მუხისძირა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მუხისძირა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Suillelus luridus | |||||||||||||||
|
მუხისძირა (ლათ. Suillellus luridus, Boletus luridus) — ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. მისი ქუდის დიამეტრია 5-20 სმ, ხორცოვანია, ნახევარსფეროსებრი, მუქი მურა ან მოყვითალო მურა. ქუდის ქვედა მხარეზე წითელი ან ნარინჯისფერი მილნაირი ჰიმენოფორია, რომელიც ხელის დაჭერით ლურჯდება. ფეხი ნარინჯისფერია, ძირში გამსხვილებული და წითელი, ზედაპირზე მოგრძოყულფებიანი მოწითალო-მურა ბადე აქვს. მოყვითალო რბილობი ჰაერზე სწრაფად ლურჯდება. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით მუხნარში, ზაფხულში და შემოდგომით. იჭმება ახალი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 229.