Help!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Help!
სტუდიური ალბომი - ბითლზი
გამოცემის თარიღი 6 აგვისტო 1965 (ბრიტანეთი)
13 აგვისტო 1965 (აშშ)
ჩაიწერა 15 თებერვალი, 1965 - 17 ივნისი, 1965[1]
სტუდია ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 34:20
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
ბითლზი - ქრონოლოგია
Beatles for Sale
(1964)
Help!
(1965)
Rubber Soul
(1965)
სინგლები ალბომიდან Help!
  1. Ticket to Ride
    გამოვიდა: 9 აპრილი 1965
  2. Help!
    გამოვიდა: 19 ივლისი 1965
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 5/5 stars[5]
The A.V. Club A[6]
Blender 4/5 stars[7]
Consequence of Sound B[8]
The Daily Telegraph 4/5 stars[9]
Encyclopedia of Popular Music 5/5 stars[10]
MusicHound 3.5/5 stars[11]
Paste 100/100[12]
Pitchfork Media 9.2/10[13]
The Rolling Stone Album Guide 5/5 stars[14]

Help! (ინგლ. მიშველე!) — ინგლისური როკ-ჯგუფ ბითლზის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1965 წლის 6 აგვისტოს. იგი აგრეთვე არის ჯგუფის ფილმის „მიშველე!“ საუნდტრეკი. ჩაწერილი ჯორჯ მარტინის პროდიუსერობით, მისი ბრიტანული გამოცემა შეიცავს 14 სიმღერას. აქედან შვიდი (მათ შორის, სინგლები "Help!" და "Ticket to Ride" სხვადასხვა ფორმით ფილმში მოხვდა, ისევე, როგორც გრამფირფიტის პირველ მხარეს. მეორე მხარეზე წარმოდგენილია შვიდი სიმღერა, მათ შორის - "Yesterday".

ამერიკული გამოცემა არის ფილმის უფრო ზუსტი საუნდტრეკი, ვინაიდან შვიდი სიმღერა, რომელიც ფილმში ჟღერს, ჩაწერილია სხვა, ინსტრუმენტულ მასალასთან ერთად, რომელიც ასევე შეტანილია ფილმში. ბრიტანული გამოცემის მეორე მხარეს წარმოდგენილი სიმღერებიდან ორი გამოვიდა ჯგუფის შემდეგი ალბომის Rubber Soul ამერიკულ ვერსიაში, ორი - შემდეგ აშშ სინგლზე და მოგვიანებით Yesterday and Today-ზე, ხოლო კიდევ სამი - Beatles VI-ზე.

2012 წელს Help! იკავებდა 331-ე ადგილს Rolling Stone-ის "ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის" სიაში.[15] 2013 წელს BPI-მ მას პლატინის სტატუსი მიანიჭა.[16]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომში შეტანილია პოლ მაკ-კარტნის "Yesterday", არანჟირებული გიტარისთვის და სიმებიანი ორკესტრისთვის, ჩაწერილი ჯგუფის სხვა წევრების გარეშე. ჯონ ლენონის "You've Got to Hide Your Love Away" ბობ დილანის გავლენით არის ჩაწერილი, ფლეიტების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ 1964 წლის Beatles for Sale-ის რამდენიმე კომპოზიცია, ისევე, როგორც "I'll Cry Instead" (ალბომიდან A Hard Day's Night) უკვე იყენებდა ქანთრის ელემენტებს, მაკ-კარტნის "I've Just Seen a Face" მთლიანად ქანთრის ჟანრის არის, ისეთი ტემპით, რომ შეიძლება ეწოდოს ბლუგრასის ჟანრის მუსიკაც - რომ არა ბანჯო და ვიოლინო.[17]

"Ticket to Ride", რომელიც აგრეთვე გამოიცა სინგლზე, ლენონის აზრით, ძალიან "მძიმე" იყო.[18] მაკ-კარტნის აზრით, არანჟირება მეტად რადიკალური გამოვიდა.

ჯორჯ ჰარისონის საავტორო სიმღერებია "I Need You" და "You Like Me Too Much" (With the Beatles-ის შემდეგ წინა ალბომებზე მისი კომპოზიციები არ ყოფილა.

როდესაც "Help!" 65 წელს გამოვიდა, მე დახმარება ნამდვილად მჭირდებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ სწრაფი როკ-ენ-როლური სიმღერაა. მაშინ ამაზე არ მიფიქრია - უბრალოდ დავწერე იგი, ვინაიდან ფილმისთვის უნდა დამეწერა. მოგვიანებით კი დახმარება ნამდვილად დამჭირდა. ეს ჩემთვის მსუქანი ელვისის პერიოდი იყო. დაუკვირდით ფილმს: ის - მე - მსუქანია, სუსტი და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს. მე კი ვმღერივარ იმაზე, თუ რა კარგი იყო, როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყო და ა.შ.; ვიხსენებ, რა მარტივი იყო ყველაფერი. შეიძლება პოზიტიური ვიყო - ჰო, ჰო - მაგრამ აგრეთვე მძიმე დეპრესიები მაქვს, ისეთი, რომ ფანჯრიდან გადახტომაც მინდება. ასაკთან ერთად კი ამასთან გამკლავება უფრო მარტივი ხდება. არ ვიცი, სწავლობ ამის მართვას თუ, უბრალოდ, როდესაც იზრდები, უფრო მშვიდდება. მოკლედ, წონაში მოვიმატე, დეპრესია მქონდა და დახმარება მესაჭიროებოდა.

ალბომში შეტანილია ორი ქავერ-ვერსია და რამდენიმე სიმღერა, რომელიც უფრო უკავშირდება ჯგუფის წინა ჩანაწერს, თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯიც არის. გრამფირფიტის ანოტაციების თანახმად ლენონი და მაკ-კარტნი კლავიშებიანებს უფრო აქტიურად იყენებდნენ, თუმცა მანამდე ასეთ ინსტრუმენტზე ჯორჯ მარტინი უკრავდა. ოთხტრეკიანი ჩამწერის ტექნოლოგიის მეშვეობით ეს ხელმისაწვდომი იყო. ლენონი, თავის მხრივ, აკუსტიკურ გიტარას უფრო ხშირად იყენებდა, Rickenbacker-ის მაგივრად.

გრამფირფიტის პირველ მხარეს საუნდტრეკის ორიგინალური სიმღერების შეტანა და მეორეზე - დამატებითი ჩანაწერების, მომდინარეობს ალბომის A Hard Day's Night ტრადიციებიდან.

წლების შემდეგ ლენონი ამბობდა, რომ სასათაურო სიმღერა იყო დახმარების ღია თხოვნა, იგი განიცდიდა, რომ სიმღერის მშვიდი, ფორტეპიანოს თანხლებით შექმნილი ბალადა უფრო სწრაფით ჩაანაცვლა, რაც მხოლოდ კომერციული ზეწოლის შედეგად მოხდა.[20][21]

Help! იყო ჯგუფის უკანასკნელი ბრიტანული ალბომი (გარდა 1966 წლის კომპილაციის A Collection of Beatles Oldies), რომელშიც ქავერ-სიმღერები შეიტანეს (1970 წლის Let It Be-მდე, რომელშიც შეიტანეს ხალხური სიმღერის "Maggie Mae" ვერსია). 1966 წელს Capitol-მა "Act Naturally", რომელიც ბრიტანულ Help!-ზე უკვე წარმოდგენილი იყო, გამოსცა Yesterday and Today-ზე. "Bad Boy" და "Dizzy Miss Lizzy" (ავტორი ლარი უილიამსი, ორივე ჩაიწერა 1965 წლის 10 მაისს) დაგეგმილი იყო ამერიკულ ბაზარზე გამოსაცემად, თუმცა ბრიტანულ ალბომში "Dizzy Miss Lizzy" მოხვდა.[22] ორივე სიმღერა შეიტანეს 1965 წლის ივნისში აშშ-ში გამოცემულ Beatles VI-ში. "Bad Boy" ბრიტანეთში პირველად მხოლოდ A Collection of Beatles Oldies-ზე გამოვიდა და ამ ალბომში შეტანილი ერთადერთი ქავერ-სიმღერა იყო.[23]

გამოუყენებელი სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმისთვის იწერებოდა რამდენიმე სიმღერა, მაგრამ ისინი თავად ჯგუფის ინიციატივით არ გამოიყენეს. ლენონის და მაკ-კარტნის მიერ დაიწერა "If You've Got Trouble", რომელსაც ასრულებს რინგო სტარი, მაგრამ საბოლოოდ იგი ალბომში "Act Naturally"-მ ჩაანაცვლა (იგი ფილმში არ არის, მაგრამ მისი თემა ფილმში მონაწილეობაა).[24] "That Means a Lot" აგრეთვე დაიწერა ფილმისთვის, მაგრამ ჯგუფს არ მოსწონდა სიმღერის შესრულება და იგი პი ჯეი პრობიმ ჩაწერა, საკუთარი სინგლისთვის.[25] ლენონი ამბობდა, რომ "Yes It Is" წარმოადგენდა "This Boy"-ს ხელმეორედ დაწერის მცდელობას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.[26] იგი მოგვიანებით გამოვიდა "Ticket to Ride"-ის b-მხარეზე და აგრეთვე შევიდა ამერიკულ Beatles VI-ში. "You Like Me Too Much" და "Tell Me What You See" ფილმის რეჟისორმა რიჩარდ ლესტერმა ამოიღო, თუმცა ისინი შეტანილია ალბომის ბრიტანულ გამოცემაში და Beatles VI-ში.

მოგვიანებით, 1965 წლის ივნისში, სიმღერა "Wait" ალბომისთვის ჩაიწერა (ახალი დუბლების დამატების შემდეგ), მაგრამ Rubber Soul-ში შეიტანეს, როდესაც უკანასკნელს მასალა აკლდა.

ალბომის გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Semaphore Hotel.svg
H
Semaphore Echo.svg
E
Semaphore Lima.svg
L
Semaphore Papa.svg
P
Semaphore November.svg
N
Semaphore Uniform.svg
U
Semaphore Juliet.svg
J
Semaphore Victor.svg
V
Semaphore November.svg
N
Semaphore Victor.svg
V
Semaphore Uniform.svg
U
Semaphore Juliet.svg
J

ალბომის გარეკანზე ჯგუფის წევრები გამოსახულები არიან ხელების სხვადასხვა პოზებით, რაც სემაფორული ანბანით ასახავს სიტყვას. ფოტოგრაფი რობერტ ფრიმენი: "აზრად მქონდა სიტყვის HELP სემაფორულად ასახვა. მაგრამ როდესაც გადასაღებად მივედით, ხელებით სიტყვების გამოსახვა კარგად არ ჩანდა. ამიტომ, იმპროვიზირება გადავწყვიტეთ და მივიღეთ გრაფიკულად ხელების საუკეთესო განლაგება."[27]

ბრიტანულ გამოცემაზე ჯგუფი ხელებით გამოსახავს NUJV-ს, ხოლო აშშ გამოცემაზე- NVUJ-ს (მაკ-კარტნის მარცხენა ხელი Capitol-ის ლოგოზე უთითებს).[28] Capitol-ის გრამფირფიტა გამოვიდა დელუქს-გასაშლელ კონვერტში, ფილმის კადრებით. იგი ლეიბლის მიერ იმ პერიოდში გამოცემულ სხვა ფირფიტებზე ერთი აშშ დოლარით უფრო ძვირი იყო.

CD გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი CD-ზე სულ ოთჯერ გამოიცა. პირველად გამოვიდა 1987 წლის 30 აპრილს, ბრიტანული ვერსიის 14 სიმღერიანი სიით. მანამდე იგი აშშ-ში მხოლოდ იმპორტირებული დისკის სახით იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ გრამფირფიტებმა და აუდიოკასეტებმა 1987 წლის 21 ივლისს ჩაანაცვლე ორიგინალური აშშ ვერსია.

ისევე, როგორც Rubber Soul-ის CD გამოცემის შემთხვევაში, Help!-ზეც მარტინის მიერ 1986 წელს შედგენილი თანამედროვე სტერეო მიქსი წარმოადგინეს. მარტინი EMI-სთან საუბრისას გამოხატავდა ამ ვერსიის გამოცემით დაინტერესებას, ამბობდა რა, რომ იგი იყო "მეტად ბუნდოვანი და კარგი გამოცემა არ იქნებოდა". ამიტომ იგი დაუბრუნდა ორიგინალურ ოთხტრეკიან ფირებს და ისინი სტერეოში გადაიყვანა.[29] ერთ-ერთი აღსანიშნავი ცვლილება იყო "Dizzy Miss Lizzy"-ში ექოს ეფექტის დამატება, რაც გრამფირფიტის ორიგინალურ მიქსში არ ყოფილა.

როდესაც ალბომი კანადაში პირველად გამოვიდა CD-ზე, იგი წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ვერსიების სახით. ეს იყო 1987 წლის ახალი მიქსი. თუმცა, როდესაც კანადაში Disque Améric-მა და Cinram-მა დაიწყეს ალბომის ბეჭდვა, შეცდომით გამოიყენეს 1965 წლის სტერეო მიქსი. ეს იყო 1965 წლის ერთადერთი სრული სტერეო მიქსი, 2009 წელს ჯგუფის მონო-კოლექციის გამოცემამდე.[30]

2009 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა ჯგუფის სტერეო-რემასტერების ყუთი. იგი მომზადდა ორიგინალური სტერეო ჩანაწერის 1986 წლის მასტერ-ფირების ციფრული რემასტერებიდან.[31] 1965 წლის სტერეო მიქსი აგრეთვე შეტანილია მონო-კოლექციის დამატებით მასალებში.

1965 წლის სტერეო მიქსი აგრეთვე გამოვიდა 2014 წელს, The Japan Box-ზე.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა. 

მხარე 1
# სახელწოდება წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Help!   ლენონი 2:18
2. The Night Before   მაკ-კარტნი 2:33
3. You've Got to Hide Your Love Away   ლენონი 2:08
4. I Need You (ჰარისონი) ჰარისონი 2:28
5. Another Girl   მაკ-კარტნი 2:05
6. You're Going to Lose That Girl   ლენონი 2:17
7. Ticket to Ride   ლენონი 3:10
მხარე 2
# სახელწოდება წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Act Naturally (რასელი, მორისონი) სტარი 2:29
2. It's Only Love   ლენონი 1:54
3. You Like Me Too Much (ჰარისონი) ჰარისონი 2:35
4. Tell Me What You See   მაკ-კარტნი 2:36
5. I've Just Seen a Face   მაკ-კარტნი 2:04
6. Yesterday   მაკ-კარტნი 2:03
7. Dizzy Miss Lizzy (უილიამსი) ლენონი 2:53

ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Help!
საუნდტრეკი - ბითლზი
გამოცემის თარიღი 13 აგვისტო 1965
ჩაიწერა ები-როუდის სტუდიები
15 თებერვალი, 1965 - 17 ივნისი, 1965
ჟანრი როკ ენ როლი
ხანგრძლივობა 28:43
ლეიბლი Capitol
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
ბითლზის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემები - ქრონოლოგია
Beatles VI
(1965)
Help!
(1965)
Rubber Soul
(1965)
სინგლები ალბომიდან Help!
  1. Ticket to Ride
    გამოვიდა: 19 აპრილი 1965
  2. Help!
    გამოვიდა: 19 ივლისი 1965[32]

ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა, ჯგუფის მერვე ალბომი Capitol Records-ში, შეიცავს ფილმში შეტანილ სიმრერებს და კენ თორნის მიერ შექმნილი ორკესტრული საუნდტრეკის ნაწილს, რომელშიც გამოყენებულია სიტარი - პირველად პოპ/როკ-ალბომები ისტორიაში. "Ticket to Ride" არის ამერიკული გამოცემის ერთადერთი სიმღერა, რომელიც იმიტირებული, "დუოფონური" სტერეოს სახით არის წარმოდგენილი (ორიგინალური მონო-მიქსის გამოყენებით). Help! აგრეთვე შეტანილია The Capitol Albums, Volume 2-ში. ამ CD-ზე წარმოდგენილია ამერიკული გამოცემის სტერეო და მონო ვერსიები. ალბომის მეორე CD გამოცემა მხოლოდ 2014 წელს გამოჩნდა, The U.S. Albums-ის შემადგენლობაში.

ბრიტანული ალბომის მეორე მხარის სიმღერები, რომლებიც არ მოხვდა ფილმში, შეიტანეს სამ ამერიკულ ალბომში. სამი უკვე გამოსული იყო Beatles VI-ში: "You Like Me Too Much", "Tell Me What You See" და "Dizzy Miss Lizzy". "I've Just Seen A Face" და "It's Only Love" შეიტანეს ამერიკულ Rubber Soul-ში, ხოლო შემდგომში, Yesterday and Today მოხვდა "Yesterday" და "Act Naturally".

ამერიკული გამოცემა მოხვდა ბილბორდის ალბომების ჩარტის #1 პოზიციაზე, სადაც ცხრა კვირის განმავლობაში დარჩა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა. 

მხარე 1
# სახელწოდება წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Help! (იწყება ინსტრუმენტული შესავლით, რომელიც ეფუძნება ჯეიმზ ბონდის თემას, შემსრულებელი მითითებული არ არის) ლენონი 2:39
2. The Night Before   მაკ-კარტნი 2:36
3. From Me to You Fantasy (ლენონი/მაკ-კარტნი; არანჟირება - თორნი) ინსტრუმენტული 2:08
4. You've Got to Hide Your Love Away   ლენონი 2:12
5. I Need You (ჰარისონი) ჰარისონი 2:31
6. In the Tyrol (კენ თორნი) ინსტრუმენტული 2:26
მხარე 2
# სახელწოდება წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Another Girl   მაკ-კარტნი 2:08
2. Another Hard Day's Night (ლენონი/მაკ-კარტნი; არანჟირება - თორნი) ინსტრუმენტული 2:31
3. Ticket to Ride   ლენონი და მაკ-კარტნი 3:07
4. Medley: The Bitter End (კენ თორნი)/You Can't Do That (ლენონი/მაკ-კარტნი; არანჟირება - თორნი) ინსტრუმენტული 2:26
5. You're Going to Lose That Girl   ლენონი 2:19
6. The Chase (კენ თორნი) ინსტრუმენტული 2:31

ადგილები ჩარტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი წელი უმაღლესი პოზიცია
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[33] 1965 1
Billboard-ის 200 პოპულარული ალბომი
ავსტრალიის ალბომების ჩარტი
ავსტრალიის ალბომების ჩარტი 1966

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ში ალბომი 1965 წლის 31 დეკემბრისთვის გაიყიდა 1.314.457, ხოლო ათწლეულის ბოლოსთვის - 1.594.032 ასლის ოდენობით.[34]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ ლუისონის თანახმად[35][36] and Alan W. Pollack.[37]

ბითლზი
  • ჯონ ლენონი – წამყვანი ვოკალი, ბექ-ვოკალი, რიტმული გიტარა, ელექტრონული ფორტეპიანო, დაირა სიმღერაში "Tell Me What You See"
  • პოლ მაკ-კარტნი – ვოკალი, ვოკალური ჰარმონიები, ბექ-ვოკალი, წამყვანი და ბას-გიტარები, ელექტრონული და აკუსტიკური ფორტეპიანოები
  • ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი ვოკალი, ბექ-ვოკალი, წამყვანი და რიტმული გიტარები, წამყვანი ვოკალები სიმღერებში "I Need You" და "You Like Me Too Much", გირო სიმღერაში "Tell Me What You See"
  • რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები, სხვადასხვა პერკუსია; კლავი სიმღერაში "Tell Me What You See", წამყვანი ვოკალი სიმღერაში "Act Naturally"
დამატებითი პერსონალი
  • ჯორჯ მარტინი – პროდიუსერი, ფორტეპიანო სიმღერაში "You Like Me Too Much"
  • ჯონ სკოტი – ტენორული და ალტო ფლეიტები სიმღერებში "You've Got to Hide Your Love Away"
  • სიმებიანი კვარტეტი სიმღერაში "Yesterday", არანჟირებულია მარტინის და მაკ-კარტნის მიერ

მოცულობითი ჟღერადობის ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის „მიშველე!“ 2007 წლის DVD გამოცემაში შესატანად ორიგინალური ალბომის სიმღერები (1-7) გადაიტანეს 5.1 ჟღერადობაში.

გამოცემების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი კატალოგი
გაერთიანებული სამეფო 6 აგვისტო 1965 Parlophone მონო გრამფირფიტა PMC 1255
სტერეო გრამფირფიტა PCS 3071
United States 13 August 1965 Capitol მონო გრამფირფიტა MAS 2386
სტერეო გრამფირფიტა SMAS 2386
გამოიცა მსოფლიოს მასშტაბით 15 აპრილი 1987 Apple, Parlophone, EMI CD CDP 7 46439 2
აშშ 21 ივლისი 1987 Capitol სტერეო გრამფირფიტა CLJ 46439
იაპონია 11 მარტი 1998 Toshiba-EMI CD TOCP 51115
იაპონია 21 იანვარი 2004 Toshiba-EMI გრამფირფიტა, რემასტერი TOJP 60135
გამოიცა მსოფლიოს მასშტაბით 11 აპრილი 2006 Apple/Capitol/EMI აშშ გრამფირფიტის CD გამოცემა CDP 0946 3 57500 2 7
გამოიცა მსოფლიოს მასშტაბით 9 სექტემბერი 2009 Apple/Capitol/EMI სტერეო CD, რემასტერი CDP 0946 3 82415 2 2

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები
  1. Help! beatlesbible.com Retrieved 22 January 2015.
  2. World - Volume 2 - Page 61, 1973. "[on Help! and A Hard Day's Night], the soundtrack-gone-rock album is a marketing ideal that is passed off on the buying public with objectionable regularity and has already begun to backfire."
  3. Spignesi, Stephen J.; Lewis, Michael (2004) Here, There, and Everywhere: The 100 Best Beatles Songs. New York: Black Dog. ISBN 978-1-57912-369-7. „...after the unabashed more-or-less traditional pop rock of A Hard Day's Night and Help!...“ 
  4. Unterberger, Richie (2002). Turn! Turn! Turn!: The '60s Folk-Rock Revolution. San Francisco: Backbeat Books, გვ. 272. ISBN 0-87930-703-X. 
  5. Allmusic review
  6. Klosterman, Chuck. “Chuck Klosterman Repeats The Beatles“, 8 September 2009. წაკითხვის თარიღი: 26 May 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან 26 May 2013-ში. 
  7. Blender review დაარქივებული ნოემბერი 29, 2014 საიტზე Wayback Machine
  8. Young, Alex. (18 September 2009) The Beatles – Help! (რემასტერი). Consequence of Sound. წაკითხვის თარიღი: 25 March 2015.
  9. McCormick, Neil. “The Beatles – Help!, review“, The Daily Telegraph, 7 September 2009. წაკითხვის თარიღი: 23 October 2011. 
  10. Larkin, Colin (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 489. ISBN 0-19-531373-9. 
  11. Graff, Gary; Durchholz, Daniel (eds) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide, 2nd, Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 88. ISBN 1-57859-061-2. 
  12. The Beatles: The Long and Winding Repertoire“. Paste. წაკითხვის თარიღი: 5 January 2013. 
  13. Pitchfork Media review. Pitchfork Media (8 September 2009). წაკითხვის თარიღი: 23 August 2011.
  14. The Beatles | Album Guide. rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 20 September 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 25 March 2015.
  15. 500 Greatest Albums of All Time: the Beatles, 'Help'. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 31 July 2012.
  16. Beatles albums finally go platinum. BBC News. წაკითხვის თარიღი: 4 September 2013.
  17. Unterberger 2009.
  18. Beatles Interview Database 2009.
  19. Playboy Interview: John Lennon And Yoko Ono. Recmusicbeatles.com. წაკითხვის თარიღი: 23 October 2011.
  20. Help! by The Beatles. Songfacts.com. წაკითხვის თარიღი: 23 October 2011.
  21. John Lennon- Help! (Piano Demo). YouTube (9 December 2007). წაკითხვის თარიღი: 23 October 2011.
  22. Keith Badman and Barry Miles, The Beatles Diary: The Beatles Years (Omnibus Press, 2001), 248.
  23. Liner notes, Past Masters vol.1
  24. Lewisohn 1988, pp. 55,60.
  25. Lewisohn 1988, pp. 56–57.
  26. Sheff 2000, p. 196.
  27. Freeman, p. 62.
  28. Spizer, Bruce (2000). The Beatles' Story on Capitol Records – Part Two: The Albums. 498 Productions, გვ. 88, 93. 
  29. Kozinn 1987.
  30. Rubber Soul CD – Canadian Pressing Featuring Original UK Mixes?. Steve Hoffman Music Forums (9 April 2006). წაკითხვის თარიღი: 17 January 2014.
  31. Apple Records 2009.
  32. Stannard 1982, p. 141.
  33. Chart Stats – The Beatles – Help!. chartstats.com. წაკითხვის თარიღი: 3 June 2011.
  34. How Many Records did the Beatles actually sell?. Deconstructing Pop Culture by David Kronemyer (29 April 2009). წაკითხვის თარიღი: 11 July 2015.
  35. Lewisohn 1988.
  36. Lewisohn 1996.
  37. Pollack 2009.
ლიტერატურა
წინამორბედი:
Out of Our Heads - როლინგ სტოუნზი
Billboard 200 - #1 ალბომი
11 სექტემბერი – 12 ნოემბერი 1965
შემდეგი:
მუსიკის ჰანგები - საუნდტრეკი
- რიჩარდ როჯერსი და ოსკარ ჰამერსტაინ II
წინამორბედი:
მუსიკის ჰანგები - საუნდტრეკი
- რიჩარდ როჯერსი და ოსკარ ჰამერსტაინ II
Kent Music Report (ავსტრალია) - #1 ალბომი
18 სექტემბერი – 19 ნოემბერი 1965
29 იანვარი – 4 თებერვალი 1966
12–18 თებერვალი 1966
შემდეგი:
Rubber Soul - ბითლზი
წინამორბედი:
მუსიკის ჰანგები - საუნდტრეკი
- რიჩარდ როჯერსი და ოსკარ ჰამერსტაინ II
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი - #1 ალბომი
14 აგვისტო 1965 – 16 ოქტომბერი 1965
შემდეგი:
მუსიკის ჰანგები - საუნდტრეკი
- რიჩარდ როჯერსი და ოსკარ ჰამერსტაინ II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Help!&oldid=3004393“-დან