შინაარსზე გადასვლა

სამეფო ბრძოლა (ვიდეო თამაშების ჟანრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამეფო ბრძოლა (ინგლ. Battle Royal) — მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაშის ერთ-ერთი ჟანრი, რომელიც თავის თავში აერთიანებს გადარჩენის სიმულატორის ელემენტებს last man standing გეიმპლეით.

ჟანრის განსაკუთრებულ მახასიათებელს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული კუმშვადი „უსაფრხთო ზონა“ — რაც უფრო დიდხანს გრძელდება მატჩი, მით უფრო ნაკლები სივრცე რჩება მოთამაშისთვის ხელმისაწვდომი.[1] ჟანრის დასახელება მომდინარეობს 2000 წლის იაპონური ფილმიდან „სამეფო ბრძოლა“, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია იაპონელი მწერლის, ტაკამი კოშიუნის იმავე სახელწოდების რომანზე.[2][3]

„სამეფო ბრძოლის“ ჟანრს საფუძველი მასშტაბური ონლაინ-თამაშების, „ARMA 2“ და Minecraft-ის მოდების სახით ჩაეყარა, ხოლო თამაშებმა როგორებიცაა „PlayerUnknown's Battlegrounds“ (2017), „Fortnite Battle Royale“ (2017), „Apex Legends (2019) და „Call of Duty: Warzone“ (2020) ათწლეულის მიწურულს ჟანრის კულტურულ ფენომენად ჩამოყალიბება განაპირობა. გამოსვლიდან ერთ თვეში თითოეულ მათგანს ჰყავდა ათ მილიონამდე მოთამაშე.

  1. Sherif Saed. (2017-04-10) Battle royale: PlayerUnknown’s Battlegrounds, King of the Kill and the new genre of shooter en. VG247. ციტირების თარიღი: 2017-09-30.
  2. Tassi, Paul. (2017-09-22) 'PUBG' Developer Unironically Calls Out 'Fortnite' For Copying Its Battle Royale Format. Forbes.
  3. Winkie, Luke. (2017-04-07) Meet Brendan 'Playerunknown' Greene, Creator of the Twitch Hit 'Battlegrounds'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-30. ციტირების თარიღი: 2020-05-01.