GDS TV
(გადამისამართდა გვერდიდან GDS)
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|GDS TV}} |
GDS TV — ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 2012 წელს, პირველად ეთერში კი იმავე წლის ნოემბრის ბოლოს გავიდა. მისი დამფუძნებელია ბერა ივანიშვილი. სახელი GDS აბრევიატურაა, — Georgian Dream Studios. ტელეკომპანიის გადაცემები უმეტესად გათვლილია ახალგაზრდებზე.
GDS TV გასართობ-შემეცნებით-მუსიკალური ტელევიზია იყო, მაგრამ 2015 წლის 4 მარტიდან შეიცვალა ფორმატი და საერთო მაუწყებლობაზე გადავიდა, რის შემდეგაც არხის საეთერო ბადეს დაემატა რამდენიმე პოლიტიკური გადაცემა.
2015 წლის ახალი სეზონიდან GDS-მა სრულიად შეიცვალა ტაქტიკა და გახდა ქართულ სერიალებზე ორიენტირებული ტელევიზია.
2016 წლის ბოლოს GDS შეისყიდა „იმედის“ მფლობელმა კომპანია ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა[1] და გაერთიანდა მედია ჰოლდინგში: იმედი, მაესტრო, GDS.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ იმედმა GDS-ის 100–პროცენტიანი წილი იყიდა. On.ge. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი, 2020.