მარნეული TV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარნეული TV
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა მარნეული
დაფუძნდა 1 ივნისი, 2006
საიტი www.marneulitv.ge


მარნეული TVმარნეულში მოქმედი დამოუკიდებელი ტელეკომპანია. მაუწყებლობს მარნეულის მინიციპალიტეტში.

მარნეულის ტელეკომპანია, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, „მარნეული TV“, 2006 წლის 1 ივნისს დაარსდა. დაარსების დღიდან, ტელეკომპანია, ქვემო ქართლის, კერძოდ კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის. ტელეკომპანია დღე-ღამეში თვრამეტი საათი მაუწყებლობს, მაუწყებლობის ზონა რეგიონიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე ვრცელდება. ტელეკომპანიას 200 000-მდე ტელემაყურებელი ჰყავს.

ტელეკომპანია „მარნეული TV“ „საქართველოს რეგიონალურ ტელემაუწყებელთა ასოციაციის“ წევრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]