PlayerUnknown’s Battlegrounds

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PlayerUnknown's Battlegrounds
დეველოპერ(ებ)ი PUBG Corporation
გამომცემელი
PUBG Corporation
ძრავა Unreal Engine#Unreal Engine 4
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
20 დეკემბერი, 2017
  • Microsoft Windows
  • 20 დეკემბერი, 2017
  • Android, iOS
  • 19 მარტი, 2018
  • Xbox One
  • 4 სექტემბერი, 2018
  • PlayStation 4
  • 7 დეკემბერი, 2018
  • Stadia
  • 28 აპრილი, 2020
ჟანრ(ებ)ი სამეფო ბრძოლა
რეჟიმ(ებ)ი მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ბრენდონ გრინი
ტაე-სეოკ ჩანი
პროდიუსერ(ებ)ი ჩან-ჰან კიმი
დიზაინერ(ებ)ი ბრენდონ გრინი
მხატვარი ტაე-სეოკ ჩანი
კომპოზიტორი ტომ სალტა

„PlayerUnknown’ s Battlegrounds“ („PUBG“) — სამეფო ბრძოლის ჟანრის მრავალმოთამაშიანი ონლაინ-ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული PUBG Corporation-ის მიერ.

„PUBG“ დაფუძნებულია ბრენდან გრინის მიერ, „PlayerUnknown“-ის ფსევდონიმით შექმნილ რამდენიმე პოპულარული თამაშის მოდიფიკაციაზე, რომლის შთაგონების წყაროდ იქცა 2000 წლის იაპონური ფილმი „სამეფო ბრძოლა“.[1][2]

სიუჟეტის მიხედვით, არაუმეტეს 100 მოთამაშე დესანტირებას ახორიციელებს კუნძულზე, რის შემდეგაც მოთამაშეები ეძებენ იარაღსა და სხვადასხვა აღჭურვილობას, რათა გაანადგურონ მოწინააღმდეგეები. თამაშის რუკაზე არსებული უსაფრთხო ზონა დროდადრო იწყებს შეკუმშვას (ზღუდავს ხელმისაწვდომ სივრცეს), რათა მოწინაღმდეგეები საბოლოოდ ერთმანეთს შეახვედროს. გადარჩენილი ჯგუფი ან მოთამაშე ხდება რაუნდის გამარჯვებული..[3]

გამოვიდა 2017 წლის 20 დეკემბერს Microsoft Windows-ის ოპერაციული სისტემისთვის.[4][5] თავდაპირველად იგი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Steam პლატფორმაზე. მოგვიანებით, თამაში Xbox One-ზე გამოუშვა კომპანია Microsoft Studios-მა 2018 წლის 4 4 სექტემბერს.[6] 2018 წლის მარტში თამაში გამოიცა Android და iOS-ის პლატფორმებისთვის,[7][8] რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ. PlayStation 4-ის ვერსია გამოვიდა იმავე წლის ნოემბერში, ხოლო სტრიმინგული პლატფორმა Google Stadia-ს ვერსია 2020 წლის აპრილში.[9]

„PUBG“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშია. 2019 წლის მონაცემებით PC და კონსოლების ვერსიების საერთო გაყიდვების რაოდენობა 60 მილიონს აღემატება. გარდა ამისა, თამაშის მობილური ვერსია „PUBG Mobile“ 600 მილიონზე მეტ ჩამოტვირთვას ითვლის.[10]

თამაშს წილად ხვდა დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს გააჩნია რიგი ტექნიკური ხარვეზები, მასში წარმოდგენილია ახალი ტიპის გეიმპლეი და სხვადსხვა დადებითი მახასიათებლები. სწორედ მას მიაწერენ სამეფო ბრძოლის (ინგლ. battle royale) ჟანრის პოპულარიზაციას. ამგავარი წარმატების შედეგად ჩინეთში გამოვიდა თამაშის რამდენიმე არაოფიციალური კლონი. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე თამაშის PC ვერსია ფლობს 86/100,[11] PS4 — 72/100,[12] XONE — 85/100,[13] iOS — 82/100.[14] „PUBG“-ის, აგრეთვე გადაეცა უამრავი ჯილდო სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიებზე. მოგვიანებით კომპანია PUBG Corporation-მა ჩაატარა რამდენიმე მცირე მასშტაბიანი ტურნირი. ზოგიერთ ქვეყანაში თამაში აკრძალულია, მიზეზად აცხადებენ, რომ იგი უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდებზე და იწვევს მასზე დამოკიდებულებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Greene, Brendan. (15 თებერვალი, 2017) INVEN Game Conference Talk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი, 2017. ციტირების თარიღი: June 8, 2017.
  2. McCarthy, Caty. (9 აგვისტო, 2017) Meeting PlayerUnknown, and the Fiction that Inspired the Year's Biggest Surprise Hit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო, 2017. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2017.
  3. Carter, Chris. (June 9, 2017) Understanding Playerunknown's Battlegrounds. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი, 2017. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2017.
  4. Hood, Vic. (16 აგვისტო, 2017) PlayerUnknown's Battlegrounds patches to be released less often. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აგვისტო, 2017. ციტირების თარიღი: 16 აგვისტო, 2017.
  5. Villas-Boas, Antonio. The biggest game of 2017 is finally finished, and it will launch on December 20 (8 დეკემბერი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 16, 2017. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი, 2017.
  6. Grubb, Jeff. PlayerUnknown's Battlegrounds leaves Xbox Game Preview on September 4 (21 აგვისტო, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო, 2018. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2018.
  7. Saed, Sherif. PUBG Mobile gets surprise release in the West (15 მარტი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2018. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2018.
  8. Chalk, Andy. PUBG Mobile comes to the West with a 'soft launch' in Canada (March 15, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი, 2018. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2018.
  9. Goslin, Austen. (28 აპრილი, 2020) PlayerUnknown’s Battlegrounds is out now on Google Stadia. Polygon. ციტირების თარიღი: April 28, 2020.
  10. Bailey, Dustin (16 დეკემბერი, 2019). „PUBG has sold ten million units in the past 18 months“. PCGamesN. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  11. PlayerUnknown's Battlegrounds for PC Reviews. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი, 2017. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2018.
  12. PlayerUnknown's Battlegrounds for PlayStation 4 Reviews. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი, 2019. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2019.
  13. PlayerUnknown's Battlegrounds for Xbox One Reviews. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი, 2019. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2019.
  14. PlayerUnknown's Battlegrounds Mobile for iPhone/iPad Reviews. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი, 2018. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2018.