შინაარსზე გადასვლა

ტელეარხი 25

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტელეარხი 25
შპს „ტელეკომპანია ტელეარხი 25“

ტელეკომპანია 25-ე არხის ოფიციალური ლოგო 2016 წლიდან
სლოგანი მხოლოდ ის, რაც მნიშვნელოვანია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მისამართი საქართველო, ბათუმი, ალექსანდრე პუშკინის ქუჩა №168
მაუწყებლობის ზონა ბათუმი-ფოთი
მაუწყებლობის არხი UHF 25 (ბათუმი)
დაფუძნდა 15 ივნისი, 1993
თანამგზავრი1 Azerspace
პოზიცია1 46°
სისტემა1 DVB-S
სიხშირე1 11095
SRFEC1 27500 5/6
თანამგზავრი2 Azerspace
პოზიცია2 46°
სისტემა2 DVB-S
სიხშირე2 11094
SRFEC2 30000
საიტი tv25.ge
ლოგოს ფერი წითელი
ლურჯი


ტელეარხი 25 — ქართული ტელეკომპანია. იგი 1993 წლის 15 ივნისს დაარსდა. მისი მაუწყებლობის არეალი მოიცავს ქალაქ ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე.

ტელეკომპანია 25-ე არხის ძველი ლოგო 2010 წლამდე
ტელეკომპანია 25-ე არხის ლოგო 2016 წლამდე
ტელეკომპანია 25-ე არხის ოფიციალური ლოგოები 1993 წლიდან 2016 წლამდე

თავისი მაუწყებლობა ტელევიზიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო. თუმცა, საქართველოს სატელევიზიო ქსელისა და არასამთავრობო ფონდების დახმარების შედეგად, 1995—1996 წლებში „ტელეარხი 25“ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო რეგიონულ ტელეკომპანიად ჩამოყალიბდა. თუმცა, აჭარაში მოქმედი ასლან აბაშიძის ავტოკრატიული რეჟიმის გამო, ტელეკომპანიას არაერთხელ მოსვლია რეგიონულ მთავრობასთან უსიამოვნება. „აჭარის ხელისუფლების მრავალწლიანი მცდელობა, დამფუძნებლებისათვის წაერთვა ტელევიზიის მართვის სადავეები, მუდამ უშედეგოდ მთავრდებოდა.“ — წერია ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე.

სწორედ ამიტომ, 2000 წლის 19 თებერვალს აჭარის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა „ტელეარხი 25“-ის ხელმძღვანელებს ძალით გააჩუქებინეს ტელეკომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი, რის შემდეგაც ტელევიზია უშუალოდ ასლან აბაშიძის მფლობელობაში გადავიდა.

მრავალწლიანი სასამართლო დავა მხოლოდ აჭარის ხავერდოვანმა რევოლუციამ დაასრულა, როცა ბათუმიდან თბილისში იძულებით გადასახლებულმა დამფუძნებლებმა 4 წლის წინ წართმეული ქონება უკან დაიბრუნეს.

თორმეტწლიანი არსებობის მანძილზე, ტელევიზიაში განხორციელდა არაერთი საინტერესო ტელე-პროექტი. მათ შორის: საინფორმაციო პროგრამა „ახალი ამბები“, ანალიტიკური თოქ-შოუ „მრავალწერტილი“, გადაცემა „ხელოვანთა გალერეა“, მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი „საქართველოს ისტორიის ქრონიკები“, ტელესერიალი „ყავახანა“ და სხვა.

2006 წლის ზაფხულში „ტელეარხ 25“ ის ეთერში გადიოდა სტუდენტური გადაცემა "ობიექტივი", რომელზეც ბათუმის უმაღლესი სასწვლებლების ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები მუშაობდნენ. პროექტს "კანადის საერთაშორისო განვითარების ფონდი" აფინანსებდა.

საქართველოს იურიდიულ პირთა რეესტრის 2012 წლის თებერვლამდე „ტელეარხი-25“-ის წილების მფლობელები იყვნენ: მერაბი მერკვილაძე - 25%, გიორგი სურმანიძე - 50%, მალხაზი ვერძაძე - 25%.

2012 წლის თებერვალში „ტელეარხ 25“-ის 50%-იანი წილი ბიზნესმენ ჯემალ ვერძაძემ შეისყიდა. ამავე წლის 24 თებერვლის მონაცემებით ტელე-კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელად მითითებულია ლევან ქარდავა და 50%-იანი წილის მფლობელად - ჯემალ ვერძაძე;

ამჟამად „ტელეარხი 25“ აღჭურვილია უახლესი ციფრული აპარატურით. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და IREX-ის თბილისის ოფისის მიერ ტელევიზიას გრანტის სახით გადაეცა ახალი ტექნიკა. მზადდება ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა „მაცნე“, რომელიც აჭარაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს. მზადდება ყოველდღიური საბავშვო გადაცემა.

იგეგმება ახალი სატელევიზიო სერიალის დაწყება, ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამის მომზადება, აგრეთვე სამაუწყებლო არეალის გაზრდა და აჭარის რეგიონის სრულად დაფარვა.

2015 წლის 27 ოქტომბრიდან ტელეკომპანიამ დაიწყო უცხოური სერიალების ჩვენება, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან თანამშრომლობით დაიწყო უკრაინული სერიალ "მარუსია"-ს ჩვენება, რომელიც ეთერში ყოველ სამუშაო დღეს 17:30 საათზე გადიოდა.

  • მაცნე - ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება, რომელიც მაყურებელს აწვდის ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ როგორც აჭარაში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით.
  • შუადღე ბათუმში - ყოველდღიური სატელევიზიო პროგრამა, რომელიც განიხილავს მიმდინარე აჭარის რეგიონის დღის აქტუალურ მოვლენებს. მისი წამყვანები იყვნენ თეონა ფუტკარაძე და სალომე უსტიაშვილი.
  • ფოკუსის გარეშე - ინტერვიუს ფორმატის სატელევიზიო პროგრამა, რომელსაც არ ჰაყვს წამყვანი და ითვალისწინებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისთვის ინტერვიუს ჩაწერას.
  • მედიცინის საათი - ყოველკვირეული სატელევიზიო პროგრამა, რომელიც განიხილავს მედიცინის სფეროში არსებულ სიახლეებს, გადაცემის ფორმატი ასევე ითავლისწინებდა პირდაპირ ეთერში სატელეფონო კუმინიკაციის განხორციელებას, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა დაერეკა და პირდაპირ ეთერში გაევლო კონსულტაცია ექიმთან სრულიად უფასოდ. გადაცემის პარტნიორი და სპონსპრო იყო სამედიცინო კორპორაცია "ევექსი".
  • ჩემი ექიმი - ყოველკვირეული სატელევიზიო პროგრამა, რომელიც განიხილავს მედიცინის სფეროში არსებულ სიახლეებს, გადაცემის ფორმატი ასევე ითავლისწინებდა პირდაპირ ეთერში სატელეფონო კუმინიკაციის განხორციელებას, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა დაერეკა და პირდაპირ ეთერში გაევლო კონსულტაცია ექიმთან სრულიად უფასოდ. გადაცემის პარტნიოერი და სპონსორი იყო სამედიცინო კომპანია "ბიემსი".
  • გემოვნება - ყოველკვირეული კულინარიული სატელევიზიო პროგრამა, რომელის ფორმატიც ითვალისწინებდა მაყურებლისთვის სხვადასხვა სახის რეცეპტების გამოყენებით კერძების მომზადებას და შემდგომში ამ რეცეპტის გაზიარებას, გადაცემის ხანგრძლივობა იყო 9 წუთი, თუმცა ხშირად მერყეობდა და ხანდახან 25 წუთსაც გრძელდებოდა, მისი წამყვანები იყვნენ თეა სირაბიძე და გიორგი კოხრეიძე.
  • საზოგადოებრივი პოზიცია - სატელევიზიო პროგრამა, რომელის ფორმატიც ითავლისწინებდა პირდაპირ ეთერში სატელეფონო კუმინიკაციის განხორციელებას, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევდა დაერეკა და პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრებისთვის დაესვა კითხვა.
  • პოზიცია - სატელევიზიო პროგრამა, რომელიც გადაცემის სტუმრებთან ერთად განიხილავდა პოლიტიკურ მოვლენებს, ხშირად დებატების ფორმატშიც. გადაცემის წამყვანები იყნენ სულხან მესხიძე და ია გოლიაძე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]