First Live Recordings

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
First Live Recordings
საკონცერტო ალბომი
გამოცემის თარიღი 1979
ჩაიწერა 1962
ჟანრი როკ-ენ-როლი, გერიჯ-როკი
ხანგრძლივობა 58:39
ლეიბლი Pickwick
ალტერნატიული გარეკანი
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic2/5 stars [1][2]

First Live Recordingsინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ალბომების სერია, გამოცემული Pickwick Records-ის მიერ 1979 წელს. ადრიენ ფარბერი, რომელიც ჰამბურგის Star Club-ის ტექნიკური მენეჯერი იყო, The Dominoes-ის ლიდერ კინგ საიზ ტეილორის მითითებით, იწერდა კლუბში ჩატარებულ კონცერტებს Grundig-ის შინაურ მაგნიტოფონზე, 1962 წლის დეკემბერში. სავარაუდოდ, ჩაიწერა 25, 28 ან 29 და 30 დეკემბრის გამოსვლები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს არ მოსწონდა ჩანაწერის ხარისხი, Lingasong Records-მა დაახლოებით 100.000 აშშ დოლარი ხახარკა მის 16 ფირიან ფორმატში გადაყვანაში. გარდა ყველაფრისა, ამ გამოსვლებში რინგო სტარიც მონაწილეობდა. იგივე ჩანაწერი მანამდე გამოვიდა Live! at the Star-Club in Hamburg, Germany; 1962-ის სახით, ლეიბლზე Lingasong Records. Pickwick-ის ვერსია ოდნავ შეცვლილია, მასზე გამოკვეთილია ვოკალური ნაწილები.

"Be-Bop-A-Lula"-ში და "Halleluja, I Love Her So"-ში წამყვან ვოკალს ასრულებს კლუბის ოფიციანტი, ჰორსტ ფაშერი. "Hully Gully"-ში (რომელიც Lingasong-ის გამოცემაში არ არის) The Beatles საერთოდ არ უკრავს - ეს არის კლიფ ბენეტის და The Reber Rousers-ის იმავე კლუბში იმავე საღამოს გამოსვლის ჩანაწერი.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწილი 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Where Have You Been All My Life (სინთია უაილი/ბარი მენი) – 1:55
  2. A Taste of Honey (ბობი სკოტი/რიკ მარლოუ) – 1:40
  3. Your Feet's Too Big (ადა ბენსონი/ფრედ ფიშერი) – 2:20
  4. Mr. Moonlight (რ. ჯონსონი) – 2:05
  5. Besame Mucho (ტ. ველასკესი) – 2:35
  6. I'm Gonna Sit Right Down and Cry (Over You) (ჯ. თომასი/ჰ. ბიგზი) – 2:40
  7. Be-Bop-A-Lula (ჯ. ვინსენტი/ტ. დეივისი) – 2:28
  8. Hallelujah I Love Her So (რეი ჩარლზი) – 2:08
  9. 'Till There Was You (მერედით უილსონი) – 1:59
  10. Sweet Little Sixteen (ჩაკ ბერი) – 2:44
  11. Little Queenie (ჩაკ ბერი) – 3:53
  12. Kansas City/Hey Hey Hey Hey (ჯ. ლიბერი/მ. სტოლერი/რ. პენიმენი) – 2:09
  13. Hully Gully (ფ. სმითი/კ. გოლდსმითი) – 1:39

ნაწილი 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ain't Nothing Shakin' (ფონტენი, კოლაკრაი, ლამპერტი, გლაკი) – 1:14
  2. Everybody's Trying to Be My Baby (კარლ პერკინსი) – 2:23
  3. Matchbox (კარლ პერკინსი) – 2:33
  4. Talking 'Bout You (რეი ჩარლზი) – 1:47
  5. Long Tall Sally (ე. ჯონსონი/რ. პენიმენი) – 1:45
  6. Roll Over Beethoven (ჩაკ ბერი) – 2:12
  7. Hippy Hippy Shake (ჩან რომეო) – 1:40
  8. Falling in Love Again (ს. ლერნერი/ფ. ჰოლანდერი) – 1:59
  9. Lend Me Your Comb (ტუომი/უაიზი/უაისმანი) – 1:44
  10. Sheila (ტომი როუ) – 1:55
  11. Red Sails in the Sunset (ჯიმი კენედი და ჰოლ უილიამსი) – 2:00
  12. To Know Her Is to Love Her (ფილ სპექტორი) – 3:01
  13. Shimmy Shake (ჯო საუზი და ბილი ლენდი) – 2:16
  14. I Remember You (ჯონი მერსერი და ვიქტორ შერცინგერი) – 1:55

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]