ლენონი–მაკ-კარტნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი 1964 წელს.

ლენონი–მაკ-კარტნიჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის, როგორც სიმღერების ავტორების შემოქმედებითი დუეტის სახელწოდება. 1962-1969 წლებში მათ ერთად დაახლოებით 180 სიმღერა შექმნეს, რომელთა უმეტესობა ჩაწერილი იქნა The Beatles-ის მიერ და შეტანილია მათ სტუდიურ ალბომებსა თუ კრებულებში. განსხვავებით მსგავსი შემოქმედებითი თანამშრომლობებისგან, ლენონიც და მაკ-კარტნიც სიმღერისა და მუსიკის ავტორები იყვნენ.

ლენონისა და მაკ-კარტნის ერთობლივმა სიმღერებმა არაერთი ქავერ-ვერსიის სახე შეიძინეს. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, სიმღერა „Yesterday“ დღესდღეობით კვლავ სარეკორდო რაოდენობის ქავერ-ვერსიების სახით არის წარმოდგენილი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]