
  • ჯონ გორდონი - ბასი
  • კლერ ტორი - ვოკალი
  • როჯერ უოტერსი - პროდიუსერი
  • ნიკ გრიფითსი - თანაპროდიუსერი, ინჟინერი
  • კოლინ ლიონი - დამატებითი ინჟინერი

Lost Boys Calling (ორიგინალური დემო ვერსია)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]