Act Naturally

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Act Naturally“ — ჯონი რასელის და ვონი მორისონის მიერ დაწერილი სიმღერა, თავდაპირველად ჩაწერილი ბაკ ოუენსის და The Buckaroos-ის მიერ. მათი ვერსია ბილბორდის ქანთრის სინგლების ჩარტში 1963 წელს #1 პოზიციას იკავებდა [1][2] 2002 წელს შელი ფაბიანმა (About.com) იგი ყველა დროის 500 საუკეთესო ქანთრი სიმღერის სიის 169-ე პოზიციაზე დაასახელა.[3]

The Beatles-ის ვერსია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Beatles-ის მიერ "Act Naturally" 1965 წელს ჩაიწერა, ალბომისთვის Help!. იგი გამოვიდა სინგლის "Yesterday" b-მხარეზე, აშშ-ში.[4]

ვოკალს ამ ვერსიაში რინგო სტარი ასრულებს[5] სტივენ თომას ერლეუაინის (Allmusic) აზრით, ეს არის "რინგოს საყვარელი ვოკალის იდეალური გამოჩენა".[6] ჯგუფმა სიმღერა ედ სალივანის შოუში გამოჩენისას შეასრულა (14 აგვისტო, 1965, ეთერი - 12 სექტემბერი).[7] იგი აგრეთვე დაუკრეს შის სტადიონზე გამართულ ცნობილ კონცერტზე, 1965 წლის 15 აგვისტოს და ასრულებდნენ აშშ-ში ჯგუფის მიერ გამართულ სხვა კონცერტებზე (სტარის "I Wanna Be Your Man"-თან ერთად).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Buck Owens: Charts & Awards: Billboard Singles. Allmusic. ციტირების თარიღი: March 15, 2007.
  2. Buck Owens: Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: March 15, 2007.
  3. Fabian, Shelly. (2002)Top 500 Country Music Songs. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 12, 2007. ციტირების თარიღი: March 14, 2007.
  4. Cross, Craig (2005). The Beatles: Day-by-Day, Song-by-Song, Record-by-Record. Lincoln, NE: iUniverse, Inc., გვ. 495, 534–535. ISBN 0-595-34663-4. 
  5. MacDonald, Ian (1994). Revolution in the Head: The Beatles' Records and the Sixties. New York: Henry Holt and Company, გვ. 127. ISBN 0-8050-2780-7. 
  6. ერლეუაინი, სტივენ თომას. Review of Help!. Allmusic. ციტირების თარიღი: March 14, 2007.
  7. Harry, Bill (2000). The Beatles Encyclopedia: Revised and Updated. London: Virgin Publishing, გვ. 1044. ISBN 0-7535-0481-2. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Act_Naturally&oldid=4109412“-დან