ჯონ ლენონის მკვლელობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Nina1009.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2019 წლის 17 აპრილი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

ჯონ ლენონის მკვლელობა
Police artist image of murder of John Lennon.jpg
მკვლელობის ფოტორობოტი შექმნილი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის მიერ
მდებარეობა დაკოტა, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
კოორდინატები კოორდინატები: 40°46′35″N 73°58′35″W / 40.7765° ჩ. გ. 73.9763° დ. გ. / 40.7765; -73.9763
თარიღი 8 დეკემბერი, 1980
22:55 (UTC-05:00)
სამიზნე ჯონ ლენონი
იარაღი Charter Arms .38 Special რევოლვერი
მსხვერპლნი ჯონ ლენონი
ეჭვმიტანილი დამნაშავეები
მარკ დევიდ ჩეპმენი

ჯონ ლენონის მკვლელობა — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა. 1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მაჰეტენზე, 72-ე და სენტრალ პარკ უესტის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, „დაკოტას“ სიახლოვეს, სტუდიიდან შინ დაბრუნებულ ჯონ ლენონს მარკ დევიდ ჩეპმენმა ხუთი ტყვია ესროლა და მოკლა.[1]

ლენონი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს მაუნტ საინაი რუზველტის საავადმყოფოში. ამ ტრაგიკული ამბის ადგილობრივი სატელევიზიო სადგურებიან გახმაურების შემდეგ მისი უამრავი თაყვანისმცემელი შეიკრიბა რუზველტის საავადმყოფოსა და დაკოტას შენობებთან. 10 დეკემბერს ქალაქ ნიუ-იორკში ფერნკლიფის სასაფლაოზე ლენონს კრემაცია ჩაუტარეს, მისი ფერფლი კი ონოს გადასცეს. ონოს გადაწყვეტილებით მისი მეუღლის დაკრძალვის ცერემონია არ ჩატარდა.

ლენონის გარდაცვალება მაყურებელს ABC-ის არხზე სპორტულმა კომენტატორმა ჰოვარდ ქოსელმა აცნობა „მაიამი დოლფინსსა“ და „ნიუ-ინგლენდ პეტრიოტს“ შორის ამერიკული ფეხბურთის მატჩის ტრანსლირების დროს.

ჩეპმენი დამნაშავედ ცნეს და 20 წლიდან განუსაზღვრელი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2000-2018 წლების განმავლობაში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, კომისიამ ათჯერ არ დააკმაყოფილა ჩეპმენის განცხადება ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.

მკვლელობამდე მომხდარი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბიტლზის“ დაშლამდე ერთი წლით ადრე. 1969 წელ ჯონ ლენონი და იოკო ონო დაქორწინდნენ და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდნენ. 70-იანი წლბეის დასაწყისში ლენონმა დამოუკიდებლად ჩაწერა ათი ალბომი, თუმცა 1975 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ მომდევნო ხუთ წელიწადს მთლიანად დაუმობდა ახალდაბადებული შვილის, შონის აღზრდას და სხვა ყველაფერს თავს დაანებებდა. ასეც მოხდა.

მუსიკაში თითქმის ხუთწლიანი შესვენებსა და კარჩაკეტილი ცხოვრების შემდეგ, 1980 წლს დასაწყისში, დაპირებისამებრ, ლენონი კვავ დაბრუნდა ხმის ჩამწერ სტუდიაში და შეუდგა ახალ ალბომზე მუშაობას. Double fantasy მისი ხუთი წლის ვაჟს ეძღვნებოდა. ალბომმა კრიტიკოსთა და თაყვანისმცემელთა მოწონებაც დაიმსახურა, ხოლო „ბიტლზის“ თაყვანისმცემლებს ჯგუფის აღდგენის იმედი დაუბრუნდა.

1980 წლის 9 ოქტომბერს ლენონს ორმოცი წელი შეუსრულდა. ამ ასაკისთვის მან ხალხს თავი დაამახსოვრა ბიტლზთან ერთად გატარებული წლებით, 60-იანების მიწურულსა და 70-იანების დასაწყისში აქტიური პაციფისტური მოღვაწეობით, რომლის გამოც მას რამდენიმე ხნით აშშ-ში ჩასვლაც კი აეკრძალა. ლენონი მსოფლიო აღიარების მქონე მუსიკოსი იყო. მისი ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულს არაფერი მოასწავებდა.

1980 წლის 8 დეკემბერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაკოტა, ლენონის საცხოვრებელი ადგილი და ასევე მისი მკვლელობის ადგილმდებარეობა

ფოტოგრაფი ანა ლაიბოვიცი ჟურნალ როლინგ სტოუნის ფოტოსესიისთვის მივიდა ლენონის ბინაში.[2] ფოტოგრაფი ლენონს შეპირდა რომ მისი და ონოს ფოტო ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდებოდა, მიუხედავად იმისა რომ ანას მხოლოდ ლენონის ფოტო სჭირდებოდა.[3] ლაიბოვიცი ამბობდა: „ჟურნალის გარეკანზე [ონოს] დანახვა არავის სურდა“.[4] ლენონმა კი დაჟინებით მოითხოვა, რომ ის და მისი ცოლიც ორივე მოხვდებოდნენ გარეკანზე. ფოტოს გადაღების შემდეგ ლაიბოვიცმა დატოვა ბინა 3:30-ზე. დილის ათი საათიდან ის და იოკო ჟურნალისტებს საკუთარ ბინაში ინტევრიუს აძლევდნენ. 5:40-ზე წყვილი სტუდია „რეკორდ პლანტისკენ“ გაემგზავრა, რათა განეგრძოთ მოშაობა სიმღერაზე Wolking on Thin Ice.[5]

მარკ დავიდ ჩეპმენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით დილის 5 საათზე ლენონი და ონო ლიმუზინისკენ გადაადგილდებოდნენ, როცა დავიდ ჩეპმენმა, რომელსაც ავტოგრაფი სურდა ლენონისგან, შეამჩნია ისინი. ხშირად ხვდებოდნენ ფანები მას დაკოტას წინ და ავტოგრაფებს თხოვდნენ ლენონს. ჩეპმენი, 25 წლის დაცვის თანამშრომელი ჰავაიდან, ნიუ-იორკში ოქტომბერშიც ჩავიდა ჯონ ლენონის მოსაკლავად, მაგრამ გადაიფირა და უკან დაბრუნდა. [7] ჩეპმენმა ლენონს ალბომი მიაწოდა ავტოგრაფისთვის. ხელმოფერის შემდეგ ლენონმა მას ჰკითხა: „სულ ეს არის?“ ჩეპმენმა კი მას გაუღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ლენონის ფანმა პოლ გორეშმა შემთხვევით მათ ფოტო გადაუღო.[9] ჩეპმენი ლენონს მთელი დილა ელოდებოდა დაკოტასთან, სადაც მისი თქმით მან ლენონის შვილი სინიც ნახა, რომელიც ძიძასთან ერთად იყო.

ლენონი ცოლთან ერთად ღამის თერთმეტ საათამდე ჩამწერ სტუდიაში იყო. ლენონმა გადაწვიტა, რომ ონოსთან ერთად რესტორანში ვახშმობამდე, დაკოტაში დაბრუნებულიყვნენ შვილის სანახავად. ლენონი ყოველთვის ხვდებოდა ფანებს, რომლებიც მისი სახლის წინ დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ, ავტოგრაფებისა და ფოტოებსითვის. 1980 წლის 6 დეკემბერს BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა: „ხალხი მოდის და ავტოგრაფებს გთხოვს, ან უბრალოდ გესალმება, მაგრამ ისინი არასდროს გაწუხებენ.“ ლენონმა ლიმუზინი 72-ე ქუჩაზე გააჩერა, იმის მაგივრად, რომ დაკოტასთან უფრო უსაფრთხო ადგილას გაეჩერებინათ.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ისტორულ-შემეცნებითი ჟურნალ ისტორიანის სტატია , N12 (96), თბ., 2018, დეკემბერი, გვ.66
  2. Badman, Keith (2001), The Beatles After the Breakup 1970–2000: A Day-by-Day Diary, Omnibus Press, сс. 270–272, ISBN 978-0-7119-8307-6.
  3. Hours After This Picture Was Taken John Lennon Was Dead. The Guardian (12 August 2005). წაკითხვის თარიღი: 26 July 2007.
  4. Lucas, Dean. (2007)Naked Lennon. Famous Pictures Magazine. წაკითხვის თარიღი: 23 May 2013.
  5. The Last Days of Dead Celebrities. ABC News. წაკითხვის თარიღი: 26 December 2007.