პოლი მკვდარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლი მკვდარია“ — ჯგუფ The Beatles-ის წევრ პოლ მაკ-კარტნის შესახებ გავრცელებული ჭორების სერია. პირველი ჭორი მუსიკოსის დაღუპვის შესახებ გაჟღერდა 1967 წელს. ითქვა, რომ თითქოს იგი ავტოავარიაში დაიღუპა.[1]

როგორც წესი, საკუთარ თეორიებს ჯგუფის მსმენელები ქმნიან, გამომდინარე სხვადასხვა სიმღერიდან. დიდი როლი უკავია ალბომის ყდებსაც. მაგალითად, The Beatles-ის ალბომის Abbey Road-ის გარეკანზე მაკ-კარტნი ქუჩაზე ფეხშიშველი გადადის. ბევრი თვლის, რომ ეს ნიშანია, თითქოს პოლი ამ დროისთვის აღარ იყო ცოცხალი. ამ ჭორზე საპასუხოდ პოლმა 1993 წლის საკონცერტო ალბომის Paul Is Live გარეკანზე შექმნა პაროდია Abbey Road-ის გარეკანზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yoakum, Jim. "The Man Who Killed Paul McCartney" Gadfly May/June 2000