წითელფეხა მუხისძირა
წითელფეხა მუხისძირა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წითელფეხა მუხისძირა, უკრაინა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Neoboletus luridiformis (Rostk.) Gelardi, Simonini & Vizzini (2014) | |||||||||||||||
|
წითელფეხა მუხისძირა (ლათ. Neoboletus luridiformis, ადრე ცნობილი როგორც Boletuss luridiformis და Boletus erythropus) — Neoboletus-ის გვარის სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.
გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰედრიკ პერსონმა 1796 წელს როგორც Boletus erythropus.[1]
2014 წელს შეიყვანეს ახლადშექმნილ Neoboletus-ის გვარში.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
- Boletus luridiformis Rostk., 1844
- Boletus luridus var. erythropus (Pers.) Fr., 1821
- Boletus luridus subsp. erythropus (Pers.) Pers., 1825
- Tubiporus erythropus (Fr.) Maire, 1937
- Neoboletus erythropus (Persoon) C. Hahn, 2015[3]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი 5-20 სმ-მდე აღწევს, ნახევარსფეროსებრი და მომრგავალო-ბალიშისებრია, ხავერდოვანი, მქრქალი, იშვიათად ლორწოვანი. ასაკთან ერთად შესაძლოა გაშიშვლდეს. ქუდის ფერი — წაბლისფერ-ყავისფერი, მუქი მურა, მუქი ყავისფერი, შავი-მურა, ასევე შესაძლოა ჰქონდეს ზეთისხილისფერი და წითელი შეფერილობა. დაჭერისას მუქდება ან შავდება.
რბილობი — მოყვითალო ან ხასხასა ყვითელი. გაჭრისას სწრაფად ლურჯდება ან მომწვანო-ლურჯ შეფერილობას იღებს, განსაკუთრებული გემოსა და სუნის გარეშე.
ფეხის სიგრძე — 5-15 სმ, სიგანე — 1,5-4, ცილინდრული ან ძირში გამსხვილებული. ფერი — ყვითელი-წითელი. ზედაპირზე ახასიათებს წითელი წინწკლები.
ჰიმენოფორი ყვითელია, მოგვიანებით ყვითელი-ზეთისხილისფერი, ზეთისხილისფერი, მომწვანო-ყვითელი, ფორები მომრგვალებული, ვიწრო, მწვანე, შემდგომში — ნარინჯისფერი, აგურისფერი, დაჭერისას ლურჯდება.
სპორების ფხვნილი მურა-ზეთისხილისფერია, სპორები თითისტარისებრი, გლუვი, 15×5 მკმ.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, კავკასიაში, აღმოსავლეთ ციმბირში, დასავლეთ ციმბირში და სამხრეთ შორეულ აღმოსავლეთში.
მიკორიზას ქმნის ფოთლოვან და წიწვოვან ხეებთან (წიფელი, მუხა, ნაძვი, სოჭი), ურჩევნია მჟავე ნიადაგი. გვხვდება ხავსიან და ბალოტიან ადგილებშიც.
სეზონი — მაისის შუა პერიოდიდან ოქტომბრამდე, მასიურად მოდის ივლისის თვეში.
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოხმარებამდე აუცილებელია მისი სათანადოდ მომზადება,[4] ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, სოკო უნდა მოიხარშოს 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ნახარში წყალი გადაიღვაროს,[5] წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, ასევე ამავე მიზეზით, მისი გახმობა რეკომენდირებული არაა.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საჭმელი სოკოები:
- მუხისძირა — ფეხზე ახასიათებს მოგრძოყულფებიანი მოწითალო-მურა ბადე.
- Boletus junquilleus — ცნობილია მხოლოდ დასავლეთ ევროპაში. სოკო მთლიანად ყავისფერ-მწვანე შეფერილობისაა.
არასაჭმელი სოკოები:
- Suillellus queletii — იშვიათი სოკოა, რომელსაც ახასიათებს უფრო ღია ყვითელი-ყავისფერი ქუდი. იზრდება კირიან ნიადაგზე.
შხამიანი სოკოები:
- სატანას სოკო — განსხვავდება რბილობით, გაჭრისას ფერს ნელ-ნელა იცვლის, თავიდან წითლად, შემდეგ ლურჯდება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „წითელფეხა მუხისძირა“ ვიკისაწყობში.
- წითელფეხა მუხისძირა MycoBank-ზე (ინგლისური)
- წითელფეხა მუხისძირა — Mycoweb
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Roger Phillips (1985). Mushrooms and other fungi of Great Britain and Europe. London: pan Books, გვ. 201. ISBN 978-0-330-26441-9.
- ↑ Gelardi M, Simonini G, Vizzini A. (17 ოქტომბერი, 2014) Nomenclatural novelties. Index Fungorum. indexfungorum.
- ↑ Species Fungorum - Species synonymy. www.speciesfungorum.org.
- ↑ Neoboletus luridiformis. Gastronomiavasca.Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი, 2020.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 69, ISBN 99940-856-1-1.