The Beatles Anthology (წიგნი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„The Beatles Anthology“

ავტორი The Beatles
გარეკანის მხატვარი კლაუს ფორმანი
ენა ინგლისური
თემა მუსიკალური ავტობიოგრაფია
ჟანრი ავტობიოგრაფია
გამოცემის თარიღი ოქტომბერი 2000
მედია მაგარი ყდა, მოგვიანებით რბილი ყდა

The Beatles Anthology — 2000 წლის ოქტომბერში გამოცემული წიგნი. იგი არის პროექტის The Beatles Anthology ნაწილი (რომელშიც აგრეთვე შედის ფილმები და ალბომები). წიგნში, ისევე, როგორც ფილმების სერიაში, გამოყენებულია ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ოთხივე წევრის, ჯონ ლენონის, პოლ მაკ-კარტნის, ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის ინტერვიუების ფრაგმენტები, აგრეთვე სხვა მონაწილეების. გამოცემის მომზადებისას წიგნისთვის შეარჩიეს 1200-ზე მეტი იშვიათი ფოტოსურათი.

ინტერვიუების ნაწილი აღებულია სერიის დოკუმენტური ფილმებიდან. სხვა ინტერვიუები ჩაიწერეს სპეციალურად წიგნში შესატანად. თავდაპირველად წიგნი გამოვიდა დიდი ფორმატით, მაგარი ყდით. იგი New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა.[1] 2002 წელს გამოვიდა მისი რბილყდიანი ვერსიაც.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]