ფორმულა (ტელეკომპანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფორმულა
სლოგანი ნამდვილი ამბები
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა საქართველო, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა
დაფუძნდა 19 ივლისი, 2019
დამფუძნებელი ფორმულა კრეატივი
მფლობელი დავით კეზერაშვილი (51%), მიშა მშვილდაძე (12.25%), ირაკლი საღინაძე (12.25%), ზურაბ გუმბარიძე (12.25%), გიორგი ლიფონავა (12.25%)
ხელმძღვანელ(ებ)ი ზურაბ გუმბარიძე
(გენ. დირექტორი)
საიტი

formula.ge

formulanews.ge

ფორმულა — კერძო ტელეკომპანია საქართველოში. დაფუძნდა 2019 წელს, თბილისში. მაუწყებლობა 2019 წლის 1-ლ ოქტომბერს, თბილისის დროით, 08:00 საათზე დაიწყო.

სამაუწყებლო კომპანიის სატელევიზიო ბადე მოიცავს საინფორმაციო, ანალიტიკურ, შემეცნებით და გასართობ პროგრამებს. არხზე გადის რეიტინგული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ და ფორმულა კრეატივის ახალი დრამა „თესეა“.

„ფორმულა“ მაუწყებლობით ფარავს მთელს საქართველოს; არხის მოძებნა შესაძლებელია თანამგზავრზე და თითქმის ყველა ადგილობრივ საკაბელო ტელევიზიაში. ტელეკომპანიის რეიტინგებს ზომავს TV MR GEORGIA.

2020 წლის ივლისის მონაცემებით, ტელეკომპანიაში 526 ადამიანია დასაქმებული. ასევე, დაახლოებით 40 ადამიანია დასაქმებული კონტრაქტორ კომპანიაში „დროება“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შპს „ფორმულა“ 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, 2020 წლის 29 აგვისტოს კი საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას სამაუწყებლო კომპანიას ავტორიზაცია მიანიჭა.

ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილია, ხოლო 49% თანაბრად ნაწილდება „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებლებზე: მიშა მშვილდაძე (12,25%), ირაკლი საღინაძე (12,25%), ზურაბ გუმბარიძე (12,25%) და გიორგი ლიფონავა (12,25%).

„ფორმულას“ გენერალურიი დირექტორია ზურაბ (ზუკა) გუმბარიძე, მოადგილები — გიორგი თარგამაძე და სოფია ბრიტანჩუკი.

თვითრეგულირების მექანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ შექმნა თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც შესაბამისობაშია პროფესიულ სტანდარტებთან. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს საჩივრის ეფექტიანად განხილვის გამჭვირვალე პროცედურას და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ტელეკომპანიაში არსებობს დავის განმხილველი ორგანოს ორი ინსტანცია: პირველ ინსტანციას წარმოადგენს - „კომისია“ ხოლო, მეორე ინსტანციაა „სააპელაციო საბჭო". დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ „ფორმულამ“ დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს კომპანიას საჩივრით და მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება.

პროგრამა/გადაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დილა ფორმულაზე — საინფორმაციო, გასართობი და შემეცნებითი სატელევიზიო დილის შოუ. ეთერში ყოველ სამუშაო დღეს 08:00-დან 11:00 საათამდე გადის.
  • ფორმულა NEWS — ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვებები - ყოველდღე - 09:00, 10:00, 12:00 14:00,17:00 და 20:00 საათზე.
  • ქალაქობანა — ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 საათზე - გაცადემა, სადაც წამყვანები კვალიფიციურ სტუმრებთან ერთად საქართველოს ქალაქებში არსებულ მწვავე პრობლემებზე საუბრობენან.
  • კომენტარი — ყოველ სამუშაო დღეს, 12:30 საათზე - პოლიტიკური ტოკშოუ ნინო ჟიჟილაშვილთან, ვახო სანაიასთან, სოფო ზურაბიანთან და სალომე უგულავასთან ერთად.
  • საქართველო ირჩევს — სპეცგადაცემა ელისო ჯარიაშვილთან ერთად - ყოველ სამუშაო დღეს, 17:40 საათზე.
  • პოლიტმეტრი — სამშაბათს და პარასკევს, 21:00 საათზე - ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას საავტორო გადაცემა.
  • პოლიტიკის ფორმულა — ორშაბათს და ხუთშაბათს, 21:00 საათზე - სოფო ზურაბიანის პოლიტიკური ტოკშოუ.
  • გიორგი თარგამაძის ფორმულა — ანალიტიკური ტოკ-შოუ. გიორგი თარგამაძე ყოველ ოთხშაბათს, 21:00 საათზე, სტუმრებთან ერთად, კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს.
  • დროება — ყოველ კვირას, 20:00 საათზე - გიორგი თარგამაძის საკვირაო ტელეჟურნალი.
  • შაბათის ფორმულა — ანალიტიკური და საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ეთერში ყოველ შაბათს, 20:00 საათზე, გადის.
  • პლატფორმა — გაცადემა, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები საუბრობენ - სამშაბათს, 22:30 საათზე.
  • კონტექსტი — პარასკევს, 22:30 საათზე - ირაკლი ტაბლიაშვილის ანალიტიკური გადაცემა.
  • ბიზნეს ფორმულა — ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ბიზნეს ფორმულა“ ყოველ სამუშაო დღეს 2020 წლის მაისიდან გადის.
  • ეკონომიკა მარტივად — ბიზნესისა და ეკონომიკის შემაჯამებელი ამბები, მარტივად და გასაგებად.
  • თვითიზოლაციაში — კარანტინში სპეციალურად დაწყებული მინი მეგა შოუ „თვითიზოლაციაში“, რომელიც კარანტინის შემდეგაც ეკრანზე რჩება. გადაცემა ეთერში გადის ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
  • ბაიასთან— მსახიობის და ტელეწამყვანის, ბაია დვალიშვილის საავტორი გადაცემა „ფორმულაზე“.
  • კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან ერთად — სატირულ-ანალიტიკური შოუ, რომელიც კვირაში ერთხელ, შაბათს გადაეცემა.
  • ფსკერი — ყოველ კვირას, 22:00 საათზე, გადაცემის წამყვანი მიმოიხილავს ქართულ მედიაში გასულ სიუჟეტებსა თუ ამბებს და იუმორისტულ-სარკასტულ ჟანრში აკრიტიკებს.
  • ჩატი — გადაცემა ჩათის მთავარი ხაზი თინეიჯერები და მათ გარშემო მიმდინარე აქტუალური თემებია.
  • ჯანმრთელობის ფორმულა — სამედიცინო გადაცემა.

თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელეკომპანია „ფორმულა“ თანამშრომლობს ისეთ გავლენიან კვლევით ორგანიზაციასთან, როგორიცაა ედისონ რისერჩი. მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლენში გავლენიანი ამერიკული კომპანია „ფორმულასთვის“ საქართველოში წინასაარჩვენო გარემოს 6-ტალღიან კვლევას ატარებს. უშუალოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი მოამზადებს ეგზიტპოლს;

ფილმები და სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ფორმულა“ თანამშრომლობს კინომწარმოებელ კომპანია „სონი ფიქჩერსთან“. არხი მაყურებელს ლიცენზირებულ, ხარისხიან და ქართულ ენაზე გახმოვანებულ ფილმებს სთავაზობს.

ტელეკომპანია, ასევე, თანამშრომლობს უმსხვილეს ბრაზილიურ სამაუწყებლო კომპანია „გლობოსთან“ და თურქულ კომპანიებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]