ბოლეტუსისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლეტუსისნაირნი

ბრინჯაოსფერი დათვისსოკო — ბოლეტუსისნაირთა რიგის ტიპური წარმომადგენელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
ლათინური სახელი
Boletales E.-J.Gilbert, 1931

ბოლეტუსისნაირნი (ლათ. Boletales) — სოკოების რიგი აგარიკომიცეტების კლასისა, რომელიც თავის თავში მოიცავს ხუთ ქვერიგს — Boletineae, Coniophorineae, Sclerodermatineae, Suillineae, Tapinellineae. რიგში შედის 1300-მდე სახეობა. რიგის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან ბოლეტუსისებრნი.

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ პერიოდში ბოლეტუსისნაირთა რიგი მოიცავდა მხოლოდ მილაკებიან სოკოებს, თუმცა, მოლეკულარული კვლევების შემდეგ, რიგში გააერთიანეს რამდენიმე ფირფიტებიანი (მაგალითად, ლორწოვანასებრნი და პაქსილუსისებრნი) და გლებალური ჰიმენოფორის მქონე სოკო (ცრუგუდაფშუკასებრნი და რიზოპოგონისებრნი).[1]

ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლეტუსისნაირთა უმეტესობა მიკორიზული სოკოა. ზოგიერთი სახეობა პარაზიტია, მაგალითად, ზოგიერთი ლორწოვანასებრნი პარაზიტირებს დუმასოკოსებრნზე, Pseudoboletus parasiticus პარაზიტირებს ცრუგუდაფშუკასებრნზე.[2]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვერიგი ლათინური სახელი ქართული სახელი
Boletineae Boletaceae ბოლეტუსისებრნი
Sclerodermatineae Boletinellaceae ბოლეტინელისებრნი
Coniophorineae Coniophoraceae კონიფორასებრნი
Boletineae Diplocystaceae დიპლოცისტიდებრნი
Suillineae Gomphidiaceae ლორწოვანასებრნი
Sclerodermatineae Gyroporaceae გიროპორისებრნი
Coniophorineae Hygrophoropsidaceae ჰიგროფოროფსისებრნი
incertae sedis Melanogastraceae მელანოგასტერისებრნი
Boletineae Octavianiaceae ოქტავიანისებრნი
Paxillineae Paxillaceae ოაქსილუსისებრნი
Suillineae Rhizopogonaceae რიზოპოგონისებრნი
Sclerodermatineae Sclerodermataceae ცრუგუდაფშუკასებრნი
Coniophorineae Serpulaceae სერპულასებრნი
incertae sedis Stephanosporaceae სტეფანოსპორასებრნი
Suillineae Suillaceae დუმასოკოსებრნი
Tapinellineae Tapinellaceae ტაოილენასებრნი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Binder, M.; Hibbett, D.S. (2006). „Molecular systematics and biological diversification of Boletales“. Mycologia. 98 (6): 971–81. doi:10.3852/mycologia.98.6.971. PMID 17486973.
  2. Robinson R. (2003). Fungi of the South West Forests. Department of Conservation & Land Management, Western Australia. ISBN 978-0-7307-5528-9.