შინაარსზე გადასვლა

A Hard Day's Night

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A Hard Day's Night
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 10 ივლისი 1964
ჩაიწერა 29 იანვარი 19643 ივნისი 1964[1]
სტუდია EMI Studios, ლონდონი; Pathé Marconi Studios, პარიზი
ჟანრი
ხანგრძლივობა 30:13
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — ქრონოლოგია
With the Beatles
(1963)
A Hard Day's Night
(1964)
Beatles for Sale
(1964)
სინგლები ალბომიდან A Hard Day's Night
  1. „Can't Buy Me Love/You Can't Do That“
    გამოცემის თარიღი: 26 მარტი 1964
  2. „A Hard Day's Night/Things We Said Today“
    გამოცემის თარიღი: 10 ივლისი 1964

A Hard Day's Night (ინგლ. მძიმე დღის ღამე) — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა დიდ ბრიტანეთში, 1964 წლის 10 ივლისს. ალბომის პირველი მხარე მოიცავს ჯგუფის მიერ ფილმისთვის „მძიმე დღის ღამე“ დაწერილ სიმღერებს. მეორე მხარეზე წარმოდგენილია სიმღერები, რომლებიც ფილმისთვის დაიწერა, მაგრამ მასში არ მოხვედრილა. ალბომის ამერიკული ვერსია გამოიცა ორი კვირის შემდეგ, 26 ივნისს, United Artists Records და სიმღერების სიით განსხვავდება.

ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც მთლიანად ოთხტრეკიან მაგნიტოფონზე ჩაიწერა, რითაც სტუდიაში საშუალება ჰქონდათ, ხმის მიქსის დროს ვოკალი ცენტრში მოეთავსებინათ.

წინა ორი ალბომისგან განსხვავებით A Hard Day's Night-ის ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, რაც ასახავს ჯგუფში სიმღერების შექმნის შესაძლებლობების დახვეწას. ალბომში შეტანილია The Beatles-ის რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მათ შორის სასათაურო, რომელსაც ხსნის გამორჩეული, ცნობილი აკორდი[4] და მანამდე უკვე გამოსული „Can't Buy Me Love“. ორივე სიმღერა ატლანტიკის ორივე მხარეს ჯგუფის #1 ჰიტი იყო.

A Hard Day's Night ჯგუფის პირველი ალბომია, რომელიც მთლიანად ორიგინალურ კომპოზიციებს მოიცავს და პირველი, რომელშიც ყველა სიმღერის ავტორები ლენონი–მაკ-კარტნი არიან.[5] ლენონი დომინირებადია, ვინაიდან ალბომის ცამეტი სიმღერიდან ცხრის ავტორია. ლენონის და მაკ-კარტნის ერთობლივი სიმღერაა „I'm Happy Just to Dance with You“,[6] ხოლო მაკ-კარტნის საავტოროა „And I Love Her“, „Can't Buy Me Love“ და „Things We Said Today“. Let It Be-სთან და Magical Mystery Tour-თან ერთად ეს ჯგუფის ის ალბომია, რომელშიც რინგო სტარი არ ასრულებს წამყვან ვოკალს. სესიების დროს ჩაიწერა „Matchbox“, რომელიც EP-ში Long Tall Sally მოხვდა.

ალბომის სახელწოდების იდეა რინგო სტარის შემთხვევითი მიგნებაა.[7] Playboy-ში ლენონის 1980 წლის ინტერვიუში განმარტებულია: „შინ მანქანით მივდიოდი და დიკ ლესტერმა (ფილმის რეჟისორმა) შემოგვთავაზა სახელწოდება, მძიმე დღის ღამე, რაც რინგო სტარის ფრაზიდან გამომდინარეობდა. მანამდე წიგნში In His Own Write გამოვიყენე, მაგრამ ეს რინგოს ფრაზა იყო. ერთ-ერთი მალაპრომიზმი. რინგოიზმი, რაც არ იყო ჩაფიქრებული, როგორც სასაცილო. უბრალოდ ასე თქვა. ამიტომ დიკ ლესტერმა თქვა, რომ ამ სახელწოდებას გამოვიყენებდით.“[8]

2000 წელს Q-ს 100 ყველა დროის უდიდესი ბრიტანული ალბომის სიაში A Hard Day's Night #5 პოზიციას იკავებდა.[9] 2012 წელს იგი Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #307 ადგილზე მოხვდა.[10]

პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[11]
The A.V. ClubA[12]
Blender4/5 stars[13]
Consequence of SoundA–[14]
The Daily Telegraph5/5 stars[15]
Encyclopedia of Popular Music5/5 stars[16]
Paste100/100[17]
Pitchfork Media9.7/10[18]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[19]
Sputnikmusic4.5/5[20]

მუსიკალურად A Hard Day's Night ერიდება ჯგუფის წინა ალბომებში არსებულ როკ-ენ-როლის ქავერ-ვერსიების ტრადიციას და უფრო მეტად პოპულარული მუსიკის ჟღერადობისკენ იხრება.[18] Sputnikmusic-ის დეივ კონელი წერდა, რომ ალბომში არის „მოკლე, სიცოცხლით სავსე“ სიმღერები, სახასიათო მრავალდონიანი ვოკალებით, უშუალო მისამღერებით და მინიმალისტური ინსტრუმენტული მხარით.[20] According to Pitchfork Media-ს ტომ ევინგი აღნიშნავს, რომ როკ-ენ-როლის ქავერების ნაკლებობის გამო მსმენელი ჯგუფის ახალ ჟღერადობას აღიქვამს, როგორც მოდერნისტულს, აკორდების გამბედავი არჩევანით, მძლავრი ჰარმონიებით, გონებამახვილური გიტარით და ჩრდილოური ჰარმონიკით.[18] რობერტ კრისტგოუს აზრით, ლენონისა და მაკ-კარტნის სიმღერები „მუსიკალურად უფრო გაუმჯობესებული იყო“, ვიდრე მანამდე.[21]

მუსიკის კრიტიკოს რიჩი უნტერბერგერის თქმით, „ჯორჯ ჰარისონის ხმოვანი 12 სიმიანი ელექტროგიტარები განსაკუთრებით გავლენიანი იყო. ფილმის გავლენით The Byrds (რომელიც უფრო ხალხურ მუსიკას ასრულებდა) როკ-ენ-როლში გადავიდა, ხოლო The Beatles-მა 1965 წელს ფოლკ-როკის წარმატებას ხელი შეუწყო. The Beatles-ის წარმატებამ ამერიკის შეერთებული შტატებში გზა გაუხსნა როლინგ სტოუნზის, The Animals-ის და The Kinks-ის მუსიკას. შთაგონებული ამერიკული ჯგუფები Beau Brummels და Lovin' Spoonful უფრო მეტად პოპულარულები გახდნენ, რითაც ლენონისა და მაკ-კარტნის შემოქმედებას უნდა უმადლოდნენ“.[22]

1987 წლის 26 თებერვალს A Hard Day's Night ოფიციალურად გამოვიდა CD-ზე მონო მიქსის სახით, სხვა ალბომებთან ერთად (Please Please Me, With the Beatles და Beatles for Sale.) მანამდე ამერიკის შეერთებული შტატებში მხოლოდ იმპორტირებული გამოცემის სახით იყო ხელმისაწვდომი ბრიტანული 13 სიმღერიანი ვერსია, რომელიც 1987 წლის 21 ივლისს ოფიციალურად გამოვიდა გრამფირფიტაზე და კასეტაზე. სიმღერების „A Hard Day's Night“, „Can't Buy Me Love“ და „And I Love Her“ სტერეომიქსები 1993 წლის 1962–1966-ზე გამოვიდა. სხვა სიმღერების დიდი ნაწილი სტერეო ვერსიების სახით მხოლოდ 2004 წელს The Capitol Albums, Volume 1-ზე გამოჩნდა.

2009 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა ალბომის რემასტერი და მთლიანი ჩანაწერი პირველად გახდა ხელმისაწვდომი სტერეოს სახით CD ფორმატში. იგი შეტანილია ბოქს-სეტშიThe Beatles Stereo Box Set. ბრიტანული ვერსიის მონო რემასტერი The Beatles in Mono-ში შეიტანეს.[23]

თითქმის ყველა სიმღერის ავტორები არიან ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი.

მხარე 1
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„A Hard Day's Night“ლენონი და მაკ-კარტნი2:34
2.„I Should Have Known Better“ლენონი2:46
3.„If I Fell“ლენონი და მაკ-კარტნი2:24
4.„I'm Happy Just to Dance with You“ჰარისონი1:59
5.„And I Love Her“მაკ-კარტნი2:33
6.„Tell Me Why“ლენონი2:12
7.„Can't Buy Me Love“მაკ-კარტნი2:14
მხარე 2
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Any Time at All“ლენონი2:15
2.„I'll Cry Instead“ლენონი1:49
3.„Things We Said Today“მაკ-კარტნი2:40
4.„When I Get Home“ლენონი2:20
5.„You Can't Do That“ლენონი2:39
6.„I'll Be Back“ლენონი2:20

ჩარტები და სერტიფიცირებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
A Hard Day's Night
კინომუსიკა
გამოცემის თარიღი 26 ივნისი 1964
ჩაიწერა 29 იანვარი, 25–27 თებერვალი, 1 მარტი და 1–4 ივნისი 1964
სტუდია EMI-ს სტუდიები, ლონდონი და Pathé Marconi Studios, პარიზი
ჟანრი
ხანგრძლივობა 29:29
ლეიბლი United Artists UAL-3366 (მონო) UAS-6366 (სტერეო)
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles-ის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემები — ქრონოლოგია
The Beatles' Long Tall Sally
(1964)
A Hard Day's Night
(1964)
Something New
(1964)
სინგლები ალბომიდან A Hard Day's Night
  1. „A Hard Day's Night/I Should Have Known Better“
    გამოცემის თარიღი: 13 ივლისი 1964
  2. „And I Love Her/If I Fell“
    გამოცემის თარიღი: 20 ივლისი 1964
  3. „I'll Cry Instead/I'm Happy Just to Dance with You“
    გამოცემის თარიღი: 20 აგვისტო 1964

ალბომის ამერიკული გამოცემა გამოვიდა 1964 წლის 26 ივნისს, ლეიბლზე United Artists Records, როგორც მონო, ასევე სტერეო ვერსიების სახით. ეს იყო The Beatles-ის მეოთხე ამერიკული გამოცემა. ალბომი მოხვდა Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე, სადაც 14 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც იმ წელს ნებისმიერი სხვა ალბომის წარმატებაზე გამარჯვება იყო.[41]

ფილმის შვიდივე სიმღერა, ისევე, როგორც „I'll Cry Instead“, ალბომის პირველ მხარეზეა. უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ფილმისთვის დაიწერა, უკანასკნელ წუთზე წყდება. ამერიკულ ვერსიაში აგრეთვე შეტანილია ლენონის და მაკ-კარტნის სიმღერების არანჟირებები, რომლებზეც ჯორჯ მარტინმა იმუშავა — „I Should Have Known Better“, „And I Love Her“, „Ringo's Theme“ და „A Hard Day's Night“. მას შემდეგ, რაც EMI-ს დაქვემდებარებაში United Artists Records გადავიდა, 1980 წლის აგვისტოში Capitol-ზე, ნომრით SW-11921 მისი ახალი ტირაჟი გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომის სტერეო ვერსიაში ინსტრუმენტული ვერსიები ნამდვილ სტერეოში იყო წარმოდეგნილი, The Beatles-ის სიმღერები მონო ვერსიებისთვის სპეციალურად გადაამუშავეს ისე, რომ ხმის გადანაწილებით ჟღერდნენ, როგორც მონო ჩანაწერები. 1980 წლის გამოცემა იყენებს იგივე ძირითად ფირს, რაც United Artists-ის გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მოიპოვებოდა ორიგინალური სტერეო მიქსების ნაწილი. სიმღერების უმეტესობის ნამდვილი სტერეო ვერსიები Something New-ზე 1964 წლის ივლისში გამოსცეს. „Can't Buy Me Love“ და „I Should Have Known Better“ საბოლოოდ, სტერეო ვერსიების სახით გამოვიდა Apple Records-ის 1970 წლის კომპილაციაზე Hey Jude. სიმღერა „A Hard Day's Night“ სტერეოს სახით ამერიკის შეერთებული შტატებში კომპილაციამდე Reel Music (მარტი, 1982) არ გამოსულა. 2014 წელს მისი ვარიანტი გამოვიდა CD-ზე, ჯგუფის ბოქს-სეტში, რომელიც აღნიშნავს The Beatles-ის ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის 50 წლისთავს. ამ CD-ზე ყველა სიმღერა წარმოდგენილია როგორც სტერეო, ასევე მონო მიქსების სახით.

მხარე 1
#სახელწოდებაშენიშვნახანგრძლივობა
1.„A Hard Day's Night“ 2:33
2.„Tell Me Why“ 2:10
3.„I'll Cry Instead“ 2:06
4.„I Should Have Known Better“ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი2:10
5.„I'm Happy Just to Dance with You“ 1:59
6.„And I Love Her“ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი3:46
მხარე 2
#სახელწოდებაშენიშვნახანგრძლივობა
1.„I Should Have Known Better“ 2:44
2.„If I Fell“ 2:22
3.„And I Love Her“ 2:29
4.„Ringo's Theme (This Boy)“ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი3:10
5.„Can't Buy Me Love“ 2:12
6.„A Hard Day's Night“ინსტრუმენტული, ჯორჯ მარტინი და მისი ორკესტრი2:06

ჩარტები და სერტიფიცირებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერსონალი
  • ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი გიტარა (6 და 12 სიმიანი), აკუსტიკური და ესპანური გიტარები, დამატებითი ვოკალი; ვოკალური ჰარმონია სიმღერაში „Things We Said Today“
  • ჯონ ლენონი – წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონია და დამატებითი ვოკალი; რითმული გიტარა, აკუსტიკური გიტარები, ჰარმონიკა, წამყვანი გიტარა სიმღერაში „You Can't Do That“; ფორტეპიანო სიმღერა „Things We Said Today“ და დაირა
  • პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი ვოკალი, ვოკალური ჰარმონია და დამატებითი ვოკალი, ბას-გიტარა, ფორტეპიანო, აკუსტიკური გიტარა სიმღერაში „I'll Be Back“
  • რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები, დაირა
დამატებითი მუსიკოსები

რეკომენდებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წყაროები
  1. A Hard Day's Night (album). Recorded: 29 January – 2 June 1964. Producer: George Martin; Engineer: Norman Smith; Released: 10 July 1964 (UK), 26 June 1964 (US). The Beatles Bible წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  2. World – Volume 2 – Page 61, 1973. "[on Help! and A Hard Day's Night], the soundtrack – gone – rock album is a marketing ideal that is passed off on the buying public with objectionable regularity and has already begun to backfire."
  3. Spignesi & Lewis 2004, p. 140.
  4. Hook 2005.
  5. ლუისონი 1988, p. 47.
  6. მაილზი 1997, p. 163.
  7. Badman, p. 93.
  8. Sheff 2000, pp. 174–175.
  9. Q 2000.
  10. 500 Greatest Albums of All Time: The Beatles, 'A Hard Day's Night'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-14. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2012.
  11. A Hard Day's Night AllMusic-ზე
  12. კლოსტერმანი, ჩაკ (8 სექტემბერი 2009). „ჩაკ კლოსტერმანი Repeats The Beatles“. The A.V. Club. ჩიკაგო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2013.
  13. Maxim. blender.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-09. ციტირების თარიღი: 2011-07-23.
  14. Consequence of Sound review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-04. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
  15. McCormick, Neil (4 სექტემბერი 2009). „The Beatles – A Hard Day's Night, review“. The Daily Telegraph. ლონდონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-06. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
  16. ლარკინი, კოლინ (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 487–489. ISBN 978-0-19-531373-4. 
  17. „The Beatles: The Long and Winding Repertiore“. Paste. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2013.
  18. 18.0 18.1 18.2 Pitchfork review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-10. ციტირების თარიღი: 2011-07-23.
  19. The Beatles | Album Guide | Rolling Stone Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-04. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
  20. 20.0 20.1 Sputnik Music review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-15. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
  21. კრისტგოუ, რობერტ et al. (1 ოქტომბერი 2000). Rock & Roll Is Here to Stay: An Anthology. W. W. Norton & Company, გვ. 565. ISBN 978-0-393-04700-4. 
  22. Unterberger 2009.
  23. Reuters 2009.
  24. Kent, David (2005). Australian Chart Book (1940–1969). Turramurra: Australian Chart Book. ISBN 0-646-44439-5. 
  25. "Offiziellecharts.de – Beatles – A Hard Day's Night" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  26. "Beatles | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  27. 27.0 27.1 „Dutchcharts.nl – The Beatles – A Hard Day's Night“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  28. "The Beatles - A Hard Day's Night" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  29. "The Beatles – A Hard Day's Night" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  30. "The Beatles – A Hard Day's Night" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  31. "The Beatles: A Hard Day's Night" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  32. "The Beatles – A Hard Day's Night". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  33. "The Beatles – A Hard Day's Night". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  34. "The Beatles – A Hard Day's Night". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  35. "The Beatles – A Hard Day's Night". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  36. "The Beatles – A Hard Day's Night". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  37. "The Beatles – A Hard Day's Night". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  38. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  39. British album certifications – The Beatles – A Hard Day's Night. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ A Hard Day's Night ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  40. „Beatles albums finally go platinum“. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. BBC News. 2 სექტემბერი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-12. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.
  41. Whitburn 2001, p. 1178.
  42. „The Beatles ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 16 მაისი 2016.
  43. Canadian album certifications – The Beatles – A Hard Day's Night. Music Canada.
  44. American album certifications – The Beatles – Hard Day_s Night. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH