Unreal Engine

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Unreal Engine
Unreal Engine logo and wordmark.png
მწარმოებელი Epic Games
გამოვიდა 1998
საიტი unrealengine.com

Unreal Engineთამაშის ძრავა, რომელიც შემუშავებულია კომპანია Epic Games-ის მიერ. მისი დემონსტრირება 1998 წელს თამაშ Unreal-ის გამოსვლით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ძრავა ძირითადად შექმნილი იყო პირველი პირის შუთერის სტილის თამაშებისთვის, მან საკმაოდ წარმატება ნახა საბრძოლო, MMORPGs და RPGs სტილის თამაშებში. კოდირება C++ პროგრამული ენით ხდება, რაც კიდევ უფრო პორტაბელურსა და უნივერსალურს ხდის მას. ძრავი ადვილად ხელმისაწდომმა ხელსაწყოებმა გაყიდვადი გახადა. მას დღეს უამრავი დეველოპერი იყენებს.

დღესდღეობით ძრავის ბოლო ვერსიაა Unreal Engine 4, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, თუმცა, 2015 წლიდან მისი გადმოწერა უფასოდ გახდა შესაძლებელი. Epic ნებას რთავს ნებისმიერ მომხმარებელს, გამოიყენონ ძრავი კომერციული მიზნით იმ პირობით, თუ შექმნილი პროდუქტის გაყიდვებიდან მიღებული სარგებლის 5% გადაიხდიან.

ეპიკმა ახალი, Unreal Engine 5-ის გამოსვლა 2021 წლის ბოლოსთვის დაანონსა.

Unreal Engine 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დებიუტი შედგა 1998 წელს. ძრავს უკვე გააჩნდა კავშირის, რენდერის, კომპიუტერული წინააღრმდეგობის სისტემა. მენეჯმენტი გაითვალა ერთ მთლიან ძრავზე. მან ნამდვილად დაამტკიცა სტაბილურობა. იგი იძლეოდა OpenGL და Direct3D მხარდაჭერას.

Unreal Engine 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ვერსიამ თავი America's Army-ში გამოიჩინა, რომელიც დაფინანსებული იყო აშშ-ის არმიის მიერ. პირველთან შედარებით რენდერის და ობიექტთა სისტემა ხელახლა შეიმუშავეს. ასევე მას დონის რედაქტირების შესაძლებლობა დაამატეს. მისი ფიზიკა დაიხვეწა RagDoll ფიზიკების მეშვეობით. სწორედ ამიტომ შეიქმნა თამაშები Unreal tournament და Undeal Chempionship. ძრავს დაემატა იქსბოქსის და ნინტენდო გეიმკუბის მხარდაჭერა ფლეისთეიშენი მხარდაჭერა პირველი ვერსიიდან იქნა დაკოპირებული

Unreal Engine 3[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძრვი წარმოჩნდა 2004 წელს თუმცა შეიქმნა 18 თვის წინ. ეს ვერსია კონცენტრირებული იყო გრაფიკაზე რაც გამოიწვია ძრავაში Dirext 9 და შადერების 3.0 სისტემის დაყენებამ. Epic Games-მა სტილი შეიცვალა და განათების ვერტექს სისტემა პიქსელ სისტემით ჩაანაცვლა. თავიდან იგი მხოლოდ იქსბოქს 360 და ფლეისთეიშენ 3 ფლათფორმას წარმოადგენდა შემდეგ კი ანდროიდის ვერსიაც დაამატეს 2010 წელს. პირველი თამაშები ამ ძრავზე იყო Gears of War და RoboBlitz.

Unreal Engine 4[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს გამოცხადდა რომ Unreal 4 იქმნებოდა 2003 წლიდან. იგი შექმნილი იყო უშუალოდ კომპანია ეპიკ გეიმსის შემქმნელთა მიერ.

ისინი აცხადებდნენ რომ ეს ძრავი იქნებოდა სიახლე ხალხისთვის. ეს ძრავი შეიცავდა თითქმის იგივე გრაფიკას როგორც Unreal 3 თუმცა დახვეწილი ჰქონდა ელემენტები გრაფიკის მხარდაჭერაში. მისი ლიცენზია ხელმისაწდომი იყო ყველასთვის. შესაძლოა მათ UDK-ს ჩანაცვლება უნდოდათ. უფასო ვერსია ყველა შესაძლებლობას შეიცავდა ხოლო 3000 დოლარის მოგების შემდეგ დეველოპერს 5% უნდა ეხადა ეპიკ გეიმსისთვის. იგი თავიდანვე შეიცავდა Android-ის და IOS-ის მხარდაჭერას.

Unreal Engine 5[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 13 მაისს Epic Games-მა Unreal Engine 5-ის გამოსვლა 2021 წლისთვის დააანონსა. ძრავის ახალი ვერსია მიზნად ისახავს ფოტო-რეალისტური გრაფიკის შექმნას. წინა ვერსიებისგან განსხვავებით, UE5-ს ასევე დაემატა ორი ახალი ხელსაწყო: Natine და Lumen, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მაღალი დეტალიზაციის მქონე ფოტოგრაფიული მასალების გეომეტრიული ვირტუალიზაცია და მათი თამაშში გადატანა.

Epic Games-ის გენერალურმა დირექტორმა, Tim Sweeney-მა განაცხადა, რომ ახალი UE5-ის მიზანია მაღალი ხარისხის თამაშების მოკლე დროში შექმნა ნაკლები დანახარჯით, რაც გაამარტივებს როგორც დეველოპერების საქმიანობას, ასევე ხელს შეუწყობს მათი პროდუქტიულობის გაზრდას.[1]

მართალია, UE5-ს 2021 წლამდე ვერ ვიხილავთ , თუმცა, დეველოპერებისთვის შესაძლებელი იქნება UE4-დან UE5-ზე გადასვლა და მათი პროექტების ახალ ძრავზე გაგრძელება.

UDK[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელი -UDK- უნრეალის უფასო ვერსია. იგი ხსნილი იყო უფასოდ მოდერებისთვის. იგი იყო უნრეალ 3-ს მსგავსი ინტერფეისით და ადვილი მორგებადი სისტემით. მისით დამზადებული თამაშები რეგისტრირდებოდა როგორც უნრეალ 3-ის. მისი სახელი უნდა ყოფილიყო Unreal SDK თუმცა შემოკლების მიზნით დაარქვეს UDK.

UnrealScript (პროგრამირების ენა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის პროგრამირების ენა, რომელიც ინტეგრირებული იყო უნრეალი სერიის ყველა ძრავაზე და ხსნილი იყო მომხმარებლებისთვის უფასოდ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Unreal_Engine&oldid=3888422“-დან