Please Please Me

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Please Please Me
სტუდიური ალბომი - ბითლზი
გამოცემის თარიღი 22 მარტი 1963
ჩაიწერა 11 თებერვალი 1963[1]
სტუდია EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 32:45
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
ბითლზი - ქრონოლოგია
Please Please Me
(1963)
With The Beatles
(1963)
სინგლები ალბომიდან Please Please Me
  1. Please Please Me / Ask Me Why
    გამოვიდა: 11 იანვარი 1963 (ბრიტანეთი)

Please Please Meინგლისური როკ-ჯგუფ ბითლზის სადებიუტო სტუდიური ალბომი. ლეიბლმა Parlophone დაჩქარებულ რეჟიმში ალბომი ბრიტანეთში 1963 წლის 22 მარტს გამოსცა, რათა სინგლები „Please Please Me“ (სიების უმეტესობაში #1, მაგრამ Record Retailer-ის სიაში #2)[6] და „Love Me Do“ (#17) წარმატების გაკაპიტალიზება მოეხდინა.

ალბომის 14 სიმღერიდან 8 ჩანაწერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი (თავდაპირველად მათ უთითებდნენ, როგორც „მაკ-კარტნი/ლენონი“). ეს, როგორც Rolling Stone მოგვიანებით წერდა, იყო „მათ მიერ გამოგონილი დამოუკიდებელი როკ-ჯგუფის ადრეული ვერსია, რომელიც საკუთარ ჰიტებს წერდა საკუთარ ინსტრუმენტებზე უკრავდა“.[7] 2012 წელს Rolling Stone-მა Please Please Me ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში 39-ე ადგილზე დაასახელა.[8]

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანული 12" ფირფიტებისთვის 1963 წელს სტანდარტს წარმოადგენდა შვიდი სიმღერა თითო მხარეს (ამერიკულ გამოცემებში წარმოდგენილი იყო ხუთი-ექვსი), ამიტომ პროდიუსერ ჯორჯ მარტინს სჭირდებოდა ათი სიმღერის დამატება. "პასუხად კითხვაზე, ჰქონდათ თუ რა არა რამე, რომ სწრაფად ჩაგვეწერა, ეს სიმღერები ჩაწერეს", ამბობს მარტინი. თავდაპირველად იგი აპირებდა ალბომის ცოცხლად ჩაწერას, კლუბში Cavern[9][10] და ლივერპულში 1962 წლის 9 დეკემბერს ჩავიდა, რათა ტექნიკური დეტალებისთვის გადაეხედა [11][12][13] (უკანასკნელი პერიოდის კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ეს 12 დეკემბერი იყო)[14] მაგრამ ჯგუფი დროში იყო შეზღუდული, ამიტომ მარტინმა ბითლზი EMI-ს სტუდიებში მიიყვანა და იქ დაკვრა სთხოვა. მარტინი: "სასცენო რეპერტუარი პირდაპირ დაუკრეს, ეს უფრო ტრანსლირებას ჰგავდა, ასე თუ ისე".[15]

თავდაპირველად სტუდიაში დაინიშნა მხოლოდ დილის და დღის სესიები, ხოლო საღამოს სესია მოგვიანებით დაემატა.[16] ასე რომ, ორშაბათის, 1963 წლის 11 თებერვლის დილით, 10 საათზე, მათ დაიწყეს ყოველი სიმღერის დახვეწა და ჩაწერა (ყოველი ჩანაწერის დუბლების რაოდენობა მერყევი იყო) და დაასრულეს 10:45-ზე - გავიდა 13 საათზე ნაკლები. ჩანაწერში დაფიქსირდა კლუბური ატმოსფეროს ბუნებრივი განწყობა. უკანასკნელი სიმღერა "Twist and Shout" იყო, ვინაიდან ჯონ ლენონი იმ დღეს გაციებული იყო, მარტინი კი თვლიდა, რომ ეს ყელზე გავლენას იქონიებდა და ლენონის ვოკალს ცუდი ჟღერადობა ექნებოდა. სიმღერა პირველივე დუბლით ჩაწერეს და მარტინი ამბობდა: "არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამას. მთელი დღეა, რაც ვიწერთ, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, სულ უფრო კარგები ხდებიან".[16] მარკ ლუისონი: "მუსიკის ისტორიაში ამაზე უფრო მეტად პროდუქტიული 585 წუთი თითქმის არ ყოფილა".[17] სესიების დროს პოლ მაკ-კარტნიმ "A Taste of Honey"-ს ვოკალი დაამატა, ხოლო ლენონმა "There's A Place"-ს - ჰარმონიკა. მარტინმა 20 თებერვალს, როდესაც ჯგუფი სტუდიაში არ იმყოფებოდა, დაუკრა ფორტეპიანოზე "Misery"-ში და ჩელესტაზე and "Baby It's You"-ში.[18]

ამ სესიების დროს ჩაიწერა "Hold Me Tight", თუმცა იგი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ ალბომში არ შეიტანეს.[16] "Hold Me Tight" 12 სექტემბერს, With the Beatles-ისთვის დაასრულეს.[19]

სესიის ერთი დღის ღირებულებამ 400 გირვანქა შეადგინა [20] მარტინი: "Parlophone-ს ბევრი ფული არ ჰქონია. ჩემი ხელფასი ყოველწლიურად 55.000-ს შეადგენდა."[13] ეს ბიუჯეტი მოიცავდა მარტინის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა შემსრულებელს. გარდა ამისა, მუსიკოსების გაერთიანებასთან კონტრაქტის თანახმად, ბითლზის ყოველი წევრი ყოველი სამსაათიანი სესიისთვის იღებდა 7.50 გირვანქას. [21]

მარტინს თავდაპირველად სურდა, ალბომის სახელწოდება ყოფილიყო Off the Beatle Track.[22] ალბომი ჩაიწერა ორფირიან ჩამწერზე, დელტა მონო რეჟიმში. ერთ ფირზე იწერებოდა ინსტრუმენტული ნაწილი, მეორეზე - ვოკალი, რაც ორს შორის საბოლოო მონო მიქსის დროს გაწონასწორების საშუალებას იძლეოდა.[18] იმავე პერიოდში მომზადდა სტერეო მიქსი, რომელშიც ერთი ფირი მარცხნივ არხში ისმოდა, ხოლო მეორე - მარჯვენაში. ამას დაემატა არეკლვის ეფექტი, რითაც ორი ფირი ერთმანეთს ერწყმოდა. იმ პერიოდში ეს სტერეო ალბომების ხმის მიქსის მომზადების ტრადიციული სქემა იყო.

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Please Please Me, მხარე 1, Parlophone-ის ორიგინალური, ოქროს და შავი ფერის სტიკერით

Please Please Me თავდაპირველად გამოვიდა მონო გრამფირფიტის სახით, ლეიბლზე Parlophone, ბრიტანეთში, 1963 წლის 22 მარტს და ბრიტანულ კატალოგში 1963 წლიდან რჩებოდა. სტერეო ვერსია გამოვიდა 26 აპრილს, მონო ვერსიის გამოჩენიდან ერთი თვის შემდეგ.

გამოცემების ფორმატები
  • გრამფირფიტა (12", სტერეო და მონო)[23][24]
  • კოჭები (3-3/4 დუიმი წამში, მონო, მუყაოს ყუთი) [1960-იანების ბოლოს ამოღებული იქნა][25]
  • კოჭები (3-3/4 დუიმი წამში, მონო და სტერეო) (პლასტმასის ყუთები) [1970-იანებში ამოღებული იქნა]
  • 8-ტრეკიანი ფირი (სტერეო) [1970-იანებში ამოღებული იქნა]
  • აუდიოკასეტა (თავდაპირველად - სტერეო, მოგვიანებით, 1988 წელს - მონო) [1990-იანებში ამოღებული იქნა][26]
  • CD (1987) (მონო) [2009 წლიდან გაყიდვაში აღარ არის][27]
  • CD (2009 წლის რემასტერი) (სტერეო და შეზღუდული რაოდენობით - მონო)[28]
  • ციფრული ჩამონატვირთი (2009 წლის რემასტერი) (სტერეო)
  • გრამფირფიტა (1963 წლის ვინილის ხელმეორე გამოცემა, მაგრამ 2009 წლის რემასტერით) (სტერეო)[29]

აშშ-ში Please Please Me-ს სიმღერების ძირითადი ნაწილი Vee-Jay Records-ის მიერ გამოიცა Introducing... The Beatles-ის (1964) სახით, მოგვიანებით კი - Capitol Records-ის მიერ, როგორც The Early Beatles (1965). Please Please Me აშშ-ში არ გამოცემულ ბითლზის კატალოგის CD-ზე სტანდარტიზაციამდე.

კანადაში სიმღერების დიდი ნაწილი გამოვიდა მხოლოდ კანადურ სპეციალურ ალბომზე Twist and Shout. მასში "From Me to You" და "She Loves You" ენაცვლება სიმღერებს "I Saw Her Standing There" და "Misery".[30]

ახალ ზელანდიაში ალბომი პირველად გამოვიდა Parlophone-ის შავი სტიკერით, მხოლოდ მონო ვერსიის სახით. შემდეგ (1964) წელს EMI-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ Parlophone-ის სტიკერების ფერი ჩაანაცვლა ლურჯით და ალბომი კვლავ გამოვიდა მხოლოდ მონოს სახით. მუდმივი მოთხოვნის გამო იგი საბოლოოდ გამოუშვეს სტერეო ფირფიტებზე, თავდაპირველად - World Record Club-ის მიერ, ლეიბლზე Young World, როგორც სტერეო, ასევე მონო ვერსიების სახით. საბოლოოდ იგი Parlophone-ის ლურჯი სტიკერითაც გამოვიდა.

1987 წლის 26 თებერვალს ალბომზე CD-ზე, მონო ვერსიის სახით გამოიცა, ისევე, როგორც შემდგომი ჩანაწერები, With the Beatles, A Hard Day's Night და Beatles for Sale. გრამფირფიტაზე თუ აუდიოკასეტაზე იგი აშშ-ში შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში არ გამოსულა, შემდეგ კი აშშ-ში პირველად გამოვიდა გრამფირფიტაზე და კასეტაზე, 21 ივლისს.

Please Please Me-ს რემასტერი CD-ის სახით, ჯგუფის ძირითად ბრიტანულ სტუდიურ კატალოგთან ერთად, გამოვიდა 2009 წლის 9 სექტემბერს.[31] 2009 წლის რემასტერები ოფიციალურად ჩაენაცვლა 1987 წლის ვერსიებს. მონო დისკი, რემასტერის სახით, გამოიცა შეზღუდულ The Beatles in Mono-სთან ერთად.[32]

ანოტაციები გარეკანზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე, როგორც 1960-იანებში ბრიტანეთში გამოცემული ალბომების უმეტესობას, ალბომის უკანა ნაწილს ახლავს ანოტაციები. მათი ავტორია ტონი ბაროუ, ჯგუფის პრეს-მდივანი. სტატიაში ზოგადად ნახსენებია ბითლზის 1960-იანების კონკურენტი, ჯგუფი The Shadows.

ალბომის გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჰ მარტინი იყო ლონდონის ზოოპარკის მფლობელი ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ ჯგუფის წევრები დადგებოდნენ მწერების განყოფილების წინ და ასეთი სახის ფოტოსურათი ალბომის გარეკანზე მოხვდებოდა. თუმცა, საზოგადოებამ უარი განაცხადა მარტინის შემოთავაზებაზე. ამის მაგივრად, ანგუს მაკბინი მიიწვიეს, რომელსაც სთხოვეს, ჯგუფისთვის გადაეღო გამორჩეული ფოტო. ისინი გადაიღეს EMI-ს ლონდონურ ოფისში, კიბეზე, საიდანაც ისინი ქვემოთ იხედებიან.[22] მარტინი: "დავურეკეთ ლეგენდარულ თეატრალურ ფოტოგრაფ ანგუს მაკბინს და აი, ისიც მოვიდა, გადაიღო და ასე იყო. ყველაფერი სწრაფად გაკეთდა, ისევე, როგორც მუსიკა. თუმცა, მას შემდეგ, ჯგუფის შემოქმედებითმა ძალამ იმატა." [33] 1969 წელს ბითლზმა მაკბინს სთხოვა ამ ფოტოს მსგავსი კიდევ ერთი სურათის გადაღება - იგი დაგეგმილი იყო, როგორც ალბომის Get Back გარეკანი, თუმცა, 1963 წლის კიდევ ერთ სურათთან ერთად, გამოიყენეს 1973 წელს, კომპილაციებისთვის 1962–1966 და 1967–1970. 1963 წლის კიდევ ერთი ფოტოსურათი მოხვდა The Beatles-ის გარეკანზე (1963).

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 5/5 stars[34]
The A.V. Club A[35]
Consequence of Sound A–[36]
The Daily Telegraph 4/5 stars[37]
Encyclopedia of Popular Music 4/5 stars[38]
MusicHound 3/5 stars[39]
Paste 92/100[40]
Pitchfork Media 9.5/10[41]
The Rolling Stone Album Guide 5/5 stars[42]
Sputnikmusic 4/5[5]

Please Please Me მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში 1963 წლის მაისს და იქ 30 კვირის განმავლობაში დარჩა. მოგვიანებით მას With the Beatles ჩაენაცვლა. ალბომის წარმატება გამაოგნებელი იყო, ვინაიდან ბრიტანეთის ჩარტში ძირითადად მხოლოდ ფილმების საუნდტრეკები და მსუბუქად მოსასმენი შემსრულებლები ჭარბობდნენ.[43]

1987 წელს, როდესაც ჯგუფის კატალოგი CD-ზე გამოიცა, ჟურნალ Rolling Stone-ის ერთ-ერთი ავტორი, სტივ პონდი აღწერდა Please Please Me-ს, როგორც "ბითლზის მიერ მუსიკის შექმნის დაუოკებელ სიამოვნებას".[44] 2012 წელს Please Please Me Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #39 ადგილს იკავებდა. [8] სიაში აგრეთვე მოხვდა ჯგუფის ალბომები Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band, Revolver, Rubber Soul, The Beatles (The White Album) და Abbey Road, რომლებმაც უფრო მაღალი პოზიციები დაიკავეს.

Rolling Stone-მა საკუთარ სიაში ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა აგრეთვე შეიტანა "I Saw Her Standing There" (#140) და "Please Please Me" (186). სტივენ თომას ერლეუაინის (AllMusic) თქმით, "ათწლეულების შემდეგ ეს ალბომი კვლავ როგორც ახალი ჟღერს, ქავერ-ვერსიები შთამბეჭდავია, ხოლო ორიგინალური სიმღერები - განსაცვიფრებელი"[45].

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - მაკ-კარტნი/ლენონი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
# სახელწოდება წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. I Saw Her Standing There   პოლ მაკ-კარტნი 2:54
2. Misery   ლენონი და მაკ-კარტნი 1:49
3. Anna (Go to Him) (ართურ ალექსანდერი) ჯონ ლენონი 2:57
4. Chains (ჯერი გოფინი, კეროლ კინგი) ჯორჯ ჰარისონი 2:26
5. Boys (ლუთერ დიქსონი, ვეს ფარელი) რინგო სტარი 2:27
6. Ask Me Why   ლენონი 2:26
7. Please Please Me   ლენონი და მაკ-კარტნი 2:03
მხარე 2
# სახელწოდება წამყვანი ვოკალი ხანგრძლივობა
1. Love Me Do   მაკ-კარტნი და ლენონი 2:23
2. P.S. I Love You   მაკ-კარტნი 2:04
3. Baby It's You (მეკ დევიდი, ლუთერ დიქსონი, ბერტ ბეკარაკი) ლენონი 2:40
4. Do You Want to Know a Secret   ჰარისონი 1:59
5. A Taste of Honey (ბობი სკოტი, რიკ მარლოუ) მაკ-კარტნი 2:03
6. There's a Place   ლენონი და მაკ-კარტნი 1:51
7. Twist and Shout (ფილ მედლი, ბერტ ბერნსი) ლენონი 2:37

სიმღერების სია შედგენილია კალკინის თანახმად. [46]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ ლუისონის თანახმად:[47]

ბითლზი
სხვა მუსიკოსები და პროდიუსერები
  • ჯორჯ მარტინი – პროდიუსერი, ხმის მიქსი, დამატებითი არანჟირებები, ფორტეპიანო სიმღერაში "Misery", ჩელესტა სიმღერაში "Baby It's You"
  • ნორმან სმითი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსი
  • ენდი უაიტი – დასარტყმელი საკრავები სიმღერებში "Love Me Do" და "P.S. I Love You".

ჩარტები და გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილები ჩარტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი წელი უმაღლესი
პოზიცია
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[48] 1963 1

გამოცემების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი თარიღი ლეიბლი ფორმატი ნომერი კატალოგში
ბრიტანეთი 22 მარტი 1963 Parlophone მონო გრამფირფიტა PMC 1202
სტერეო გრამფირფიტა PCS 3042
აშშ 26 თებერვალი 1987 Capitol Records მონო გრამფირფიტა C1 7 46435 1
სტერეო გრამფირფიტა
აუდიო კასეტა
კომპაქტ დისკი
მსოფლიო გამოცემა 9 სექტემბერი 2009 Apple Records რემასტერი, CD 0946 3 82416 2 1
რემასტერი, მონო CD
16 ნოემბერი 2010 iTunes რემასტერის სტერეო ციფრული ჩამონატვირთი

50 წლიანი იუბილე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს ალბომის გამოცემა აღინიშნა თანამედროვე შემსრულებლების მიერ - ალბომის ერთ დღეში ხელმეორედ ჩაწერით, ისევე, როგორც ეს ბითლზმა გააკეთა. The Stereophonics-მა ჩაწერა ალბომის პირველი სიმღერა, "I Saw Her Standing There." ეს და სხვა ჩანაწერები გადაიცა BBC Radio 2-ის ეთერში. BBC-ზე აგრეთვე გამოვიდა პროცესის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები
  1. Please Please Me. beatlesbible.com Retrieved 22 January 2015.
  2. Pop/Rock " British Invasion " Merseybeat. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 19 September 2013.
  3. Carlin, Peter Ames (3 November 2009). Paul McCartney: A Life. Simon and Schuster, გვ. 82. ISBN 1-4165-6209-5. 
  4. Please Please Me is "one of the greatest first albums in rock", in Rolling Stoneთარგი:'s The 100 Best Debut Albums of All Time
  5. 5.0 5.1 Med57. (16 January 2005)The Beatles – Please Please Me (album review). Sputnikmusic. წაკითხვის თარიღი: 5 January 2013.
  6. MacDonald 1994, p. 46.
  7. Rolling Stone 2007.
  8. 8.0 8.1 500 Greatest Albums of All Time: The Beatles, 'Please Please Me'. Rolling Stone (1963-02-11). წაკითხვის თარიღი: 2012-06-12.
  9. Norman 1993, p. 169.
  10. MacDonald 1994, p. 59.
  11. Harry 1992, p. 265.
  12. Salewicz 1986, p. 129.
  13. 13.0 13.1 Q (ჟურნალი), pp. 36–38.
  14. Lewisohn, Mark. The Beatles: All These Years, Volume One – Tune In. Crown Archetype, 2013, ISBN 978-1-4000-8305-3, pp. 766, 786–787, 877
  15. Martin & Pearson 1994, p. 77.
  16. 16.0 16.1 16.2 Lewisohn 1988, pp. 24–26.
  17. Lewisohn 1988, p. 24.
  18. 18.0 18.1 Lewisohn 1988, p. 28.
  19. Lewisohn 1988, p. 36.
  20. Harry 1992, p. 528.
  21. Lewisohn 1988, p. 21.
  22. 22.0 22.1 Lewisohn 1988, p. 32.
  23. Beatles, The – Please Please Me (Vinyl, LP, Album) at Discogs
  24. Beatles, The – Please Please Me (Vinyl, LP, Album) at Discogs
  25. Please Please Me by The Beatles : Reviews and Ratings – Rate Your Music
  26. Beatles, The – Please Please Me (Cassette, Album) at Discogs
  27. Beatles, The – Please Please Me (CD, Album) at Discogs
  28. Beatles, The – Please Please Me (CD, Album) at Discogs
  29. Beatles, The – Please Please Me (LP, Album, RE, RM, 180) at Discogs
  30. Beatles, The – Twist And Shout (Vinyl, LP) at Discogs. Discogs. წაკითხვის თარიღი: 19 February 2014.
  31. Reuters 2009.
  32. Aughton & Reuters 2007.
  33. Martin & Pearson 1994, p. 121.
  34. Erlewine, Stephen Thomas. The Beatles: Please Please Me > Review. Allmusic.
  35. Klosterman, Chuck. “Chuck Klosterman Repeats The Beatles“, 8 September 2009. წაკითხვის თარიღი: 26 May 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან 26 May 2013-ში. 
  36. Young, Alex. (15 September 2009)Album Review: The Beatles – Please Please Me [Remastered]. Consequenceofsound.net. წაკითხვის თარიღი: 25 March 2015.
  37. McCormick, Neil. (4 September 2009)The Beatles – Please Please Me, review. The Telegraph. წაკითხვის თარიღი: 21 November 2011.
  38. Larkin, Colin (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 487–489. ISBN 0-19-531373-9. 
  39. Graff, Gary; Durchholz, Daniel (eds) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide, 2nd, Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 88. ISBN 1-57859-061-2. 
  40. The Beatles: The Long and Winding Repertiore“. Paste. წაკითხვის თარიღი: 5 January 2013. 
  41. Ewing, Tom. The Beatles: Please Please Me. Pitchfork Media.
  42. The Beatles | Album Guide. rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 20 September 2011-ში. წაკითხვის თარიღი: 25 March 2015.
  43. Apple Corps 2009.
  44. Pond, Steve. The Beatles: Please Please Me. Rolling Stone.
  45. Erlewine 2007.
  46. Calkin 2001.
  47. Lewisohn 1988.
  48. Chart Stats - The Beatles - Please Please Me. chartstats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 29 June 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 2 June 2011.
წყაროები
წინამორბედი:
Summer Holiday (საუნდტრეკი) - კლიფ რიჩარდი და The Shadows
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი
11 მაისი – 30 ნოემბერი 1963
შემდეგი:
With The Beatles - ბითლზი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Please_Please_Me&oldid=3002024“-დან