Getting Better
იერსახე
„Getting Better“ | |
---|---|
სიმღერა — The Beatles | |
ალბომიდან Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band | |
ენა | ინგლისური |
გამოსვლის თარიღი | 1 ივნისი 1967 |
ჩაიწერა | ები-როუდის სტუდიები,9 მარტი 1967 |
ჟანრი | პოპ-როკი, ჯაზ ფიუჟენი |
ხანგრძლივობა | 3:28 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone, Capitol, EMI |
ავტორ(ებ)ი | ლენონი / მაკ-კარტნი |
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი |
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band – სიმღერები | |
|
Getting Better — ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია ჯგუფ The Beatles-ის 1967 წლის სტუდიურ ალბომში Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.
სიმღერა თავისი სტილით ახლოს არის The Beatles-ის ცნობილ კომპოზიციასთან Penny Lane. მისი სახელწოდება და მუსიკალური მხარე ოპტიმისტურ განწყობას ატარებენ, მაგრამ ტექსტი ნაწილობრივ ნეგატიურია. თუკი მაკ-კარტნი მღერის იმაზე, რომ ყველაფერი სულ უფრო უმჯობესდება, ლენონი პასუხად მღერის, რომ ამაზე უარესი არ შეიძლებოდა, ყოფილიყო. ლენონის თქმით, სტრიქონი ქალებთან ცუდად მოპყრობის შესახებ ავტობიოგრაფიულია.
ჯგუფის ბიოგრაფ ჰანტერ დეივისის თანახმად, სიმღერის სახელწოდება ძირითადად მომდინარეობს ჯიმი ნიკოლის, ჯგუფის შემცვლელი დრამერის (1964) მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან.
|