With a Little Help from My Friends (თავდაპირველად - „A Little Help from My Friends“) — ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი შეტანილია ჯგუფ The Beatles-ის 1967 წლის სტუდიურ ალბომში Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band. სიმღერა დაიწერა რინგო სტარისთვის, რომელიც მსმენელს სიმღერაში ბილი შირსის სახელით ევლინება. ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ შედგენილ ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის რეიტინგში იგი #304 პოზიციას იკავებს.