ბერა ივანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერა ივანიშვილი
Bera Ivanishvili.jpg
ბერა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 დეკემბერი, 1994 (1994-12-23) (21 წლის)
პარიზი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
წარმოშობა დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი პოპი
ჰიპ ჰოპი
R&B
საქმიანობა მომღერალი
მუსიკოსი
კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი როიალი
გიტარა
ვიოლინო
დრამი
აქტიური 2010 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Georgian Dream Studios
საიტი http://beraofficial.com/
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
როიალი

ბერა ივანიშვილი (დ. 23 დეკემბერი, 1994) — ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი. მისმა პირველმა სინგლმა, „Favorite Things“, მსმენელებისგან მალევე დაიმსახურა მოწონება. ამის შემდეგ კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა მისი მუსიკალური ვიდეოს — „ჰიპ-ჰოპ ვალსის“ პრემიერა. ვიდეო გადაღებულია ნიუ-იორკში ფრანგი რეჟისორის, რეი ქეის მიერ.

ბერას მომდევნო სინგლმა — „Don't Worry“, არანაკლები პოპულარობა მოუტანა მომღერალს. აქვს ჩაწერილი ამერიკელ რეპერ Lil PLayy-სთან, სიმღერაზე „Summertime“.

2011 წლის შემოდგომაზე, ბერამ მამამისის, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „ქართული ოცნება“. ამით მან მამის მხარდამჭერებშიც გაიჩინა მსმენელები. ამავე წლის 11 დეკემბერს, პოლიტიკური კოალიცია — „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შედგა მისი კიდევ ერთი ახალი მუსიკალური ვიდეოს — „გპირდების“ პრემიერა.

2013 წელს ბერას ჰქონდა რიგით მეორე ტურნე „ჩვენ ვართ საქართველო“.

2014 წელს ბერა წავიდა აშშ-ში და იქ აგრძელებს კარიერას. მას ურთიერთობა ჰქონია ისეთ მომღერლებთან როგორებიც არიან: კრის ბრაუნი, რიანა, ჯასტინ ბიბერი, Mila J, ბასტა რაიმზი, უაიკლეფ ჟანი და სხვა. 2014 წლის 24 ნოემბერს მან გამოუშვა ახალი ვიდეო სახელწოდებით Calypso Lover, რომელიც მის გულშემატკივრებში ძალიან პოპულარული გახდა.

2015 წლის 8 იანვარს კინოთეატრ რუსთაველში გაიმართა ბერას ახალი მუსიკალური ვიდეოს სახელწოდებით „Tickets to the movies“ – პრემიერა. 16 იანვარს მან გამოუშვა კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი Don't Go.

2015 წლის აგვისტოში ბერამ გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „I look good on you“, ამ მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი იყო ამერიკელი ახალგაზრდა დამწყები რეჟისორი ნეშ გრიერი, მუსიკალურმა ვიდეომ 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ოქტომბერში ბერამ ნეშ გრიერი საქართველოში ჩამოიყვანა და გულშემატკივრებს შეახვედრა.

ბერა ივანიშვილმა დააარსა ტელეკომპანია GDS.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]